თბილისში, სვანეთის უბანში მდებარე წმინდა დიმიტრი ყიფიანის სახელობის ახლად აგებული ტაძრის კურთხევა, ერმაც და ბერმაც ერთად აღნიშნა.
სადღესასწაულო მსახურება აღავლინა სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსმა ყოვლადუსამღვდელოესმა სვიმეონმა (ცაკაშვილი) ტაძრის წინამძღვართან, დეკანოზ მალხაზ ყიფიანთან და სხვა სამღვდელოებასთან ერთად. შეგახსენებთ, რომ წმინდა დიმიტრი ყიფიანის სახელობის ტაძრის მშენებლობა, მამა მალხაზ ყიფიანის თაოსნობით უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს. არქიტექტორია მამუკა კიკნაძე.
მეუფე სვიმეონმა ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ, ქადაგებისას, ისაუბრა წმინდა დიმიტრის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე. მადლობა გადაუხადა ტაძრის აგებისთვის მამა მალხაზ ყიფიანს და მათ ვინც მონაწილეობა მიიღო ამ მადლიან საქმეში. იმედი გამოთქვა, რომ ახლო მომავალში დაიწყება ხაშურის რაიონის სოფელ ქვიშხეთში მდებარე დანგრევის პირას მისული წმინდა დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმის აღდგენა და განახლება.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი