26 სექტემბერს წმინდა ქეთევან დედოფლის ხსენებაა
კათოლიკოს-პატრიარქი ლეონიდე ქადაგებაში ამბობს: "როდესაც დასრულდა წმინდა ქეთევანის წამება, უფალმა ღმერთმა განადიდა წმინდანის გვამი.
ურიცხვი ხალხის თვალწინ, რომელიც იქვე იყო შეკრებილი მოედანზე, სამი ბრწყინვალე სვეტი ჩამოეშვა ციდან და დაადგა წამებულის გვამს. როცა შაჰის ბრძანებით წმინდა ქეთევანის გვამი ქალაქგარეთ გაიტანეს და სადღაც ერთს უწმინდურს ადგილზე დააგდეს, ეს სამი ბრწყინვალე სვეტი იქაც თავს დაადგა მოწამის გვამს. ღამით ქრისტიანებმა ფარულად წაიღეს მოწამის გვამი და მიწაში დამარხეს. ცოტა ხნის შემდეგ ფრანგის ბერებმა იპოვეს... და დიდხანს ინახავდნენ მის სხეულს. ბოლოს გვამს მოაშორეს თავი და მარჯვენა ხელი და საჩუქრად გაუგზავნეს დედოფლის შვილს თეიმურაზ პირველს, რომელმაც ეს წმიდა ნაწილი დაასაფლავა წმიდა გიორგის ალავერდის საკრებულო ტაძრის ტრაპეზის ქვეშ. დანარჩენი ნაწილი წმინდანის გვამისა საიდუმლოდ გაგზავნეს რომში და იქ ჩასვენებულ იქნა წმიდა პეტრეს საფლავში.
აი, ასეთ მაღალ პიროვნებას, სამშობლოს სიკეთისთვის ზვარაკად შეწირულს, თავისი ერის მშვიდობიანობისთვის სასტიკ ტანჯვათა გამცდელს, საყვარელ სამშობლოში ქრისტიანობის განმტკიცებისთვის მწარე სიკვდილის დამთმენს ქართველი ერი არ იცნობს. ვისი ბრალია ეს? ვის მოჰკითხავს ამაში პასუხს ღმერთიც და კაციც?"
***
ავჭალის წმინდა ქეთევან წამებულის ტაძარში მრავალი სიწმინდეა დაბრძანებული. მათ შორის არის წმინდა ქეთევან წამებულის ხატი (ხატმწერი ქეთევან ხაჟომია) წმინდა ქეთევანის წმინდა ნაწილით. აგრეთვე დაბრძანებულია ივერიის ღვთისმშობლის ხატი, რომლის წინაშეც ლოცულობდა წმინდა ქეთევანი.
წმინდა ქეთევან წამებულის სახელობის ტაძარი უძველესი წარსულის მქონეა.
ტაძრის აღდგენაში უდიდესი წვლილი მიუძღვის ამავე ტაძრის წინამძღვარს, დეკანოზ გიორგი რაზმაძეს, მის სულიერ შვილებს. უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, 1998 წელს, ტაძარი ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტმა იობმა აკურთხა. უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, მამა გიორგი კვლავ განაგრძობს წმინდა ქეთევანის წმინდა ნაწილების მოძიებას. ღვთის შეწევნით და წმინდა ქეთევანის მეოხებით, იმედია მალე დაუბრუნდება მშობლიურ მიწას წმინდანის წმინდა ნაწილები.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი