ეს გვინდა ჩვენც, ამხანაგო მაისურაძე. უნდა ეწოდოს ყველას ის, რაც არის!
 ეს გვინდა ჩვენც, ამხანაგო მაისურაძე. უნდა ეწოდოს ყველას ის, რაც არის!
დეკანოზი ანდრია კემულარია:
3 თებერვალს Facebook-ზე გამოჩნდა ბ-ნ გიორგი მაისურაძის ჩანაწერი. გამოჩნდა და ცოტახანშივე წაიშალა, მაგრამ ქსელის ყოვლისმომცველ მეხსიერებაში მაინც მოასწრო ჩარჩენა. (გიორგი მაისურაძე: მანამ არ მოვისვენებთ, სანამ საქართველოში მართლმადიდებლობას არ დავასრულებთ) . აი ტექსტიც:

"ამ ტექსტით მინდა მივმართო ლიბერალური ფასეულობების და საღი, თავისუფალი აზროვნების მქონე საქართველოს ყველა მოქალაქეს. დროა, ყველაფერს ღიად დაერქვას თავისი სახელი! ილუზიებში ნუ იცხოვრებთ, მეგობრებო! დღეს მართლმადიდებლობას იერიში მიაქვს თავისუფალ სიტყვაზე, თვითონ თავისუფლების უწმინდეს იდეაზე. არა საპატრიარქოს, არა რომელიმე მღვდელმსახურს, არა პარლამენტს და პოლიტიკურ პარტიებს, არამედ, პირველ რიგში, სწორედ — მართლმადიდებლობას, ამ შავბნელ, რუსულ, იმპერიალისტურ იდეოლოგიას. სწორედ მართლმადიდებლობა, და არა რომელიმე ორგანიზაცია ან პიროვნება, არის მთავარი წინაღობა საქართველოში დასავული ფასეულობების საბოლოოდ დამკვიდრებისა. და ყველა მისი მიმდევარი სინათლის და პროგრესის ცნობიერი თუ გაუთვითცნობიერებელი მტერია. ამიტომ ჩვენ, ლიბერალები, საქართველოს ინტელექტუალური ელიტა, საქართველოს ჭეშმარიტი პატრიოტები, ვიბრძოლებთ ბოლომდე და ყველა კანონიერი საშუალებით, სანამ საბოლოოდ არ დავასრულებთ ამ ანტიპროგრესულ, ანტიცივილურ იდეას საქართველოში, ამ სიბნელის, აგრესიის და უძრაობის დასაყრდენს მართლმადიდებლური რწმენის სახით."


დედამიწის შუაგული გავარვარებულია. ზედაპირზე ეს არ იგრძნობა, მაგრამ დროდადრო ამოხეთქავს ხოლმე ვულკანების სახით და მაშინ ხვდები, რა არის შიგ. ერთი ასეთი ამოხეთქვა დაემართა, როგორც ჩანს, ბატონ გიორგი მაისურაძეს. ამოხეთქა გულიდან დაგროვილმა ბოღმამ, ამოიოხრა ჯოჯოხეთურმა სულმა. არა, არ გვიკვირს აზრები, მაგრამ გასაკვირია წინდაუხედაობა. ლიბერალმა ხომ ტოლერანტობა უნდა ითამაშოს…

მაინც, რამდენი საერთო აქვს ლიბერალიზმს ბოლშევიზმთან! ქაღალდზე, რაკი ღიად არ წერია ამაზე, ცოტა განსხვავებულად ჩანს. მაგრამ სიტყვა, საქმე - თავისას ამბობს. ის პათოსი, რომელიც ბ-ნ გიორგის ამოფრქვევაში იგრძნობა, ზუსტადაც რომ ბოლშევიკურია. საკმარისია, სიტყვა "კომუნიზმი" შეცვალო "ლიბერალიზმით" და ყველა ციტატა, ლოზუნგი, პლაკატი რაც ასე მრავლად იყო XX საუკუნის დამდეგს საბჭოეთში, ზუსტად მოერგება ახალ "პროგრესისტებს". მაგრამ, საინტერესოა, რატომ ჰგონიათ ლიბერალებს, რომ ისინი და მხოლოდ ისინი არიან "საღი, თავისუფალი აზროვნების მქონე" მოქალაქეები. რა თავისუფლებაა ეს, რომელიც არავითარ განსხვავებულობას არ უტოვებს უფლებას არსებობისა? აკი, დემოკრატია სინდისის თავისუფლება არისო?!

"სწორედ მართლმადიდებლობა, და არა რომელიმე ორგანიზაცია ან პიროვნება, არის მთავარი წინაღობა საქართველოში დასავლური ფასეულობების საბოლოოდ დამკვიდრებისა" – ამ სიტყვისთვის ნამდვილად ეკუთვნის მათ ავტორს ლიბერალიზმის ისტორიაში შესვლა. თუ აქამდე კლერიკალიზაციის საფრთხეზე იყო საუბარი, თურმე, სინამდვილეში არა "კულტის მსახურები" წარმოადგენენ პრობლემას, არამედ თვით მართლმადიდებლობა. ასეთი გულწრფელობისთვის მადლობასაც კი იმსახურებს. რა თქმა უნდა, ეს ჩვენ აქამდეც ვიცოდით, მაგრამ ასე საჯაროდ ამაზე "თავისუფალი და მოაზროვნე" ინდივიდუმები არ ყვირიან. იმას, ვინც ებრძვის არა იმდენად მსახურს, რამდენადაც სარწმუნოებას, ყველა ქრისტეანმა იცის, რა ეწოდება, ვისით ყვირის და საით აქვს პირი.

"მართლმადიდებლობას, ამ შავბნელ, რუსულ, იმპერიალისტურ იდეოლოგიას". თუ ბატონი ლექტორი ასეთი კომპეტენტურობით მოძღვრავს მისდამი ბრმად მინდობილ სტუდენტებს, შემიძლია მხოლოდ მივუსამძიმრო მათ. ავტორმა, რა თქმა უნდა იცის, რომ მართლმადიდებლობა, იგივე ორთოდოქსია, იგივე პრავოსლავიე რუსეთის გაქრისტეანემდე ცხრა საუკუნით ადრე არსებობდა. მეტიც, ჰოი საოცრება, ჩვენმა "ბნელმა" წინაპრებმა ის ექვსი საუკუნით ადრე მიიღეს, სანამ ამას სლავები გააკეთებდნენ. იმ ბნელმა წინაპრებმა, რომელთაც რუის-ურბნისის კრებაზე ბრძანეს: "არა გეცრუვნეთ შენ, სიწმიდით მშობელო ჩუენო კათოლიკე ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩუენო მართლმადიდებლობაო, რომლისა არცა განმცემელქმნილ ვართ". ბ-ნ გიორგის აზრით, ყველა ჩვენი წინაპარი თურმე "სინათლის და პროგრესის ცნობიერი თუ გაუთვითცნობიერებელი მტერია", რაკი მათთვის მართლმადიდებლობა იყო პირადი მორალისა და საზოგადო იდეალების საფუძველი. ისე, პრიმიტივიზმამდე ხომ არ დადიხართ, როცა ყველაფერს, რაც არ გეპიტნავებათ, რუსულს უწოდებთ?!

"ჩვენ, ლიბერალები, საქართველოს ინტელექტუალური ელიტა…" როცა ადამიანი საჯაროდ ქადაგებს, რომ ის არის ელიტა, რბილად რომ ვთქვათ, ეს სულში არსებულ პრობლემაზე ღაღადისია. და ვინ აგირჩიათ ელიტად? ხომ არ გაქვთ გადაჭარბებული წამოდგენა საკუთარ თავზე? დაგიძახათ ვინმემ, გთხოვათ ვინმემ "ელიტობა"? ნორმალურ ადამიანს, მორწმუნესა თუ ურწმუნოს ყოველთვის ამშვენებდა თავმდაბლობა და არასდროს, არცერთ საზოგადოებაში არ ყოფილა დაფასებული ადამიანი, რომელიც სხვებზე უპირატესობას ქადაგებს.

პატივცემული ავტორის აზრით, სწორედ მართლმადიდებლობა "არის მთავარი წინაღობა საქართველოში დასავლური ფასეულობების საბოლოოდ დამკვიდრებისა". თუ თქვენი იდეალი არის კონჩიტა, მართლმადიდებლობა არ შეგიშლით ხელს: ჩაიცვით კაბა, მოუშვით წვერი და იარეთ ქალაქში, სანამ არ მოგბეზრდებათ. მაგრამ ნუ გვიკიჟინებთ, რომ ეს არის ნორმა და მაღალი იდეალი. ევროპულად წოდებული თანამედროვე ღირებულებები არ არის ევროპელი ხალხის იდეალები, არამედ თავსმოხვეული და ნაძალადევი. და, თუ ვხედავთ ხშირად ადამიანებს, რომლებიც ამ ღირებულებების ადეპტები არიან, უმრავლესი მათგანი მრავალწლიანი პროპაგანდისტული წნეხის მსხვერპლია. ჩვენ, ქრისტეანებმა, ვიცით ევროპის ქრისტეანული ისტორია. როცა ეცნობი გასაოცარ ცხოვრებას ბრიტანელი მამების, ფრანგი ქრისტეანებისა თუ მრავალი სხვა ქვეყნის მოღვაწისა, ხვდები, რომ დღევანდელ ევროპას გეოგრაფიული მდებარეობის გარდა ძველი თითქმის არაფერი შერჩა.

"ჩვენ, ლიბერალები,.. საქართველოს ჭეშმარიტი პატრიოტები…" ქვეყნის პატრიოტი რომ იყო, არ არის საკმარისი ამ ქვეყნის მოქალაქე იყო და გქონდეს მწველი სურვილი შენი თანგებით გადაიკეროს მოსახლეობის ცნობიერება, საზოგადოებრივი ღირებულებები, ქვეყნის ორიენტირები. პატრიოტის უპირველესი მახასიათებელი წინაპართა კვალზე სვლაა, მათ მიმართ პატივისცემა და მათი საუკეთესო თვისებების მემკივდრეობაა. იმ წინაპრებისა, რომელთა სიტყვა გავიხსენეთ წეღან. თუმცა, "ელიტარულად" თვითწოდებული ადამიანი, რა თქმა უნდა, უფრო დიდი პატრიოტია, ვიდრე ვახტანგი, დავითი, თამარი, დემეტრე თავდადებული, ერკლე მეფე, ილია, ვიდრე ასი ათასი მოწამე, მთაწმინდელი მამები და განმანათლებელნი, ვიდრე ის მილიონობით ადამიანი, ვინც ჯვრის ირგვლივ შეკრული საკუთარი სისხლის ზღვას აყენებდა, მაგრამ არ თმობდა უმთავრესს – მართალ რწმენას, იმას, რაც ბ-ნი გიორგისათვის შავბნელი ძალაა.
"ყველაფერს ღიად დაერქვას თავისი სახელი" – მომწონს ეს სიტყვები. დიახ, ეს გვინდა ჩვენც, ამხანაგო მაისურაძე. უნდა ეწოდოს ყველას ის, რაც არის.

P. S. ინტერნეტსივრცეში ვრცელდება გიორგი მაისურაძის მუქარა, რომ უჩივლებს ყველა მედიასაშუალებას, რომელიც მისი წერილის ფალსიფიცირებას ახდენს. იგი უარყოფს, რომ ასეთი წერილი დაწერა: "ახლა ვნახე, რომ ჩემი სახელით ეს რაღაც გაუგებრობა ვრცელდება. მიუხედავად ჩემი მკაცრად კრიტიკული პოზიციისა ეკლესიის მიმართ, არაფერი, რაც აქ წერია, მე არ მეკუთვნის! არც თავი მომიხსენიებია ოდესმე ლიბერალად..."

საპასუხო კომენტარებში კი ვრცელდება მისი გვერდის სქრინი იმ მომენტში, როდესაც ეს წერილი იდო:

KARIBCHE
ბეჭდვაელფოსტა
10.02. 2016
marine
სწორედ მართმადიდებლობაშია თავისუფლება!!! ამხანაგო მაისურაძე თავზე ნუ გვახვევთ თქვენი ბოლშევიკურ ბნელ აზრებს!!!
08.02. 2016
თენგო
ბატონი მაისურაძის მიმართვიდან ლიბერალები ბოლშევიკებით, რომ ჩავანაცვლოდ ნამდვილად გაგვახსენებს გასული საუკუნის დასაწყისს. სტილიც იგივეა შინაარსიც... რამდენიმე ხნის წინ ბატონმა ზედანიამ ოპიუმს შეადარა რელიგია. გახსოვთ მისი უწმინდესობის პასუხი რაღა დროს ოპიუმი და რელიგიააო. აქაც იგივეა. განსხვავება ისაა, რომ შეფარულად მოქმედი მოწინააღმდეგე უფრო საშიშია, ვინც სულს რყვნის და არა პირდაპირ ებრძვის სხეულს. ამიტომ ჩვენ სხვა უფრო დიდი პრობლემები გვაქვს. თუმცა ბატონი მაისურაძე მახსოვს ახალგაზრდა და ეროვნული მოძრაობით გალაღებული სტუდენტი. განა შეიძლება ევროპაში მივლინებამ დაგავიწყოს ის ფასეულობები, რომელიც არ ჩვენია და არც ჩვენი მეზობლების. ეს ფასეულობები სამყაროს შექმასთან ერთად არსებობს.
06.02. 2016
თენგიზი
შემეცოდე, მაისურაძე, ჩაუყლაპიხარ უხსენებელს, შე საბრალო... იდღეგრძელე, მამაო ანდრია, ამინ!
06.02. 2016
ტატო
ჩვენი ეკლესია სამწუხაროთ ასლია რუსული ეკლესიისასა.რომელსაც მთლიანათ აკონტროლებს პუტინი, ამიტომ ქართული მართლმადიდებლური ეკლესია გამოხატავს ამ უკანასკნელის ნებას რაც ძალიან სამწუხაროა.
06.02. 2016
n.m.
ვისაც საბჭოეთში უცხოვრია, ვისაც მარქსიზმ-ლენინიზმის საფუძვლებით გამოულაყებია თავი, ვისაც უმაღლეს სასწავლებელში სწავლისას "ჩაუბარებია" მეცნიერული ათეიზმის საფუძვლები, ყველა დამეთანხმება, რომ ეს ე. წ. "ლიბერალები" თავანთი იდელოგიით ძალზე ჰგვანან (უფრო სწორად, პირდაპირი შთამომავალნი არიას) ბოლშევიკებს.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ბზობის დღესასწაულს წინ უძღვის "ლაზარეს შაბათი", როდესაც ეკლესია დღესასწაულობს იესო ქრისტეს მიერ თავისი მეგობრის,

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler