მე-5 საუკუნის ტაძრის ისტორია სეფიეთში, საუკუნეების წინანდელი სიწმინდეებითა და საიდუმლოებებით
მე-5 საუკუნის ტაძრის ისტორია სეფიეთში, საუკუნეების წინანდელი სიწმინდეებითა და საიდუმლოებებით

აბაშის მუნიციპალიტეტში, სოფელ სეფიეთის გზისპირზე მდებარე ტაძარზე უნდა გიამბოთ საიდანაც კარგ ამინდში, ნოქალაქევის ციხე სიმაგრე მოჩანს

და რომლის ეზოსა და კედლებს სხვადასხვა დროის, სხვადასხვა ისტორია აღუწერავს და შემოუნახავს... ერთ დროს, საგანმანათლებლო დანიშნულებაც ჰქონია...

 

პირველადი დათვალიერებითაც ჩანს, რომ ტაძრის საძირკველში გვირაბია, რომელიც სავარაუდოდ, ნოქალაქევის ციხეს უკავშირდება, თუმცა, ეს ყველაფერი არ არის.
დრო-ჟამისა და ათას ჭირ-ვარამისგან დახეთქილი კედლები ჩვენი წინაპრის ისტორიას გვიყვება, როგორც ტაძრის წინამძღვარი ამბობს, ზოგს ვიგებთ, ზოგსაც – ვერ და რაც მთავარია, იმათ, ვისაც ამის “წაკითხვა” ხელეწიფება, რატომღაც ამის დიდი მონდომებაც არ ეტყობათ...

მამა ანდრიას (მელია), 22 წელია ანაფორა აცვია. ბოლო რამდენიმე წელია სოფელ სეფიეთის მე-5 საუკუნის მთავარანგელოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარია და ტაძართან ერთად, მანაც უამრავ დარდსა და ტკივილს გაუძლო... ტაძრის პრობლემებზე ხმა მიაწვდინა საჭირო პირებს, თუმცა, ჯერჯერობით ძალია ბევრი კითხვაც უპასუხოდ დარჩა და პრობლემაც მოუგვარებელია. ამას არ შეუშინებია...


 

KARIBCHE


მამა ანდრია (მელია), ტაძრის წინამძღვარი:


-  ეს ტერიტორია, ეგრისის სამეფოში შედიოდა, საუბარია იმ წლებზე, როდესაც ირან-ბიზანტიის ომი წარმოებდა. მაშინ ეგრისის ძლიერების ხანა ედგა. სავარაუდოდ, იმ დროს არის სამნავიანი ბაზილიკის ტიპის ტაძარი აგებული... თუმცა, ცნობილი არ არის, იმ პერიოდში რა სახელით იყო ცნობილიტაძარი და დიდი ალბათობით, მის გარშემო სოფელიც არ ყოფილა. აქაურობა ნოქალაქევის მიმდებარე ტერიტორია იყო და მასზე ეკუთვნოდა...
გადმოცემის თანახმად, ირან-ბიზანტიის ომის დროს, აქაურობა გაჩანაგებულა და ტაძარიც დავიწყებას მიეცა. უფრო გვიანდელი ლეგენდის თუ თქმულების თანახმად, - ამ ადგილას უღრანი ტყე ყოფილა. ერთ-ერთი ვერსიით, რაღაც ეპიდემია გაჩნდა თურმე, სავარაუდოდ, შავი ჭირი, მთელი სოფელი შეიწირა და შედეგად, აქაურობა გაველურებულა...


მოგვიანებით, ამას დაემატა მე-7 საუკუნეში არაბების შემოსევა, რა დროსაც აქაურობა კიდევ ერთხელ გაასწორეს მიწასთან, თუმცა, როგორც ჩანს, ტაძარს განადგურება არ ეწერა; უფრო მოგვიანებით, - გაღმა სოფელში მცხოვრებ მონადირეს, გვარად ოჩიგავას, ნადირობისას ირემი დაუჭრია და უღრან ტყეში, ამ ადგილამდე სდია თურმე დაჭრილ ცხოველს. სწორედ მაშინ აღმოაჩინა თურმე ტაძარი... თუმცა, რაღა ტაძარი, ნატაძრალიღა ყოფილა დარჩენილი უკვე, ხეები და ბალახი იყო ამოსული...
ხალხური გადმოცემით, - ოჩიგავას იქაურობა გაუკაფავს და თავისი გვარის ხალხი ჩამოუსახლებია. რადგან იქვე ნოქალაქევი იყო, ამ სოფელში დიდგვაროვნების მოსამსახურე სეფე ქალები დასახლდნენ თურმე ცხოვრობდნენ. დიდი ალბათობით ამიტომაც დაერქვა სოფელს სეფიეთი... ერთი სიტყვით, ასე გაშენდა და დასახლდა აქ სოფელი. ეს არის უკვე შუა საუკუნეების შემდგომი ხანა.

 


KARIBCHE KARIBCHE

 


იმ პერიოდში იქ მოსახლე სულ ორი გვარი ფიქსირდება, - ოჩიგავები და თოფურიძეები... ორივე აზნაურები ყოფილან და მათ შორის ტაძრისა და მის გარშემო ტერიტორიაზე გავლენებისთვის ქიშპი ყოფილა. იმ წლებში აბაშის ტერიტორია საჭილაოს თემს ეკუთვნოდა და შესაბამისად, ეს სოფელიც... ფრესკებს აწერია, - ელაჭიში ოჩიგავამ მოხატაო, თუმცა, თარიღები, ავტორები, ფრესკების მოხატულობა და მათი ავტორები ძალიან ბევრია, ასევე რამდენიმე ადგილას ზედ გადაწერილი ფრესკებიც შეინიშნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ბევრი “პატრონის” ხელში გამოიარა და რომელოი რა დროს, რომელ საუკუნის ცხოვრებას აღწერს, ძნელი გასარკვევია...

-  შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ადრე სხვა წმინდანის სახელსაც ატარებდა?
-  დიახ, ტაძარში შემორჩენილ ფრესკებს ბერძნული წარწერებიც აქვს და წმინდა სტეფანეს ფრესკაც არის კედელზე... ეს ნიშნავს, რომ ბერძნების კვალიც არის შემორჩენილი... ანუ ვისაც როგორ და რა პერიოდშიც მოუხერხდა, ისე თავისებურად გადაარჩინა ტაძარი და შესაბამისად, თავისი კვალიც დაატყო...

საკურთხევლის მოხატულობას, ფრესკებს აწერია, რომ ჭყონდიდელი ეპისკოპოსის, აბრამ ჭილაძის კურთხევით მოხატა ზოსიმე კოპლატაძემ, სხვებიც არიან მითითებული, - გვარად ჭილაძეები. მე-12 საუკუნის მხატვრობაც არის შემორჩენილი და უფრო გვიანი პერიოდის, რუსული ეგზარქოსობის დროინდელი კვალიც, - რუსული კანკელის არსებობა და მთლიან კედელზე არსებული მოხატულობა, საიდუმლო სერობის ფრესკა, რომელიც სწორედ იმაზე მიანიშნებს, რომ რუსებსაც უცდიათ მისი მითვისება...

 


KARIBCHE

 


-  მამა ანდრია, საკურთხეველში უცნაური ფრესკაც არის შემორჩენილი. რა იცით მასზე?
-  დიახ, საქართველოში, წმინდა ნინოს სულ ოთხი ფრესკაა აღმოჩენილი, მაგრამ ისეთი, როგორიც ამ ტაძარშია, სხვაგან არსადაა, - მეფურ სამოსში შემოსილი წმინდა ნინო, თავზე გვირგვინით, საკურთხეველშია გამოსახული, თან მაღალ დასაჯდომელზე. ჩვენს რწმენაში ქალი საკურთხეველში წარმოუდგენელია... თუმცა, მისიმიქ არსებობა შესაძლოა იმითაც აიხსნებოდეს, რომ წმინდა ნინო მოციქულთა სწორია, თუმცა, არც ის არის გამორიცხული, რომ აქ მისი სიწმინდე, რაღაც ნივთები ყოფილიყო დაცული...

-  ჩვენი მკვლევარები და ისტორიკოსები რას ამბობენ?
-  ამ ტაძრის შესახებ მაინცდამიანც ბევრი ცნობა არ არსებობს. ექვთიმე თაყაიშვილს აქვს თავის ჩანაწერებში “არქეოლოგიური მოგზაურობა და შენიშვნებში" მისი ფრესკებიდან ამოკითხული, ოღონდ ისიც მცირე ოდენობის და მათ შორის არის მოხსენიებული ელაჭიში ოჩიგავა. ამ სახელისა და გვარის ხსენებაზე, სეფიეთის მნათეს ღმერთი უდიდებია – სიმართლეს არ ჰკარგავთო... ექვთიმე გაოცებულა, - რა სიმართლეს გულისხმობთო, - მნათეს უპასუხნია, - მე გვარად ოჩიგავა ვარ, ადრე აქ სულ ჩვენი გვარის კაცები ყოფილან დიდებულნი. შემდეგ გაძლიერებულან თოფურიძენი, ჩვენი გვარის კაცთა სურათები წაუშლიათ და თავიანთი დაუხატავთო... სეფიეთის მნათეს მიერ ნათქვამი ეს ამბავი საფუძველს მოკლებული არ უნდა იყოს, რადგან თავად გვარი ოჩიგავას ჟღერადობაც საინტერესოა, - ,,ოჩი" მეგრულად ცხვრის ყოჩს ნიშნავს...

 


KARIBCHE

 

-  ტაძარს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი არ აქვს?
-  არა, თუმ,ცა, ვინც კი ჩამოდის და აქაურობას ნახულობს, ყველა გაოცებული ირმწუნება, რომ უნდა ჰქონდეს. არც ისე დიდი ხნის წინ, გერმანელებით, ბერძნებითა და ქართველებით დაკომპლექტებული ჯგუფი, 25-კაციანი დელეგაცია იყო ჩამოსული, - იმსჯელეს და გადაწყვიტეს, რომ ამ ტაძარს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ძეგლის სტატუსი, მაგრამ ჯერჯერობით საბოლოო შედეგი ვერ დადგა... ასევე, ისაუბრეს იმაზეც, ტურისტული მოგზაურობის ზონაშიც უნდა ჩაისვას, თუმცა, ჯერჯერობით ვერც ამაზე არსებობს საბოლოო გადაწყვეტილება. წლებია ველოდებით, მაგრამ კიდევ დაველოდებით...

KARIBCHE KARIBCHE

 


-  თქვენ რამდენი წელია აქ მსახურობთ?
-  22 წელია... მაშინ, როდესაც ხალხი რწმენაში არ იყო, კომუნისტური წყობის შემდეგ წლებში, მე და კიდევ ერთი მოძღვარი, შეიძლება ითქვას ერთ-ერთი პირველები ვიყავით, ვინც მაშინ ანაფორა ჩავიცვით...
ბევრი რამეა გასაკეთებლი და შესასწავლი. 90-იან წლებამდე აქაურობა დაკეტილი იყო. იატაკის ნაცვლად მიწური იყო სარკმლებიც კი არ ჰქონდა, კარი არ იღებოდა და კედლებზე შემორჩენილი, თითქმის გადაშლილი ფრესკებიც ძალიან ცუდ დღეში იყო... შემდეგ, აქაურ მეუფეს ვთხოვეთ, - იქნებ რამე მივუხერხოთ აქაურობას, სხვ თუ არაფერი, ისტორიას ინახავს-მეთქი. იმ წლებში ცოტა ვინმე თუ ლოცულობდა... საკურთხეველი, პრაქტიკულად არ არსებობდა. კანკელიც არ გვქონდა. ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის წლებში, ვიაქტიურეთ და მისი გადახურვა შევძელით, თუმცა, სახურავი სპოლენძის მასალის იყო, ხალხი რწმენით არ ცხოვრობდა, ვიღაცებს ცდუნებამ სძლიათ და ერთ ღამესაც სახურავი მოუპარავთ... ვწუხვარ, რომ ასე მოხდა, რადგან შემდეგ ამის “ავტორებს” ძალიან დიდი განსაცდელი შეხვდათ.

 


KARIBCHE

 


ამას წინათ, იატაკი ჩავარდა მაშინ შევნიშნეთ, რომ გვირაბი იყო, რომელიც სავარაუდოდ, ნოქალაქევის ციხეს უკავშირდება. საერთოდ, არქეოლგიური გათხრები არ ჩატარებულა, არადა, ვიცი, რომ დიდ და მნიშვნელოვან ინფორმაციას ინახავს... საკურთხევლის მარცხენმა მხარეს, კედელიც გარღვეულია, ჩვენი ძალებით შევაკეთეთ, მაგრამ არც ისე მყარია. თან ვცდილობდით, ავთენტურობა არ დავარღვიოთ. ეს ხომ ისტორიაა... ისედაც იმდენჯერ გადაურჩა დანგრევას, ბოლოს კომუნისტები მიადგნენ თურმე, მაგრამ ამ სოფლის მკვიდრ ისტორიკოსს, სერგი მაკალათიას გადაურჩენია, - ეს საკულტო ნაგებობა კი არა, ისტორიის ნაწილია და არ უნდა დაინგრესო, არადა, ერთი მხარის მონგრევა უკვე დაწყეებული ჰქონიათ...

 

KARIBCHE


ლალი პაპასკირი

ავტორის ფოტომასალა

.

ბეჭდვაელფოსტა
11.10. 2018
სოფიო
რა სამწუხაროა რომ ასეთ სულიერ და კულტურულ მემკვიდრეობას არ ექცევა სათანადო ყურადღება. სასიხარულო კი ასეთი მოძღვრის არსებობაა რომელიც უჩუმრად იღწვის რომ არ ჩააქროს სულიერების კერა მიყრუებულ სოფელში და ადამიანები ქრისტეს ნათელს აზიაროს. ასეთი სასულიერო პირები გვიმრავლოს ღმერთმა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat