წმინდა ბარლაამი ცხოვრობდა IX საუკუნეში და ცნობილი ბოიარის შვილი გახლდათ, რომელიც თვით კიევის მთავარს ემსახურებოდა.
სიყრმიდანვე ბარლაამს დიდი პატივისცემა ჰქონდა წმინდა ანტონი მღვიმელისა, თუმცა მისი მშობლები ამით უკმაყოფილონი იყვნენ. ყმაწვილი მივიდა წმინდა ანტონთან მღვიმეში, ურიცხვი ძღვენი და თავისი მდიდრული სამოსი დაუდო ფეხებთან და ბერდიდს მოწაფედ მიღება სთხოვა. ანტონმა ფრთხილად გამოჰკითხა ყმაწვილს, მშობლების აზრი ჰკითხა, რაზეც მან უპასუხა, რომ ერჩივნა მოეკლათ, ვიდრე მშობლების ნებას დაჰყოლოდა და საერო ცხოვრებას დაბრუნებოდა. მამამისმა იოანემ შვილის გაქცევა რომ გაიგო, განრისხებულმა მონასტრის მამები დაარბია, და ბარლაამი სახლში წაიყვანა. მაგრამ ოთხი დღის შემდეგ დაინახა, რომ ბარლაამი საჭმელს არ ეკარებოდა და შეუჩერებლად ტიროდა, გული მოულბა და შვილი ღირს ანტონთან და მის მოწაფეებთან გააგზავნა.
გამოხდა ხანი წმინდა ანტონმა გადაწყვიტა, მოშორებით მდებარე მღვიმეში გადასულიყო. ხოლო საძმოს სათავეში მონაზვნების გადაწყვეტილებით წმინდა ბარლაამი დაადგინეს. მალე წმინდანმა მღვიმის თავზე ეკლესია ააშენა.
მონასტერში საძმო გაიზარდა, მღვიმეში აღარ ეტეოდნენ, თუმცა ბარლაამს მოუწია სავანის დატოვება, რათა სათავეში ჩადგომოდა წმინდა დიმიტრის მონასტერს, რომელიც კიევის ცენტრში დააფუძნა დიდმა თავადმა იზიასლავ იაროსლავიჩმა. ხოლო კიევის მღვიმევის მონასტერს ბარლაამის ნაცვლად სათავეში წმინდა თეოდოსი ჩაუდგა (1057).
წმინდა ბარლაამი მთელი წუთისოფელი ღვთივსათნოდ ცხოვრობდა. მან ორჯერ მოილოცა კონსტანტინოპოლი და წმინდა მიწა. მეორე მოგზაურობიდან დაბრუნებისას იგი ვლადიმირში გარდაიცვალა 1065 წლის 19 ნოემბერს.
მისი წმინდა ნაწილები განისვენებს კიევის მღვიმევის ლავრაში, ახლო მღვიმეებში.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი