ღირსი პროკოფი საზაველი (+1053) - 16 (29) სექტემბერი
ღირსი პროკოფი საზაველი (+1053) - 16 (29) სექტემბერი
ღირსი პროკოფი ბოგემის სოფელ ხოტუნში დაიბადა, დაახლოებით 970 წელს. მან სლავური წერა-კითხვა პრაღაში ისწავლა, მერე კი დაქორწინდა, მღვდლის ხარისხი მიიღო და დიდი მონდომებით ემსახურებოდა უფალს.

ბოლოს ქრისტეს სიყვარულით ავსებულმა უარი თქვა ამსოფლიურ სიკეთეზე, და ბრჟევნოვოს ბენედიქტიანელთა მონასტერში მონაზვნად აღიკვეცა. რაღაც დროის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა, და მდინარე საზავის პირას, მღვიმეში დასახლდა. წმინდა პროკოფი ცდილობდა, კაცთაგან შეუმჩნევლად ეცხოვრა, მაგრამ საღმრთო მადლმა გასცა იგი და მრავალი ადამიანი მოდიოდა მასთან, ზოგი რჩევისთვის, ზოგი ნუგეშისთვის. წმინდანი ყველას სიხარულით იღებდა, განსაკუთრებით გლახაკებს და უსახლკაროებს სწყალობდა, და როგორც მიწაზე მყოფმა ზეციურმა ფრინველმა, თავის ფრთებქვეშ მრავალი შეიფარა. მათ შორის იყო ხორციელი შვილი იმრამი და ძმისშვილი ვიტი. მათ კინოვიური მონასტერი ააგეს, წმინდა ბენედიქტეს ტიპიკონი შემოიღეს. წმინდა პროკოფიმ მათ ეკლესია აუგო, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის და იოანე ნათლისმცემლის სახელზე.

წმინდანის შესახებ შეიტყო ჩეხმა თავადმა ოლდრიხმა და მონასტრის განვითარებისთვის დიდძალი თანხა გაიღო. ოლდრიხის სიკვდილის შემდეგ მისმა ვაჟმა ბრეტისლავმა წმინდა პროკოფი თავის მოძღვრად აირჩია და აიძულა იღუმენობა მიეღო. წმინდა პროკოფი, იმისთვის, რომ შეწინააღმდეგებოდა გერმანულ გავლენას, მან თავის მონასტერში ჩეხეთში წმინდა კირილესა და მეთოდეს შემოტანილი საეკლესიო სლავურ ენაზე დააწესა ღვთისმსახურება.

წმინდა პროკოფის ღვთისაგან წინასწარმეტყველების მადლი ჰქონდა და ძმებს უთხრა, რომ მისი სიკვდილის შემდეგ ბრეტისლავის მემკვიდრე ექვსი წელი განდევნიდა მონასტრიდან და მერე კვლავ დაბრუნდებოდნენ სავანეში. წმინდა პროკოფი 1053 წლის 25 მარტს გარდაიცვალა და მის ადგილას მისი ძმისშვილი ვიტი აირჩიეს. მართლაც ორი წლის შემდეგ გარდაიცვლა ბრეტისლავი და მისმა მემკვიდრემ სპიტიგნევ II-მ დევნა დაუწყო მონასტრის ძმებს. მიზეზი სლავურ ენაზე წირვა-ლოცვვის შემოღება იყო. ძმები გაიფანტნენ, მონასტერი სხვა ძმებს გადასცეს და სავანეში ლათინურ ენაზე დაიწყეს მსახურება. წინამძღვრად გერმანელი იღუმენი დაუყენეს. როგორც კი გერმანელები მოვიდნენ ეკლესიაში პირველი ღვთისმსახურებისთვის, მათ წმინდა პროკოფი გამოეცხადა და ისინი ტაძრიდან გაყარა. ღვთის რისხვით დაემუქრა. მაგრამ მათ არ ისმინეს გაფრთხილება. წმინდანი მეოთხე ღამესაც გამოეცხადა წინამძღვარს, და კიდევ დაემუქრა, უთხრა ეს მონასტერი ჩემი სულიერი შვილებისთვის ავაგეო და იღუმენი კვერთხით სცემა. შემდგომში წმინდა პროკოფის სულიერი შვილები დაუბრუნდნენ თავიანთ მონასტერს. ხოლო წმინდა პროკოფის საფლავიდან მრავალი სასწაული აღესრულებოდა და აღესრულება. იგი ჩეხეთის მფარველად ითვლება. მისი წმინდა ნაწილები პრაღაშია დასვენებული.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat