წმინდა ბესარიონ I დაიბადა დაახლოებით 1490 წელს თესალონიკში, საშუალო შეძლების ღვთისმოსავ ოჯახში.
ყრმობიდანვე სულიერი შვილი იყო ტრიკიას ეპისკოპოს მარკოზისა, რომელიც შემდგომში ლარისას მიტროპოლიტი გახდა. მან ხელი დაასხა წმინდა ბესარიონს ჯერ დიაკვნად, მერე კი მღვდლად აკურთხა. 1490-1499 წლებში წმინდა ბესარიონი თავიდან დიმიტრიადის ეპისკოპოსი იყო, შემდეგ ლარისის ეპისკოპოსი გახდა. მისი ცხოვრების შესახებ სხვა დეტალები უცნობია.
წმინდა ბესარიონ II ლარისის მთავარეპისკოპოსი, დაიბადა დაახლოებით 1490 წელს სოფელ პორტა პანაღიაში, მაკედონიის და თესალიის საზღვარზე. ის ღვთისმოშიშებით აღიზარდა და მხურვალე სიყვარული ჰქონდა მონაზვნური ცხოვრებისა. მრავალი წელი ლარისის ეპისკოპოს მარკოზის (1499-1527) გვერდით ცხოვრობდა და სულიერ მოძღვარს სანიმუშო მორჩილება და ერთგულება უჩვენა. მორჩილების წყალობით შეიძინა სიმდაბლე, დედა ყოველთა სათნოებათა, და სულიერი ვნების გარეშე შეძლო სასულიერო იერარქიის საფეხურებზე ასვლა.
1516 წელს ხელი დაასხეს ელასონისა და დიმონიკის ეპისკოპოსად, მაგრამ იგი ხალხმა არ მიიღო, რადგან ეს ეპარქია არ ცნობდა მის ხელდამსხმელს ლარისის მთავარეპისკოპოსის ხელისუფლებას. წმინდა მღვდელმთავარი არ გაბრაზებულა სულიერ სამწყსოზე და ეს გაძევება სულიერი სიმშვიდის მოსაპოვებლად გამოიყენა.
კიდევ რამდენიმე ხანი დარჩა სულიერ მოძღვართან და განკურნებდა ადგილობრივ ქრისტიანების სულიერ და ხორციელ სნეულებებს. ოთხი წლის შემდეგ მღვდელმთავარი სტაგიის ქორეპისკოპოსად დანიშნეს, მაგრამ მას კვლავ მხოლოდ ტანჯვა შერჩა, ბოლოს, ვიღაც დომეტიმ აიძულა, იქაურობა დაეტოვებინა.
1527 წელს, მარკოზის სიკდილის შემდეგ, სასულიერო პირების და ერისკაცთა მოთხოვნით ლარისის მთავარეპისკოპოსად წმინდა ბესარიონი დაადგინეს. დიდი მონდომებით შეუდგა მინდობილ სამწყსოზე ზრუნვას, ფხიზლად ადევნებდა თვალს საეკლესიო ცხოვრებას, ეხმარებოდა გაჭირვებულებს.
ჩამოაყალიბა სათემოები, რომლებიც მთებში იმალებოდნენ, ეკლესიის ფულით ტყვეობიდან დაიხსნიდა ქრისტიანებს, აგებდა ტაძრებს, გზებსა და ხიდებს. ყველაზე ცნობილი კორაკას ხიდი მდინარე აქელოეზე დღემდე მოქმედია. ბესარიონამდე არავის გაუკეთებია მსგავსი რამ. მღვდელმთავარი დიდ სიყვარულს ავლენდა მონაზვნების მიმართ: მან თავის ძმასთან, ფანარიის ეპისკოპოს ეგნატესთან ერთად აღადგინა დუსიკონის ფერისცვალების მონასტერი, რომელიც შემდგომში გააფართოვა მისმა ძმისშვილმა, ლარისის მიტროპოლიტმა ნეოფიტე II-მ.
წმინდა ბესარიონი 1540 წლის (ან 1541) 13 სექტემბერს გარდაიცვალა. სიკვდილის წინ მოიხმო სამღვდელოება, ბერმონაზვნობა, უკანასკნელად დალოცა ისინი, დამოძღვრა და სული თვისი ჩააბარა უფალს, მაშინ ის 50 წლის იყო. დაკრძალეს თავისსავე დაფუძნებულ მონასტერში, მისი წმინდა ნაწილებიდან შემდგომში მრავალი სასწაული აღესრულა. XVII-XVIII საუკუნეების მიჯნაზე ვინმე მუსლიმანმა ამ სასწაულების შესახებ შეიტყო, მოიტაცა და საფრანგეთში გაყიდა. დუსიკის მონასტერში მისი პატიოსანი თავი დარჩა და შეეწევა ყველას, ვინც მას რწმენით მიეახლება.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი