წმინდა ფილოთეოსი დაიბადა მცირე აზიაში, სოფელ მირმეკში. ის ღვთისმოშიშმა დედამ უფლის სიყვარულით გაზარდა.
როცა ასაკს მიაღწია, დაქორწინდა. უფალმა მისი ქორწინება შვილების გაჩენით აკურთხა. შემდეგ კი მღვდლობის ხარისხის მიღების ღირსი შეიქნა. ამის მერე იწყო მარხვა და მოუკლებლად ლოცვა. წმინდა ცხოვრების გამო ღვთისაგან სასწაულქმედების მადლი მიიღო: ღვინო წყლად გადააქცია, ლოცვით კლდე დაძრა და სხვა მრავალი საქმე მოიმოქმედა. ამასთან, ეხმარებოდა მშივრებს და გაჭირვებულებს. როცა გარდაიცვალა, წმინდა ფილოთეოსის სხეული რბილი დარჩა, ხოლო შემდგომში მისი საფლავიდან მირონის სურნელი იფრქვეოდა. ერთი წლის შემდეგ ორმა მღვდელმა გადაწყვიტა, ღირსი ფილოთეოსის სხეული დიდ ტაძარში გადაესვენებინა, რათა მორწმუნეებს თავისუფლად შეძლებოდა მისთვის თაყვანისცემა. გახსნეს საფლავი და წმინდანის სხეული უხრწნელი დახვდათ. უცებ წმინდა ფილოთეოსმა ხელები განართხო, დაეყრდნო ორივე მღვდელს მხრებზე და გადავიდა ახალ განსასვენებელში (სხვა ვარიანტში წერია, რომ წმინდანმა სამი ნაბიჯი გადადგა და წმინდანის სხეული ისევ იქ დაკრძალეს, საიდანაც უხვად მოედინებოდა მირონი).
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი