ათენში მცხოვრებმა ჩვენმა მეგობარმა, არასამთავრობო ორგანიზაცია "ივერონის" დამფუძნებელმა - ნატალია კაპანაძემ ქართველ ემიგრანტებთან ერთად მრავალი წმინდა ადგილი მოილოცა.
2016 წლის 18 დეკემბერს ქ. ნატალიამ მოილოცა "დოქსას ტბასთან " არსებული ულამაზესი მე-17 საუკუნის წმინდა ფანურიუსის სახელობის ტაძარი, მოსალოცად 150 ქართველი ემიგრანტი იმყოფობაოდა. არასამთავრობო ორგანიზაცია"ივერონის " ამ ულამაზეს მოლოცვას კიდევ უფრო მეტი მადლი და სილამაზე შეამატა დედა ქეთევანმა , ჩოხატაურში არსებული ერკეთის დედათა მონასტრის იღუმენიამ, რომელიც საბერძნეთის წმინდა ადგილების მოსალოცად იყო ჩამოსული. დედა მარიამმა წმინდა ფანურიუს სახელზე პარაკლისი გადაიხადა და იქ მყოფი 150 ემიგრანტი თავისი ოჯახების წევრებით მოიხსენია. წმინდა მოწამე ფანურიოსს თითქმის არცერთ ქვეყანაში არ იცნობენ, გარდა საბერძნეთისა, სადაც მას აღიარებენ და დიდ პატივს მიაგებენ. ბერძნებს გამორჩეულად უყვართ მოწამე ფანურიოსი. მის შესახებ ცნობილი გახდა მხოლოდ XVI საუკუნეში აღმოჩენილი ხატით. სწორედ ამ ხატის დახმარებით ქრისტიანენი მოწმენი შეიქნენ იმისა, თუ როგორი სასწაულთმოქმედების ნიჭით დააჯილდოვა უფალმა ეს მოწამე. ხატს კუნძულ როდოსზე მიაკვლიეს, როდესაც აგარიანელები კუნძულის დაპყრობის შედეგად დანგრეული გალავნის აღდგენას შეუდგნენ. ნანგრევების გაწმენდისას მიაკვლიეს პატარა და ოდესღაც ძალიან ლამაზ ეკლესიას, უამრავი ხატით. ხატები იმდენად იყო დაზიანებული, რომ მასზე გამოსახული წმინდანების ვინაობას ვერ ადგენდნენ. მოულდნელად მოსულმა ადამიანებმა ულამაზესი, დროისგან ხელუხლებელი ხატი აღმოაჩინეს. ხატმწერს თითქოს იმ წუთს დაემთავრებინოს მასზე მუშაობა. ეს წარმოადგენდა იმის დასტურს, რომ ხატის მოპოვება არა უბრალო შემთხვევის, არამედ ღვთის განგებით მოხდა. ქრისტიანთა აღუწერელმა სიხარულმა და ცნობამ ახლადაღმოჩენილი ხატის შესახებ კუნძულ როდოსის მიტროპოლიტ ნილოსის ყურამდეც მიაღწია. ის დანგრეული ტაძრისკენ გამოემართა და სიხარულითა და დიდი კრძალვით მიირქვა ხატი წარწერით – წმიდა ფანურიოსი ( ანუ მაჩვენებელი).
ხატზე წმინდანი გამოსახულია მხედრის ტანსაცმელით, ასევე ფრაგმენტები წმინდა ფანურიოსის ცხოვრების 12 ეპიზოდით. ხატიდან ვგებულობთ, რომ წმინდა ფანურიოსი სასტიკად აწამეს. ის ლოცულობდა თავის მწამებელთათვის და უფალს სასოებდა, რომელიც ამ ტანჯვას უმსუბუქებდა და უშიშრად აღიარებდა ქრისტეს რომის იმპერატორის წინაშე. შეუდრეკელი წმინდანი ჯერ საპყრობილეში ჩააგდეს, შემდეგ დიდი ქვის ქვეშ მოაყოლეს, ბოლოს მხეცებიც მიუსიეს. წმინდა მოწამეს ისინი არ მიეკარნენ, პირიქით – გარშემო უვლიდნენ და მის განთავისუფლებას ცდილობდნენ. წმინდა ფანურიოსმა საბოლოოდ უარი განაცხადა კერპების თაყვანისცემაზე. მრავალგვარი და სასტიკი წამების მიუხედავად, ქრისტეს რწმენაზე მტკიცედ მდგარი მოწამე კოცონზე ცოცხლად დაწვეს. ხატის მიხედვით წმინდა ფანურიოსმა მოწამეობრივი გვირგვინი ახალგაზრდულ ასაკში მიიღო. მიტროპოლიტმა ნილოსმა ტაძრის აღდგენა გადაწყვიტა და ნებართვის მისაღებად მმართველს მიმართა. ამ უკანასკნელმა კი იგი უარით გაისტუმრა, მაგრამ მიტროპოლიტი შორეული მოგზაურობის სიძნელეებს არ შეუშინდა და კონსტანტინოპოლს გაემგზავრა, სადაც ნებართვა თვით სულთნისგან მიიღო. როდოსზე დაბრუნებულმა ნილოსმა ტაძარი აღადგინა, რომელიც დღემდე მყარად დგას და წმინდა ფანურიოსის თაყვანსაცემად მოსულ უამრავ მომლოცველს ღებულობს. წმინდა ფანურიუსი უამრავ სასწაულს აღასრულებს, მორწმუნეებს სულიერად შეეწევა და თხოვნას უსრულებს.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი