აღმოყვანება ნაწილთა წმინდათა შორის მამისა ჩვენისა იოანე ოქროპირისა (+438) - 27 (09.02) იანვარი
აღმოყვანება ნაწილთა წმინდათა შორის მამისა ჩვენისა იოანე ოქროპირისა (+438)  -  27 (09.02) იანვარი
398 წლის 26 თებერვალია. ახალარჩეული პატრიარქი, წმინდა იოანე ოქროპირი, უახლოვდება კონსტანტინოპოლს. ქალაქის მოსახლეობა გამოეგება წმინდა მღვდელმთავარს. ყველა ხარობს ამ უდიდესი მოვლენით. მხოლოდ ალექსანდრიის პატრიარქი თეოფილეა დამწუხრებული. მას და მის თანამზრახველებს ხომ პატრიარქად თავიანთი კაცი უნდოდათ. ამის შემდეგ ის წმინდა იოანეს დასამხობად სასურველ დროს დაელოდება.

მეორე დღეს ახალარჩეული პატრიარქი მეფე-დედოფალს და იმპერიის მთავართ შეხვდა. წმინდა იოანემ მათ უთხრა: "ჭეშმარიტად უწყოდეთ, არავის თქვენგანს "თვალთ ვახვამ", არამედ ვისაც მხილება და განკრძალვა სჭირდება, ვასწავლი და ვამხილებ მათი სულისთვის". ყველა ხმამაღლა აღიარებდა მორჩილებას პატრიარქისა. მაგრამ ერთია სიტყვა და მეორეა საქმე. ანგარი და ვერცხლისმოყვარე ევდოქსია დედოფლისთვის ადვილი არ იყო ცოდვათა მხილების დათმენა. იმას ფიქრობდა, მისი უკეთური ცხოვრების მამხილებელი როგორ ჩამოეგდო პატრიარქის ტახტიდან. თუმცა უნდა ითქვას, რომ წმინდა იოანეს ევდოქსიას სახელი არასოდეს უხსენებია ქადაგებისას. ის ცოდვას განაქიქებდა, დედოფალი კი თავის თავზე იღებდა.

დადგა დრო, როცა პირისპირ დადგნენ პატრიარქი და დედოფალი. ევდოქსიამ ერთი მდიდარი კაცისთვის ქონების წართმევა მოინდომა, მან კი, წმინდა იოანეს რჩევით, თავისი სიმდიდრის უდიდესი ნაწილი ღარიბ-ღატაკებს და ეკლესიას გადასცა. ევდოქსია განარისხა ამ ამბავმა. ამას დაემატა მეორე შემთხვევაც, როცა დედოფალმა ვინმე პავლიკიას ასი ლიტრა ოქრო გამოსძალა - ვითომდა რად აწყენინე და წაართვი ამა და ამ ქვრივ ქალს 500 ოქროს მონეტაო. წმინდა იოანეს ეს პავლიკია თავისთან ჰყავდა ეკლესიაში და ქვრივისთვის ფულის დაბრუნებას სთხოვდა. პავლიკია თავს იმართლებდა - დედოფალმა მაგის გამო აურაცხელი სიმდიდრე წამართვაო. დედოფალმა პავლიკიას წასაყვანად ეკლესიაში ორასი ჯარისკაცი გაგზავნა, მაგრამ მათ მახვილმომარჯვებული უფლის ანგელოზი გადაუდგა ეკლესიის შესასვლელში. შეშინებულმა დედოფალმა თავი ანება პავლიკიას, მაგრამ ვერცხლისმოყვარეობით ისე იყო ატაცებული, რომ უკან არ დაიხია და ერთი უსამართლოდ დასჯილი კაცის ქვრივს ერთადერთი საარსებო წყარო - ვენახი წაართვა. წმინდა იოანემ რამდენჯერმე სთხოვა დაებრუნებინა საცოდავი ქალისთვის ვენახი, მაგრამ ევდოქსიას წმინდა იოანეს გამოწვევა სურდა და "დედოფლის სიტყვას" არ გადადიოდა. მაშინ, წმინდა იოანეს ბრძანებით, ევდოქსია ტაძარში არ შეუშვეს. დედოფლის ერთმა მხლებელმა იშიშვლა მახვილი და ტაძრის კარისთვის უნდა დაერტყა, მაგრამ წამსვე ხელი შეახმა. შეშინებული დედოფალი და მისი ამალა უკან გაბრუნდნენ. ხელგამხმარმა კაცმა შენდობა სთხოვა წმინდა მღვდელმთავარს. წმინდა იოანემ ბრძანა, რომ მისთვის ხელი საკურთხევლის ხელის საბანში დაებანათ. ღირსი მამის ლოცვით კაცი განიკურნა.

ამ დროს ალექსანდრიის ეკლესიაშიც დრამატული ამბები მოხდა. თეოფილე პატრიარქმა, ვერცხლისმოყვარეობის გამო და სიწმინდის დაცვის საბაბით, ღირსი ეპისკოპოსი დიოსკორე და მისი ძმები - ბერები, ორიგენეს მომხრეობის ბრალდებით, ეკლესიიდან განკვეთა. დაარბია ნიტრიის მთის მონასტრები და მთელი ეგვიპტიდან განდევნა დიოსკორეს მომხრეები. მათ შორის იყო ოლიმპიადა დიაკონისა. რამდენიმე განდევნილი მამა წმინდა ეკლესიამ შემდგომში წმინდანად შერაცხა. როგორც ყველა უსამართლოდ დევნილმა, მათაც წმინდა იოანეს შეაფარეს თავი. წმინდა იოანემ მოსთხოვა ალექსანდრიის ოლქის მთავარს, მისთვის თეოფილე მღვდელმთავარი გამოეგზავნა. თეოფილემ ოლქის მთავარი მოისყიდა და დააყოვნა დედაქალაქში ჩასვლა. გადმოიბირა კვიპრელი ეპისკოპოსი ეპიფანეც (რომელიც შემდგომში ეკლესიამ წმინდანად შერაცხა), დააჯერა, თითქოს წმინდა იოანე ორიგენეს მომხრე იყო, შეაგულიანა და კონსტანტინოპოლში გამოაგზავნა ეპისკოპოსთა კრების მოსაწვევად და იოანეს დასამხობად. კონსტანტინოპოლში ჩამოსულმა ეპიფანემ ქალაქის გარეუბნის ეკლესიაში სწირა და, ეკლესიის კანონთა წინააღმდეგ, სხვის ეპარქიაში ერისკაცს დაასხა დიაკვნად ხელი. წმინდა იოანემ წერილი გაუგზავნა და უსაყვედურა ეს უკანონობა, ხოლო ორიგენეს სწავლებაზე აცნობა, სანამ საეკლესიო კრება არ განიხილავს და დაგმობს, არ ეგების ეს საქმეო. წმინდა ეპიფანე დააფიქრა მისმა სიტყვებმა, აგრეთვე ხალხის მონათხრობმა წმინდა იოანეზე და გადაწყვიტა, თეოფილეს ჩამოსვლას დალოდებოდა. მაგრამ არ ეძინა ევდოქსიას. შეიტყო, წმინდა იოანესა და წმინდა ეპიფანეს შორის გულისკლებააო და დრო იხელთა - დაიბარა წმინდა ეპიფანე და წმინდა იოანეს, ვითარცა მწვალებლის, დამხობა სთხოვა. წმინდა ეპიფანემ უთხრა, - სათანადო გამოძიების გარეშე არ შეიძლება მისი გადაყენებაო, მაგრამ ევდოქსია განრისხდა: - მამაო ეპიფანე, თუ შემაფერხებთ, ვბრძანებ, გააღონ წარმართული ტაძრები და ყოველ კაცს კერპებისთვის თაყვანს ვაცემინებო. შეაძრწუნა წმინდა ეპიფანე ამ სიტყვებმა და ესღა წარმოთქვა: - შვილო, მე უბრალო ვარ მართლის განსჯისგანო.

ეს ამბავი კი უკუღმა მიუვიდა წმინდა იოანეს, თითქოს ეპიფანე მის გაძევებას დათანხმდა და შეუთვალა: "ჰოი, ბრძენო ეპიფანე, შენ ურჩიე ჩემი გაგდება? იცოდე, რომ შენს საყდარზე ვეღარ ახვალ". რაზეც წმინდა ეპიფანემ უპასუხა: "მოღვაწეო იოანე, ტანჯვას დაითმენ, მაგრამ სადაც ექსორიაქმნულხარ, ვეღარ მიაღწევო". მართლაც, წმინდა მამებს აუცხადდათ ნაწინასწარმეტყველები. წმინდა ეპიფანე გაიპარა კონსტანტინოპოლიდან, რათა მონაწილეობა არ მიეღო წმინდა იოანეს დამხობაში და სამშობლოში მიმავალი გზაში აღესრულა. ვერც წმინდა იოანემ მიაღწია ექსორიის ბოლო პუნქტამდე - ბიჭვინთამდე.

დავუბრუნდეთ კონსტანტინოპოლს, სადაც უკვე ჩამოსულიყო თეოფილე და თან უხვი ქრთამიც ჩამოეტანა: ოქრო-ვერცხლი, ნელსაცხებელნი და ეგზოტიკური ხილი. მომხრე ეპისკოპოსთაგან სასწრაფოდ კრება გამართეს და წმინდა იოანეს კონსტანტინოპოლიდან გაძევება გადაუწყვიტეს. შეიპყრეს, გარდააპეს სამოსელი, "დასდვეს ბარჯი რკინისაი" და გაამზადეს გადასაკარგად.

აღშფოთდა ერი, დიდმა მღელვარებამ მოიცვა. მრავალი მათგანი მოკლა მეფის ხალხმა, მაგრამ ვერ შეაკავა. თეოფილემ ჩაქოლვას თავი გაქცევით დააღწია.

ერთ ღამეს კონსტანტინოპოლი მძლავრმა მიწისძვრამ შეარყია. ხალხი გაიძახოდა - იოანეს თუ არ დააბრუნებთ, ქალაქი დაიქცევაო. შეშინებულ მეფეს თვით დედოფალიც კი ევედრებოდა წმინდა იოანეს დაბრუნებას. მანაც ისმინა და წმინდა იოანე დედაქალაქში დააბრუნა.

სულ მალე წმინდა სოფიას ტაძრის ახლოს, მოედანზე, ევდოქსია დედოფალმა სვეტი დაადგმევინა და ზედ თავისი ვერცხლის გამოსახულება დაამაგრა. მოსახლეობის ნაწილი ტაძარში მიდიოდა, ნაწილი კი ამ სვეტთან ცეკვა-თამაშს მართავდა. წმინდა იოანემ ქალაქის თავს სთხოვა ამ უზნეობის აკრძალვა - ეს კერპთაყვანისმცემლობაში გადადის და მათი სიმღერები ახშობენ ტაძარში ნაგალობევ საღვთო ჰიმნებსო. ქალაქის თავი, აბა, რას გაბედავდა. წმინდა იოანემ ტაძარში ამ მოვლენის მამხილებელი სიტყვა წარმოთქვა, რომელიც ასე იწყებოდა: "ისევ ბორგნეულობს ჰეროდეადა, ისევ ცეკვავს, ისევ ითხოვს იოანეს თავს". ამ ქადაგებამ უფრო განარისხა დედოფალი. შეკრიბა ყველა მოწინააღმდეგე ეპისკოპოსი და წმინდა იოანეს გაძევება გადაუწყვიტეს. მეფეც დაარწმუნეს გადაწყვეტილების სისწორეში. მეფე-დედოფალი არ მოერიდა არც აღდგომის დღესასწაულს, არც ხალხის სიმრავლეს და მათი ბრძანებით, ჯარისკაცებმა წმინდა იოანე შეიპყრეს და საეპისკოპოსო სახლში ჩაამწყვდიეს. წმინდა იოანეს მომხრეები დაიჭირეს, ციხეები გაივსო იოანიტებით და "ტაძრებად გადაიქცა" - რადგან პყრობილნი არ წყვეტდნენ გალობას და ჟამის წირვას...

იმ ღამეს ცეცხლი მოედო კონსტანტინოპოლს, დაიწვა სამეფო სასახლეც. ამბობდნენ, ცეცხლი წმინდა იოანეს საყდრიდან გამოვიდაო. ცეცხლი გონიერი გველივით იკლაკნებოდა და მხოლოდ იოანეს მოწინააღმდეგეთა სახლებს წვავდა, არც კაცი, არც პირუტყვი არ დაღუპულა. მაგრამ ვინც ამაში ღვთის ხელი ვერ დაინახა, ამბობდა: ცეცხლი თვითონ იოანიტებმა გააჩაღესო. სულთმოფენობის შემდეგ, მეფის ბრძანებით, წმინდა იოანე ბიჭვინთისკენ გაამგზავრეს. ხალხში მღელვარება რომ არ ყოფილიყო, წმინდანმა ჩუმად დატოვა მრევლი, მხოლოდ რამდენიმე ძალზე ახლობელ ადამიანს გამოეთხოვა და მათ ეკლესიის მორჩილება უბრძანა. უთხრა, რომ ქედი მოედრიკათ მისი შემდგომი მღვდელმთავრისთვის ისევე, ვითარცა მისთვის. რამეთუ ვერ ეგების ეკლესიის დაქვრივება ეპისკოპოსისგანო. წმინდა იოანესთან ერთად მისი მომხრე ეპისკოპოსნი და სამღვდელო პირნიც გადაასახლეს.

ერთი ხანობა კუკუზოში გააჩერეს, მაგრამ აქ მან იმდენი ხალხი მოაქცია ქრისტიანობაზე, რომ კონსტანტინოპოლში ძალზე შეეშინდათ და წმინდა იოანე გაუყენეს გზას. ძალზე ცუდად ექცეოდნენ ჯარისკაცები, ავიწროებდნენ, ტანჯავდნენ, წმინდა კაცს უუნაგირო ვირზე სვამდნენ და დიდი სისწრაფით მიაჭენებდნენ. ერთ დღეში გადიოდნენ ორი-სამი დღის სავალს. ხან ურიათა სახლებში ათენებინებდნენ ღამეს, ხანაც უბინძურეს ქოხებში. ტაძარში მოსალოცად არსად შეუშვეს. ერთ ღამეს მღვდელმთავარს ლოცვისას წმინდა პეტრე და იოანე მოციქულნი გამოეცხადნენ. გაამხნევეს: "ამით მეფეთა მამხილებელ წმინდა იოანე ნათლისმცემელს მიემსგავსები. ამ დიდი ღვაწლისთვის შენთვის გამზადებულია ღვთის სასუფეველიო". შემდეგ ტკბილი რამ მისცეს შესაჭმელად - შეჭამე ეს და აღსრულებამდე აღარ მოგინდება საჭმელიო.

წმინდა იოანეს კონსტანტინოპოლიდან გაჰყვა ორი ერთგული მღვდელი და ერთი დიაკონი. ისინი არ მოშორებიან თავიანთ მოძღვარს. ეს გამოცხადება მათაც იხილეს და ადიდებდნენ ღმერთს. რამდენიმე დღეში მიაღწიეს დაბა კომანს. აქ 308 წელს გადაასახლეს და აწამეს წმინდა მღვდელმთავარი ბასილისკო, წმინდა გიორგისა და წმინდა თეოდორე ტირონის დისწული. მისი წამების ადგილას დღესაც მოსჩქეფს სასწაულმოქმედი, მარადის აუმღვრეველი წყარო. მეორე დღეს ჯვართამაღლების დღესასწაული თენდებოდა. ღამით წმინდა იოანეს წმინდა ბასილისკო გამოეცხადა: - გიხაროდენ, ძმაო იოანე, რადგან ხვალ ერთად ვიქნებითო. მეორე დღეს მცველებმა გზის განგრძობა გადაწყვიტეს, მაგრამ მათ წმინდა იოანემ სთხოვა, ჯერ ტაძარში უსისხლო მსხვერპლს შევწირავო. ღვთის განგებით, დასთანხმდნენ. მღვდელმთავარი თეთრი სამოსით შეიმოსა, დანარჩენი, რაც ეცვა, ყოველივე გაიხადა და თავის მცირე ქონებასთან ერთად დაურიგა გარშემო. ეზიარა უფლის სისხლსა და ხორცს. გამოისახა პატიოსანი ჯვარი, წარმოთქვა: დიდება შენდა, უფალო, ყოველივესთვის, ამენ!.. ხელთა შენთა, უფალო, შევავედრებ სულსა ჩემსაო და მიიცვალა. და, როგორც ეპისკოპოს ადელფიოსს უთხრა ანგელოზმა, დგას წმინდა იოანე ოქროპირი ქერუბიმებითა და სერაბიმებით გარშემორტყმული ღმერთის საყდრის წინაშე.

წმინდა ეპიფანეს სიტყვისაებრ, ვერ მიაღწია ბიჭვინთამდე და კომანში დაკრძალეს წმინდა იოანე. უამრავმა მორწმუნემ მოიყარა თავი მის დაკრძალვაზე, მწუხარება და სიხარული ავსებდა მათ გულებს. ბედნიერი იყვნენ კომანელები, რადგანაც ღვთის წინაშე დიდი მეოხი შეიძინეს.

წმინდა იოანეს ექსორიამ და გარდაცვალების ამბავმა რომის პაპამდეც ჩააღწია. მან და დასავლეთ იმპერიის მმართველმა, არკადის ძმამ, მეფე ჰონორემ, წერილი მისწერეს არკადის და გაამტყუნეს. პაპმა მეფე არკადი და მისი ცოლი, თანამზრახველთან ერთად, საღვთო ზიარებიდან განაყენა, ხოლო თეოფილეს დასასჯელად კრება მოიწვია. ჰონორემ მოითხოვა მათი დასჯა, ვინც იოანეს ცილი დასწამა და განდევნა. შეშინებულმა მეფე არკადიმ წმინდა იოანეს ყველა მტერს სათანადო სასჯელი მიაგო. თვით ევდოქსიაც კი ერთ სასახლეში გამოკეტა. სთხოვა შენდობა პაპს და მისი რჩევით, კონსტანტინოპოლის ტახტზე აიყვანა წმინდა იოანეს სულიერი შვილი პროკლე კიზიკიელი.

მეფის რისხვასთან ერთად ღვთის რისხვაც მოეწიათ წმინდა იოანეს მტრებს. ალექსანდრიის პატრიარქი ჭკუიდან გადავიდა, დანარჩენებს სხვადასხვანაირი სნეულება შეეყარათ. მატლები ჭამდნენ ევდოქსიასაც და სიმყრალის გამო ვერავინ ეკარებოდა. გარდაცვალების შემდეგ მისი კუბო 32 წელი ირყეოდა, მანამდე, სანამ წმინდა იოანე არ გადმოასვენეს კონსტანტინოპოლს.

წმინდა იოანეს გარდაცვალებიდან მალევე მეფე არკადიც მოკვდა, ტახტზე მისი ძე თეოდოსი (მცირედ წოდებული) ავიდა. თეოფილე ალექსანდრიელის საყდარზე წმინდა კირილე დიდი აღმაღლდა.

პროკლე პატრიარქი ყოველ წელს მოიხსენებდა თავის მოძღვარს. ერთხელ, კონსტანტინოპოლის დიდ ტაძარში, ისეთი ამაღლებული სიტყვა წარმოთქვა წმინდა იოანეზე, რომ გულაჩუყებულმა ხალხმა ქადაგება შეაწყვეტინა და სთხოვა წმინდანის გადმოსვენება კომანიდან. პროკლე პატრიარქი წირვის შემდეგ თეოდოსი მეფეს ეწვია და თავისი და მრევლის სათხოვარი გადასცდა: "დააბრუნე, მეფეო, ის, ვინც სახარების მიერ გშვა წმინდა ნათლისღებით და მიგირქვა ხელთ, როგორც ერთ დროს წმინდა სვიმეონმა - ყრმა იესო". მრავალი ამგვარი სიტყვებით მოდრიკა მეფე და მანაც ვერცხლის კუბო გაგზავნა კომანს წმინდანის გადმოსასვენებლად. მიუხედავად ქართველთა წინააღმდეგობისა, გათხარეს საფლავი, მაგრამ წმინდა იოანეს სხეულს ძვრა ვერ უყვეს. დაბრუნდნენ ხელცარიელნი. მეფე მიხვდა თავის შეცდომას და პატრიარქის რჩევით, წერილი გაუგზავნა წმინდა იოანეს და შენდობა სთხოვა: ისე კადნიერად მოვექეცი შენს სხეულს, თითქოს უსულო ყოფილიყოო. ევედრებოდა, როგორც ცოცხალს: - მეორედ ნუ შემარცხვენ, პატიოსანო მამაო! შენი ხილვის მსურველებისთვის გაიღე წყალობა, დაბრუნდი შინ მშვიდობით და შენიანებიც დიდი სიყვარულით მიგიღებენო.

მეფის წერილი წმინდა იოანეს მკერდზე დაადეს, ილოცეს შუაღამიანი და მეორე დღეს წმინდანის ახლა უკვე ცვილივით დამყოლი სხეული ვერცხლის კუბოში გადააბრძანეს. წმინდანის სხეულს ცრემლით და გოდებით გამოემშვიდობნენ აფხაზეთის მკვიდრნი. კონსტანტინოპოლს ჯერ წმინდა თომა მოციქულის ტაძარში დაასვენეს წმინდანი, შემდეგ წმინდა ირინეს ტაძარში გადაასვენეს, სადაც ეახლნენ მას მეფე და პატრიარქი. გახსნეს კუბო და საამო სურნელი დატრიალდა მთელ ტაძარში, წმინდანის სხეული არა მარტო უხრწნელი იყო, დიდებულადაც გამოიყურებოდა. მოიხადა მეფემ გვირგვინი, დაემხო მის ფერხთა წინაშე და შენდობა ითხოვა თავისი მშობლების მიერ ჩადენილი დანაშაულისთვის.

მეორე დილით სამეფო ეტლით წმინდანის კუბო საპატრიარქო ტაძარში მიასვენეს და პატრიარქის ტახტზე დააბრძანეს. შესძახა ხალხმა: - "დაიბრუნე შენი ტახტი, წმინდაო მამაო". პატრიარქმა პროკლემ და ბევრმა ღირსეულმა ადამიანმა დაინახეს, რომ წმინდა იოანემ გახსნა ბაგენი და აკურთხა იქ მყოფნი: "მშვიდობა ყოველთა".

მრავალი წლის შემდეგ მორწმუნეებმა გაინაწილეს წმინდა იოანეს წმინდა სხეული, კომანში კი ნუგეშად დარჩათ სარკოფაგი, რომელშიც პირველად იყო ჩასვენებული წმინდანი. ტაძარი, სადაც სარკოფაგი იყო დასვენებული, კომუნისტებმა დაანგრიეს, ხოლო თვით სარკოფაგი მორწმუნეებმა სოხუმში გადამალეს. ნეტარსახსენებელმა გიორგი ანუამ აღადგინა წმინდა იოანეს ტაძარი და სარკოფაგიც უკან დააბრუნა. 1990 წლის 26 ნოემბერს აღდგენილ ტაძარში პირველად სწირეს. მწირველი თვით უწმინდესი და უნეტარესი ილია II გახლდათ. სულ მალე, წელიწად-ნახევარში, ეშმაკი შურს იძიებს და მისი აღძრული ხალხი გიორგი ანუასა და აღდგენილი ტაძრის მოძღვარს მამა ანდრია ყურაშვილს მოკლავს...

თითქმის სამი თვის შემდეგ, ჯვართამაღლებას, აფხაზეთის მფარველის, წმინდა იოანე ოქროპირის გარდაცვალების დღეს დაემხო სოხუმი... პატიოსანი ჯვრის შემოყვანების დღეს, 14 აგვისტოს, დაიწყო ომი და ჯვართამაღლების დღეს დამთავრდა!.. შევევედროთ წმინდა იოანეს, რომ მისი ლოცვით აფხაზთა და ქართველთა სულებში გაჩნდეს სინანული და რომ მხოლოდ წმინდა სიყვარულით ვძლიოთ ერთმანეთს. მაშინ მოგვემადლება "მშვიდობა ყოველთა" და კურთხევა წმინდა იოანესი.

................................

ხატის წყარო
.................................

ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ:

წმინდა იოანე ოქროპირის სარკოფაგთან შეხებისას სნეულნი იკუნებოდნენ
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat