ღირსი ლუკა ბერძენი მეფის რომან I-ის დროს ცხოვრობდა (მეფობის წლები: 919-944). საპატრიარქოს კათედრას მაშინ მეფის ვაჟი თეოფილაქტე იკავებდა. იმ ხანებში ბერძნების იმპერიას ბულგარელები დაესხნენ თავს და კინაღამ დაიპყრეს. მეფის ბრძანებით ლუკა ომში წაიყვანეს და სამშობლოს იცავდა მტრისგან.
ბრძოლების შედეგად უამრავი მეომარი დაიღუპა, მაგრამ უფლის ნებით ლუკა გადარჩა. ამის შემდეგ ბერად აღიკვეცა და დიდი ღვაწლის გამო პრესვიტერად აკურთხეს.
სულიერ სრულყოფილებისთვის რომ მიეღწია, სხეულზე რკინის ჯაჭვი შემოიხვია და სვეტზე ავიდა, იმდენად მკაცრი წესებით ცხოვრობდა, რომ კვირაში ექვსი დღის განმავლობაში არაფერს ჭამდა, მეშვიდე დღეს კი სეფისკვერს და ცოტაოდენ ბოსტნეულს იღებდა. სვეტის თავზე სამი წელი გაატარა. შემდეგ უფლის ნებით ოლიმპოს მთაზე წავიდა, საიდანაც კონსტანტინეპოლში გადავიდა. მდუმარების აღთქმა რომ არ დაერღვია, პირში ქვა ჩაიდო. ბოლოს ქალკედონში ჩავიდა. იქაც სვეტზე ავიდა და მრავალ სასწაულს აღავლენდა ორმოცდახუთი წლის მანძილზე. გარდაიცვალა დაახლოებით 980 წელს.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი