ღირსი მამის ალვიპი მესვეტის ცხოვრება-ხსენება 9 დეკემბერს (ახალი სტილით)
ღირსი მამის ალვიპი მესვეტის ცხოვრება-ხსენება 9 დეკემბერს (ახალი სტილით)
მონა ღვთისა ალვიპი წარმოშობით პაფლაგონის ქალაქ ადრიანოპოლიდან იყო. უფალმა თავის სამსახურში ჯერ კიდევ დაბადებამდე ჩააყენა. ერთხელ ღამით, დედამისს, ვაჟის დაბადებამდე კარგა ხნით ადრე, ასეთი ხილვა ჰქონდა. ნახა, თითქოს ხელში მეტად ლამაზი კრავი ეჭირა, რომელსაც რქებზე ორი ანთებული სანთელი ჰქონდა დამაგრებული. ალვიპის გაჩენის დრომ რომ მოაღწია, ოთახი ღვთიური ნათლით აივსო. ეს იყო იმის მინიშნება, რომ ღირსი ალვიპის ცხოვრება უფლისგან იყო დალოცვილი და რომ მომავალში სამყაროს განმანათლებელი გახდებოდა. ბავშვი რომ გააჩინა, ქალს ჩაეძინა და კვლავ ხილვა ჰქონდა: თითქოს ქალაქის ყველა მკვიდრი ოთახში შემოვიდა, ბავშვის გარშემო დადგნენ, ფსალმუნებსა და სხვა საგალობლებს გალობდნენ. ხილვა ქალმა დაიმახსოვრა და დიდხანს ფიქრობდა შვილის მომავალზე. ცოტა ხანში ქმარი გარდაეცვალა და მეორედ გათხოვება აღარ მოისურვა. დარჩენილ სიცოცხლეს მარხვასა და ლოცვაში ატარებდა. თავისი თავი და ვაჟის ბედი სრულად მიანდო უფალს, ქვრივ-ობლების შემწეს.

თავისი შვილი სამუელის დედის, ანას მსგავსად უფალს შესწირა. ღვთის ტაძარში მიიყვანა და ადრიანოპოლის ეპისკოპოსს, ნეტარ თეოდორეს ჩააბარა. ღვთის ნებით ეპისკოპოსმა შვილივით შეიყვარა ყრმა და წმინდა წერილის სწავლება დაუწყო. ალვიპი როცა წამოიზარდა, თავის თანატოლებს სიბრძნითა და ჭკუა-გონებით დიდად აღემატებოდა. თავისი კეთილშობილებითა და კეთილგონიერებით ღვთისა და ადამიანების სიყვარული დაიმსახურა. მისი გული უფლის შიშით იყო სავსე, მეტად თავმდაბალი და მორჩილი იყო. თავისი სიბრძნით ის ამტკიცებდა თითქოს, რომ ,,სიბრძნე ჭაღარაა ადამიანთათვის და უბიწო ცხოვრება სიბერის ასაკია" (სიბრძ. 4:9). ამ თვისებების გამო ეკლესიის ეკონომად დაინიშნეს, შემდეგ დიაკვნად აკურთხეს.
გარკვეული დროის შემდეგ ალვიპიმ გადაწყვიტა, განმარტოებულიყო და მდუმარედ ემსახურა ღვთისთვის. თავისი სურვილი დედამისს გაუმჟღავნა, რომელიც დღედაღამ ლოცულობდა და უფლის სამსახურში ეკლესიაში ათენ-აღამებდა, მთელი ქონება კი გლახაკებს დაურიგა. წმინდა ალვიპიმ დედას უთხრა:

- აღმოსავლეთში მინდა წავიდე, რადგან გამიგონია, იქ უდაბნოში, განმარტოებით მრავალი წმინდა მამა ცხოვრობს. იქ დავსახლდები და უფლის შეწევნით, შევეცდები, მათ მსგავსად ვიცხოვრო.

შვილთან განშორებას ოდნავად არ დაუნაღვლიანებია ქალი, მან ხელები ზეცისკენ აღაპყრო და მხურვალე ლოცვის შემდეგ, შვილს გზა დაულოცა. ჭაბუკს დედის გარდა არავისთვის გაუმხელია თავისი გადაწყვეტილება, მშობლიური ქალაქი დატოვა და უდაბნოსკენ ისე მიისწრაფოდა, როგორც ირემი წყაროს წყლისკენ. ეპისკოპოსმა თეოდორემ, რადგან ჭაბუკი ღვთის ეკლესიას ამშვენებდა თავისი ანგელოზებრივი ნათელი ცხოვრებით. ეპისკოპოსმა მაშინვე გაგზავნა თავისი მსახურები მის მოსაძებნად. გარკვეული დროის შემდეგ ევქარტში იპოვეს. იმ დღეს წმინდა მოწამე თეოდორეს ხსენების დღე იყო. მსახურებმა რა არ იღონეს, თხოვნა, ვედრება, მუქარა და ბოლოს მაინც მოახერხეს მისი უკან დაბრუნება. უფალს არ სურდა, რომ პაფლაგონია მანათობელის გარეშე დარჩენილიყო, რომელსაც მრავალი ცოდვილი ეხსნა ბოროტისგან და კეთილი ცხოვრებისთვის დაებრუნებინა. სახლში დაბრუნებული ნეტარი ალვიპი დიდად დარდობდა, რომ თავისი ჩანაფიქრი ვერ განახორციელა. უფალმა დაამსვიდა თავისი ღვთიური გამოცხადებით. ვიღაც საოცარი კაცი, უფრო სწორად უფლის ანგელოზი გამოეცხადა და უთხრა:

- ნუ სწუხარ, ალვიპი, იმის გამო, რომ ოცნება ვერ აისრულე. იცოდე, რომ წმინდაა ყველა ადგილი, რომელსაც ღვთისმოყვარული ადამიანი ირჩევს კეთილშობილი ცხოვრებისთვის.

ამ ხილვით დამშვიდებულმა შეწყვიტა დარდი და უფლის სამსახური გააგრძელა. უდაბნოში განმარტოების სურვილი მაინც არ ასვენებდა. ამის გამო სახლიდან ხშირად გადიოდა, ახლომდებარე მთებზე, მინდვრებსა და ტყეებსი დადიოდა. ისეთ ადგილს ეძებდა, სადაც განმარტოებით ცხოვრებასა და ღვთის სამსახურს შეძლებდა. მაღალ მთაზე ასულმა ერთხელ მეტად ლამაზი ადგილი იპოვა, რომელიც შორს იყო ამქვეყნიური ამაოებისგან. იქაურობა მოეწონა და სამუშაო იარაღები მოიტანა. ჭის ამოთხრა დაიწყო, თან უფალს შეწევნას ევედრებოდა. მალე წყალიც გამოჩნდა და წმინდა ალვიპიმ შრომა შეწყვიტა. ეპისკოპოსთან მივიდა და სთხოვა, იმ ადგილას ეკლესიის აშენების კურთხევა მიეცა. ეპისკოპოსს უარი არ უთქვამს, თუმცა ჩუმად თავის მსახურს უბრძანა, წყარო ქვებით ამოევსო და ზედ მიწა დაეყარა. მას არ სურდა, რომ ნეტარი მამა იქ დასახლებულიყო, რადგან მთა ძალიან მაღალი იყო, ქალაქიდან შორს მდებარეობდა და ყველა ვერ შეძლებდა იქ ასვლას წმინდანის სანახავად. მას სურდა, რომ ალვიპი ქალაქთან ახლოს ყოფილიყო, ადვილად მისასვლელ ადგილას.

ნეტარმა მამამ თავისი წყარო ამოვსებული რომ ნახა, მთა დატოვა და ქალაქის გარშემო სხვა ადგილის ძებნა დაიწყო. ქალაქთან ახლოს უდაბნო იყო გადაშლილი, სადაც უძველეს დროში წარმართი ელინები თავიანთ მიცვალებულებს ასაფლავებდნენ. უდაბნო სავსე იყო ბოროტი ძალებით და იქაურობას არავინ ეკარებოდა ავსულების შიშით. ნეტარმა ალიპიმ შენიშნა, რომ ადამიანები გაურბოდნენ იმ ადგილს და ერთ სამარხთან დასახლდა. სამარხზე ქვის სვეტი იყო აღმართული, სვეტის თავზე კი კერპი დაედგათ. წმინდანმა კერპი დაამხო და მის ნაცვლად პატიოსანი ჯვარი აღმართა. ჯვრის ძალითა და თავისი ლოცვით აფრთხობდა განდევნიდა ეშმაკებს. ერთხელ ძილში ორი კაცი გამოეცხადა, რომლებიც სასულიერო ტანსაცმლით იყვნენ შემოსილნი. მათ უთხრეს:

- ამდენ ხანს რატომ გვალოდინე, ღვთის კაცო? თუ შენ ალვიპი ხარ, რომელმაც უფლის ნებით ეს ადგილი უნდა გაანათლოს და ღმერთის სიტყვა გაავრცელოს, მაშინ ახლავე შეუდექი საქმეს და გააკეთე ის, რაც გაკისრია.

ღირს მამას გაეღვიძა და გაოცებული ფიქრობდა, თუ რა უნდა გაეკეთებინა იმისთვის, რომ უფლის სიტყვა გაევრცელებინა. ამ ამბიდან ცოტა ხანში ეპისკოპოსმა თეოდორემ მეფესთან გამგზავრება გადაწყვიტა და ისურვა, რომ წმინდა ალვიპიც თან გაჰყოლოდა. თავისი სურვილის საწინააღმდეგოდ ნეტარი მამა გზას გაუდგა და ეპისკოპოსი ქალკედონიამდე მიაცილა, რომელიც ხომალდში ჩაჯდომას და კონსტანტინეპოლში წასვლას აპირებდა.

ალვიპი ერთ ეკლესიაში შევიდა, რომელიც ზღვის სანაპიროზე იდგა და ლოცვისას ჩაეძინა. ამჯერად მშვენიერი ასეული გამოეცხადა, რომელიც მზესავით ანათებდა.

- ჩქარა, ადექი, ალიპი! - უთხრა მან.

მისი სილამაზით გაოცებულმა ალვიპიმ ჰკითხა:

- ვინ ხარ, ქალბატონო და რატომ მიბრძანებ, რომ სასწრაფოდ ავდგე?

- ეფემია ვარ, ქრისტეს მხევალი და წამებული, - უპასუხა მან, - ადექი თუ გინდა, შენს სამშობლოში დაბრუნება! უფლის ნებით, შენი მეგზური ვიქნები.

წმინდა მოწამემ ეს სიტყვები რომ წარმოთქვა, ალვიპის გაეღვიძა, ვერავინ დაინახა, მაგრამ გული სიხარულით ჰქონდა სავსე. მიხვდა, რომ ღმერთს სურდა, მას განმარტოებით ეცხოვრა. ამიტომ ეპისკოპოსი მიატოვა, სამშობლოში დაბრუნდა, წმინდა ეფემიას უხილავი ძალითა და ლოცვით გამხნევებული და გახარებული.

ადრიანოპოლში ჩასვლისას უდაბნოში მივიდა, სადაც წმინდა ეფემიას სახელობის ეკლესიის აშენება გადაწყვიტა. საამისოდ არანაირი სახსრები არ გააჩნდა. მთელი ქონება თავის დროზე ღვთის სახელით გლახაკებს დაურიგა. მაშინ დახმარება ნაცნობებსა და მეზობლებს სთხოვა. მისი სურვილი რომ შეიტყვეს, ყველა დიდი მონდომებით ჩაერთო საქმეში და ცოტა ხანში წარმართთა საფლავებს შორის წმინდა ეფემიას სახელობის ეკლესია ააშენეს.საძირკველს რომ თხრიდნენ, წმინდა ალიპის კვლავ გამოეცხადა ის ორი კაცი. ერთს ხელში კანდელი ეჭირა, საძირკველს უკმევდა, რიტაც ანიშნებდა, თუ რამხელა მნიშვნელობა ჰქონდა იმ ადგილას ეკლესიის მშენებლობას, მეორე კი გალობდა:

- ოსანა ამ ადგილს!

არავინ იცის, ვინ იყვნენ ისინი, თუმცა გარკვეული ხნის შემდეგ იმ ადგილას ნაპოვნი იქნა იმ ორი კაცის უხრწნელი და კეთილსურნელოვანი ნაწილები. წმინდა ალვიპის მითითებით წმინდა ნაწილები ახლადაშენებულ ეკლესიაში დააბრძანეს.

ტაძრის კურთხევამდე ეშმაკების ლეგიონი, რომელიც ხედავდა, რომ წმინდანის მცდელობით მათი სამყოფელი წმინდანთა დასახლებად უნდა ქცეულიყო, საშინელი ყიჟინით დაეძგერნენ ახალაშენებულ ეკლესიას და წმინდანის კელიას. მისი დანგრევა და ღირსი მამის იქიდან განდევნა უნდოდათ. განრისხებული ეშმაკები სხვადასხვა საზარელი ხმით გაჰკიოდნენ, როგორც გააფთრებული მხეცები. ქრისტეს მეომარმა ლოცვა დაიწყო, ლოცვის ძალით შეიარაღდა და ბოროტების ძალა ისე გააცამტვერა, როგორც მტვერს ფანტავს ქარი.

ტაძარი რომ აკურთხეს, ქალაქიდან უამრავი ადამიანი მიდიოდა სალოცავად და წმინდანის ქადაგების მოსასმენად. წმინდა ალვიპი პირველი მესვეტის, ღირსი სვიმონის მსგავსად, სვეტის თავზე ავიდა და როგორც გუშაგი, იქიდან აკვირდებოდა ეშმაკების შემოსევას, თან დღედაღამ ვაჟკაცურად ებრძოდა. მიუხედავად იმისა, რომ ბოროტი ძალა ყოველთვის მარცხდებოდა, წმინდანზე თავდასხმებს მაინც აგრძელებდნენ.

ერთხელ ღამით ავსულებმა ღირს მამას ქვები დაუშინეს და ძლიერი დაზიანებები მიაყენეს. წმინდანმა მათ უთხრა:

- რა გინდათ ჩემგან, კაცთმოძულენო? სულ ამაოა თქვენი მცდელობა. ეს ქვები, რომელიც დამიშინეთ, იქნება ქრისტეს წინაშე, მეორედ მოსვლისას, დასტური თქვენი ბოროტებისა. იცოდეთ, რომ არაფრად ვაგდებ თქვენს საქციელს და ბავშვური თამაში მგონია. აი, ნახეთ, მსუბუქ დაფას, რითაც თავს ვიფარაბდი, გვერდით გადავდებ, რათა ღმერთისთვის უფრო მეტი დარტყმა მივიღო, როგორც ეს წმინდა წამებულმა სტეფანემ გააკეთა. თქვენ ის იუდეველების ხელით მოკალით და ამისთვის ცეცხლოვან გეკენიას მიიღებთ.
ამის გაგონებაზე ეშმაკები აქეთ-იქით დაიფანტნენ, რადგან მიხვდნენ, რომ დაუმარცხებელი წმინდანი მზად იყო, უფლის გულისთვის ყველაფერი დაეთმინა. ეს ხმები რამდენიმე გამვლელმა გაიგონა, ეშმაკებიც დაინახეს, რომლებიც ხმამაღლა ღნაოდნენ:
- ალვიპიმ ჩვენი საცხოვრებლიდან გაგვყარა, სად წავიდეთ! არარსად არის ჩვენი ადგილი.
ღირსმა მამამ სვეტს მსუბუქი გადახურვა მოხსნა და იმ წუთიდან მხოლოდ ცა იყო ერთადერთი საფარველი. ვაჟკაცურად უძლებდა წვიმასა და სეტყვას, თოვლსა და ყინვას, სიცხესა და გვალვას. ის ნებაყოფლობიტი წამებული იყო, ორმოცდაცამეტი წლის განმავლობაში. მასთან უამრავი ადამიანი მიდიოდა, ქაები და კაცები, ახალგაზრდები და მოხუცები, რათა მისგან კურთხევა და კურნება მიეღოთ, მოესმინათ მისი ბრძნული ქადაგებები. ბევრი მათგანი იქვე დასახლდა. ამის გამო, წმინდანმა ბრძანა ორი მონასტერი აეშენებინათ, დედათა და მამათა, სვეტის სხვადასხვა მხარეს. თავად სვეტის თავზე იდგა და ორივე მონასტერს აცისკროვნებდა თავისი სწავლებითა და ანგელოზებრივი ცხოვრებით, იცავდა თავისი ლოცვით. წმინდა მამამ მათთვის კანონები და ტიპიკონი შეიმუშავა, განსაკუთრებით ქალებს მოუწოდებდა, მამაკაცებს არ დანახვებოდნენ.

დედათა მონასტერში ცხოვრობდა ნეტარი ალიპის დედა თავის ქალიშვილთან ერთად. მისმა დამ, მარიამ და სხვა მრავალმა ქალმა, მათ შორის, ვინმე ეფემიამ და ევულამ, სახლ-კარი, შვილები, ოჯახის წევრები მიატოვეს, ამქვეყნიურ სიტკბოებაზე და ამაოებაზე უარი თქვეს და თავი უფალს მიუძღვნეს.

წმინდანის დედა, მიუხედავად იმისა, რომ მონასტერში ცხოვრობდა, მონაზვნად აღკვეცა მაინც არ სურდა.

შვილი ევედრებოდა დედამისს, მონაზვნად შემოსილიყო, მაგრამ ქალი არ უჯერებდა. ერთხელ ღამით ხილვა ჰქონდა და მითითება მიიღო ამის შესახებ. მაშინ თავად სთხოვა შვილს, მონაზვნად აღეკვეცა. მან იხილა ბრწყინვალე დარბაზები, საიდანაც ტკბილი გალობა ისმოდა, უფლის სადიდებელი. ქალმა შიგნით შესვლა დააპირა, მაგრამ ვიღაც ნათელსახიანმა კაცმა, შესასვლელთან რომ იდგა, გზა გადაუჭრა და უთხრა:

- აქ ვერ შეხვალ, რადგან აქ უფლის მხევლები არიან, მონაზვნად აღკვეცილები. შენ მონაზვნის შესამოსელი არ გაცვია, ამის გამო ვერ ეხვლა და მათ სიხარულს ვერ გაიზიარებ.

ამ სიტყვების გაგონებაზე ქალს შერცხვა და გამოღვიძებისთანავე შვილს სთხოვა, მონაზვნად აღეკვეცა. იმის შემდეგ კიდევ უფრო გააძლიერა თავისი ღვაწლი და გააორმაგა შრომა. მას შემდეგ კიდევ მრავალი წელი იცოცხლა და მშვიდად აღესრულა. მისი შვილი, ღირსი მამა ალვიპი, სიცოცხლეშივე ზეციური სინათლით ასხივებდა. რამდენჯერმე მისი სვეტის თავზე ცეცხლოვანი სვეტი გამოისახა, რომელიც ღრუბლებამდე იყო აღმართული და გარშემო ყველაფერს ანათებდა.

ბევრი ადამიანი იყო ამ სანახაობის მომსწრე. ზოგიერთს ეგონა, რომ წმინდანის სვეტს მართლა ცეცხლი ჰქონდა მოკიდებული.

წმინდანმა მრავალი სასწაული მოახდინა ქრისტეს სახელით, ავადმყოფებს კურნავდა, ადამიანებს ბოროტი ძალისგან ათავისუფლებდა, წინასწარ განჭვრეტდა მომავალს. გარდაცვალებამდე თოთხმეტი წლით ადრე, ფეხები დაუავადდა და დგომა აღარ შეეძლო. ამის გამო ერთ გვერდზე იყო მუდამ დაწოლილი. მისმა მოწაფეებმა მოინდომეს, მეორე გვერდზე დაეწვინათ, მაგრამ ამის უფლება არ მისცა. ის ყველაფერს მოთმინებით იტანდა და უძლებდა, როგორც მეორე იობი. გარდაცვალების შემდეგაც მრავალი სასწაული მოხდა მისი წმინდა ნაწილების ძალით, იესო ქრისტეს სადიდებლად.

ტროპარი: სუეტ მოთმინებისა ქმნილი, ებაძვე პირველთა მამათა, ღირსო, იობს – ვნებათა შინა, და იოსებს-განსაცდელთა, და უხორცოთა-მოქალაქობასა, მყოფი ხორცთა შინა; მამაო წმინდაო ალვიპი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთა.

კონდაკი: ვითარცა სათნოებათა მიზეზსა და მმარხველთა შუენიერებასა, ეკლესიაი ევედრების დღეს და გიგალობს ალვიპი, მეოხებითა შენითა ჭირთაგან და განსაცდელთა იხსენ მაქებელნი შენნი, რაითა ვგალობდეთ: ალილუია.
ბეჭდვაელფოსტა
09.12. 2018
ჯაბა
საოცარი ცხოვრება ჰქონია ამ უდიდეს წმინდანს
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat