მოგონებები წმინდა კირიონ მეორესა და მამა ზაქარია საძაგლიშვილზე
მოგონებები წმინდა კირიონ მეორესა და მამა ზაქარია საძაგლიშვილზე
მოგეხსენებათ, საძაგლიშვილების ფესვები სოფელ ნიქოზიდან გახლავთ. ეს მოგონებები ნიქოზში ყოფნის დროს ჩავიწერე.
მამა ზაქარიას შვილიშვილი ისტორიკოსი ზაქარია საძაგლიშვილი თავის წერილში იხსენებს: მე ამ დიდებული ქართველის შთამომავალი ვარ, მაგრამ მომსწრე არ გახლავართ, რადგან დავბადებულვარ მისი გარდაცვალებიდან ათი წლის შემდეგ.

სრულიად  საქართველოს უწმინდესი და უნეტარესი კათოლიკოს-პატრიარქი კირიონ II (გიორგი იორონიმეს ძე საძაგლიშვილი) დაიბადა 1885 წლის 10 ნოემბერს, გორის მაზრაში, სოფელ ქვემო ნიქოზში, სასულიერო პირის - დეკანოზ იორონიმე საძაგლიშვილის ოჯახში. მიუღია სასულიერო განათლება. დაუმთავრებია კიევის სასულიერო აკადემია.

მეუღლისა და ერთადერთი შვილის გარდაცვალების შემდეგ ბერად აღკვეცილა და დაუწყია საეკლესიო მოღვაწეობა. ხოლო მამობრივი სიყვარული გადაუტანია ადრე დაობლებულ ბიძაშვილზე - ზაქარიაზე და მის დებზე. ეს ზაქარია იყო სწორედ ჩემი პაპა - მამის მამა. გიორგი (კირიონი) ზაქარიაზე უფროსი იყო და ამიტომ საჭირო მზრუნველობასაც უწევდა მატერიალურად. ეს იქიდანაც ჩანს, რომ პაპაჩემს (ზაქარიას) მამისგან საცხოვრებლად ვარგისი ბინა არ დარჩენია. 1900 წელს გიორგი საძაგვლიშვილს (კირიონ II) მნიშვნელოვანი ფულადი თანხა მიუცია პაპაჩემისათვის სახლის ასაშენებლად და თან უთხოვია ერთი ჩემთვის გამართეო. ზაქარიას მართლაც  აუშენებია ქვითკირის ორსართულიანი შენობა. ნაწილი თავისთვის და, ნაწილი გიორგისთვის. გიორგის (კირიონის) წილი აივანი შემინული იყო.

KARIBCHE KARIBCHE

მამა ზაქარია და მისი ჯვარი


გიორგი (კირიონ II) საძაგლიშვილს ჰქონდა ნიქოზში ბინა და ადრევე უჩუქებია პაპაჩემის დისთვის - ანასათვის მზითევში მიწის ნაკვეთად, შემდეგ ეს ბინა სხვისთვის მიუყიდიათ და ახალ მეპატრონეს მთლიანად დაუნგრევია.
ზაქარიას ბინის მშენებლობა მალევე დაუმთავრებია. რა თქმა უნდა, ისევ გიორგის შემწეობით. შემდეგ გიორგის (კირიონი) ვენიდან საოჯახო ავეჯი გამოუწერია. ერთი ოთახი რბილი ავეჯით მოუწყვიათ, მეორე კი ყოველდღიური სახმარი ავეჯით. ბინას სამხრეთიდან ფართო აივანი ჰქონდა, ბებიაჩემი იგონებდა: "კირიონს სოფელში მოსვლა ძალიან უყვარდა, უმეტესად ზაფხულობით სიამოვნებით ატარებდა დროს. ჩამოდიოდა უამრავი საჩუქრით, არ ივიწყებდა არც დიდს და არც პატარას, არც შინაურს და არც გარეულს, მისი მოსვლა სოფელსაც დიდად უხაროდა. ჩვენი ეზო ყოველ საღამოს ხალხით იყო სავსე. მის პატივსაცემად მართავდნენ ცეკვებს, სიმღერებს, კირიონი იმ დროს აივანზე იჯდა და სიამოვნებითა და კმაყოფილებით უცქერდა თანასოფლელთა მხიარულებასო. ჩამოდიოდა დიდმარხვაშიც (მარტი, აპრილი) და მხოლოდ სამარხვო საჭმელებს მიირთმევდა: მახოხს, დომხლის შეჭამადს, ღოლოს შეჭამადს".

კირიონის სოფელში ყოფნის დროს მისი ხშირი სტუმრები იყვნენ სოფელში მცხოვრები ფავლენიშვილები, წერეთლები, ნამორაძეები, ზაქარია ფავლენიშვილთან საქმიანი ურთიერთობაც ჰქონდა და ერთობლივი ღონისძიებებით სოფლის საქმესაც აკეთებდა თურმე. ამის დასტურია ნიქოზის ეკლესიის კედელზე გაკრული დაფა, რომელზეც იკითხება: "გორის მაზრის მარშლის ივანე დავითის ძე სულხანიშვილის, ინსპექტორს გორის სასულიერო სასწავლებლისა გიორგი იორონიმეს ძე საძაგლიშვილს, თავად ზაქარია ბესარიონის ძე ფავლენიშვილს და მღვდელს ნიქოზისა იოანე დავიდოვს მეუკეთებიათ ტაძარი 1889 წელს.


***
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კირიონ II-ის ვერაგული მკვლელობა, როგორც ცნობილია 1918 წლის აგვისტოში მოხდა. ამის შემდეგ პაპაჩემს - ზაქარიას მისი კუთვნილი ოთახები დაუკეტია და აღარ ხმარობდა. ავეჯთან ერთად მისი პირადი კუთვნილი ნივთებიც შიგვე მოუქცევია. ასე გაგრძელებულა 1924 წლამდე. ხსენებულ წელს კი ე. წ. აგვისტოს გამოსვლების დროს., პაპაჩემი ზაქარიაც დაუპატიმრებიათ და რუისში დაუხვრეტიათ.



KARIBCHE KARIBCHE

ნიქოზის აღდგომის ტაძარი და წმინდა გიორგის ეკლესია, სადაც წმინდა კირიონის ოჯახის წევრები არიან დაკრძალული

დახვრეტის მიზეზი კი შემდეგი ყოფილა: 1921 წლის თებერვლის შემდეგ ზაქარიას მღვდლობისათვის თავი დაუნებებია და ეწეოდა სოფლის მეურნეობას. ისე კი არც წვერი გაუპარსავს და არც ანაფორა გაუხდია. 1924 წლის ზაფხულში მენშევიკური რაზმის მეთაურის - ვასო კასრაძის წერილი მიუღია. შინაარსი დაახლოებით ასეთი ყოფილა: "ჩემი ბიჭებით ვიმყოფები შენს ვენახში, სასმელი ბევრი არ გვინდა, საჭმელი კი ოცდახუთ კაცს რაც ეყოფა იმდენი გამოგვიგზავნეთ". შემდეგში ბებიაჩემი იგონებდა: "პაპაშენი საგონებელში ჩავარდაო. გავუგზავნო - ბოლშევიკები გამიგებენ და დამსჯიან, არ გავუგზავნო და კასრაძე ოჯახიანად ამომწყვეტსო, ისევ ჯობია გავუგაზვნო და მარტო დავისაჯოო".

მართლაც ასე მომხდარა. აგვისტოსში, როცა მენშევიკების აჯანყება ჩაიშალა, პაპაჩემი ბოლშევიკებმა წაიყვანეს და დახვრიტეს. ოჯახი კი მთლიანად დაცალეს. "მხოლოდ მცირეოდენი რამ დაგვიტოვეს: თითო თეფში, თითო სკამი, კოვზი, ჩანგალი თითო სულზე". იგონებდა მამაჩემი. სწორედ ამ დროს წაიღეს ყველაფერი რაც კირიონ II-ეს ეკუთვნოდა. ამჟამად ნათესავებში შემორჩენილია თითო-ოროლა რაღაც მისი პირადი ნივთებიდან, რაც საოჯახო რელიქვიად არის ქცეული.

მამიდაჩემის ოჯახი ახლაც სათუთად ინახავს მის ნაქონ პირსახოცს, სარკეს თავისი პატარა მაგიდით და ლანგარს. პირადად მე მაქვს მისეული სკამები, ვერცხლის ჭიქის ჩასადგმელი. 1907 წლის სამახსოვრო წარწერით. 1888 წლის ქართველიშვილის მიერ გამოცემული "ვეფხისტყაოსანი" და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად ყოფნის პერიოდში გადაღებული მისი სურათი.

პირადად წაკითხული მაქვს კირიონ II-ის წერილი მიწერილი პაპაჩემის დის - ანასადმი, სადაც წერდა: "ანა გავიგე ნიქოზში სკოლის გახსნას აპირებთ და დახმარებას მთხოვთ. რახან ეს კეთილი საქმე წამოიწყეთ გიგზავნი 30 თუმანს და ჩვენი სასიქადულო მამულიშვილის იაკობის 5 ცალ დედაენას, ამ ფულით სასწავლო ნივთები უყიდე ბავშვებს და შენც მოიხმარე, როგორც მასწავლებელმა. საკლასო ოთახად ჩემი ბინა გამოიყენე". (ეს წერილი ინახებოდა ვახტანგ საძაგლიშვილის ოჯახში).

მარლაც, ანას 1898 წლის ოქტობერში გაუხსნია ნიქოზის სკოლაში პირველი კლასი, ხოლო სკოლა ადგილობრივ მღვდელს, დავით კაპანაძეს 1897 წელს იანვარში უკურთხებია. კირიონს შემდგომშიც არ მოუკლია მზრუნველობა სკოლისათვის, რაც იმაში გამოიხატება, რომ მას სოფლისათვის ფული გამოუგზავნია, რითაც სოფლის ხელმარჯვე დურგალ-კალატოზებს სოფლელებთან ერთად ეკლესიის გვერდით ოროთახიანი სკოლის შენობა აუგიათ. ამ შენობაში კარგა ხანს ყოფილა სკოლა, 1924 წლიდან კი სკოლა გადაუტანიათ თავად მიხეილ წერეთლის ბინაში. (მ. წერეთელიც 1924 წელს დახვრიტეს). სკოლა ამჟამადაც ამ შენობაშია. იქვეა ოჯახიდან ჩემს მიერ მოტანილი დიდი საეკლესიო ზარი.

პირველი მასწავლებელი, როგორც აღვნიშნეთ, ანა საძაგლიშვილი იყო. შემდეგ კი თითქოს ტრადიციად დამკვიდრდა სკოლაში ყოველთვის მოღვაწობდა საძაგლიშვილის გვარიდან ვინმე. ამ სკოლაში მოღვაწეობდნენ დავით და ვახტანგ საძაგლიშვილები, თამარ, მარიამ საძაგლივილები და თავად მეც.

კიდევ ერთი ნაწყვეტი წერილიდან: "წისქვილის ქვები რბილი გამოდგაო, ბარისო მეწისქვილე იწუნებსო, მე ერთი კარგი კაცი დამპირდა ალბათ მალე ჩამოგიტანს ახალ ქვებს. ბარისო მეწისქვილე კი გააფრთხილე, სამ ჩანახზე (24 კილოგრამი) ნაკლები ვინც მიუტანოს დასაფქვავად, სიმინდი არ აიღოს, ისე დაუფქვასო". ესეც იმის დასტურია, თუ როგორ ზრუნავდა ეს დიდებული ადამიანი ხელმოკლე თანასოფლელებისთვის.



ბეჭდვაელფოსტა
11.02. 2018
ნინო დეკანოზიშვილი
ისტორიული წყაროებიდან ცნობილია, რომ კირიონი 25დან 26 ივნისის ღამეს გარდაიცვალა, უფრო სწორად, მოკლეს. ანა საძაგლიშვილი ჩემი დიდი ბებია იყო, ჩვენს ოჯახშიც ინახება წმ. კირიონის ნაქონი ღვთისმშობლის ხატი, ჯვარი და მისი მედალი.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat