წმინდა ეფრემი და მისი ძმა გიორგი (უნგრელი ძმები) (XIს) - 28 (10.02) იანვარი
წმინდა ეფრემი და მისი ძმა გიორგი (უნგრელი ძმები) (XIს) - 28 (10.02) იანვარი
წმინდა ბორისის კარზე სამი უნგრელი დიდებული ძმა: გიორგი, ეფრემი და მოსე - ცხოვრობდა. მოგეხსენებათ, ბორისი მოციქულთასწორი მთავარი ვლადიმირის შვილი იყო. ბორისის გარდა ვლადიმირს კიდევ ჰყავდა ღვიძლი შვილი გლები და შვილობილი სვიატოპოლკი. ვლადიმირმა სიცოცხლეშივე დაუნაწილა მიწები ვაჟიშვილებს: ბორისს რიაზანის სამთავრო ერგო, გლებს კი - მურომისა. 1015 წელს, წმინდა ვლადიმირის გარდაცვალების შემდეგ, დიდი სამთავრო ხელში ჩაიგდო მისმა შვილობილმა, რუსეთის ისტორიაში "წყეულის" სახელით შესულმა სვიატოპოლკმა.

მან ძმების მოკვლა გადაწყვიტა. ამ დროს მომხვდურ პაჭანიკებთან ბრძოლიდან მობრუნებული წმინდა ბორისი თავისი რაზმით მდინარე ალტასთან იყო დაბანაკებული. სვიატოპოლკმა ბორისს ელჩები გაუგზავნა, მამის გარდაცვალება ამცნო და ურთიერთსიყვარულისკენ მოუწოდა, თან გზიდან მის ჩამოსაშორებლად მკვლელები დაიქირავა.

ბორისს შეატყობინეს, მოკვლას გიპირებენო. ჯარისგან მიტოვებული ბორისი ფსალმუნებს გალობდა კარავში. ცისკრის ლოცვის დასრულების შემდეგ ღმერთს შეჰღაღადა:

"ღმერთო, მტერთაგან კი არ ავიღებ ტანჯვას, არამედ ძმისგან და ამას ნუ ჩაუთვლი ცოდვადო". მერე კი ლოგინზე დაწვა. ამ დროს მხეცებივით შემოიჭრნენ კარავში და შუბი აძგერეს. ამ დროს გიორგი ტანით გადაეფარა ბორისს და მის გადარჩენას ლამობდა. გიორგის თავი მოჰკვეთეს სვიატოპოლკის მომხრეებმა. თურმე ბორისი ჯერ კიდევ არ იყო მკვდარი, მაშინ სვიატოპოლკმა ორი ვარიაგი შეგზავნა - გული ჯერ კიდევ უცემდა. იძრეს მახვილები და განგმირეს.

სვიატოპოლკმა გლები იხმო. კეთილმა ხალხმა მასაც უთხრა: სვიატოპოლკს ბორისი მოუკლავს და ნუ წახვალო. მან კი: ვაი ჩემდა, უფალო. უმჯობესი იყო, ძმასთან ერთად მოვმკვდარიყავი, ვიდრე მის გარეშე მეცოცხლაო. მერე ბორისს სთხოვა: "ევედრე უფალს და ჩემთვის მოწამეობა გამოითხოვეო". ამ ლოცვაში იყო, რომ თავს დაესხნენ და კრავივით დაკლეს.

ეფრემს ბორისის მკვლელობის ადგილზე ძმის პატიოსანი თავიღა დახვდა. თან წაასვენა. დაუტევა დიდებულის ხარისხი, ამქვეყნიური სუფევა, იქვე, მდინარის პირას დააფუძნა მონასტერი, ბორისისა და გლების სახელზე ეკლესია ააგო. მონასტერში წავიდა მესამე ძმა მოსეც. ეფრემმა 1053 წლის 28 იანვარს მიაბარა სული უფალს.

ხატის წყარო
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, რომელიც ქალაქ კესარიის მახლობლად მდებარეობდა, ცხოვრობდა ღირსი მონაზონი ზოსიმე. მშობლებმა იგი სიყრმეშივე მისცეს აღსაზრდელად ამ მონასტერში და უკვე 53 წელი იყო, რაც აქ მოღვაწეობდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler