წმინდა მღვდელმთავარი იოსებ თესალონიკელი (762-832), უფროს ძმასთან, წმინდა თეოდორე სტუდიელთან ერთად, ჯერ საკუდიონის, ხოლო შემდეგ სტუდიელთა მონასტერში მოღვაწეობდა.
808 წელს მას ეპისკოპოსად დაასხეს ხელი თესალონიკის კათედრაზე. იმპერატორების: კონსტანტინე VI-ს და ნიკიფორეს დროს წმინდა იოსები გადაყენებულია კათედრიდან და გადასახლებულია სხვა სტუდიელებთან ერთად. მას სდევნიან საეკლესიო კანონთა უკომპრომისო დაცვის გამო. 812 წელს პატრიარქ ნიკიფორესთან შერიგების შემდეგ იგი კვლავ თესალონიკის მთავარეპისკოპოსია. იოსები საკმაოდ ნაყოფიერი ჰიმნოგრაფი იყო, მის კალამს ეკუთვნის არაერთი საგალობელი კანონი, რომელიც "ტრიოდიონშია" შესული. ხატმბრძოლობის დროს წმინდა იოსები კვლავ გადასახლებებში და საპყრობილეებშია. ცნობილია, რომ მას პირადად შეხვდა იმპერატორი ლეონ სომეხი, რომელიც დაპირებებით ეცადა მთავარეპისკოპოსის დაყოლიებას, ერესისადმი შემგუებლურ, ანუ იოანე გრამატიკოსის პოზიციაზე დამდგარიყო, მაგრამ ამაოდ, რის შემდეგაც იგი გადაასახლეს. ცხოვრების ბოლო წლებში იოსები დაუახლოვდა წმინდა მღვდელმოწამე ექვთიმეს, სარდიკიის ეპისკოპოსს. იმპერატორ მიქაელ II-ის დროს წმინდა იოსები და წმინდა ექვთიმე დედაქალაქში ცხოვრობდნენ და შედარებითი თავისუფლებით სარგებლობდნენ. თეოფილეს გაიმპერატორებისთანავე ორივე მღვდელმთავარი კვლავ დევნილებაში აღმოჩნდა.
მათ ბრალი დასდეს წმინდა მეთოდეს (შემდგომში კონსტანტინოპოლის პატრიარქი) თანამზრახველობაში, რომელიც იმხანად რომიდან კონსტანტინოპოლში დაბრუნდა და თან რომის პაპის ეპისტოლე ჩამოიტანა ხატმბრძოლთა წინააღმდეგ.
წმინდა მეთოდე დააპატიმრეს, მას აგრეთვე ბრალი დასდეს დედაქალაქში პამფლეტის გავრცელებაში, სადაც ნაწინასწარმეტყველები იყო იმპერატორის სიკვდილი. მსგავსი პამფლეტების შედგენაში დასდეს ბრალი წმინდა ექვთიმესა და წმინდა იოსებს. წმინდა ექვთიმე სასტიკად სცემეს შოლტით, რის შემდეგაც იგი მალე გარდაიცვალა. წმინდა იოსებ სტუდიელი კი დააპატიმრეს. 832 წელს წმინდა იოსები პატიმრობაში გარდაიცვალა. 844 წლის 26 იანვარს მისი წმინდა ნაწილები წმინდა თეოდორე სტუდიელის წმინდა ნაწილებთან ერთად საზეიმოდ გადაასვენეს სტუდიელთა მონასტერში.
...............................
ხატის წყარო
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი