წმინდა მარკოზი, ეფესოს მთავარეპისკოპოსი (+1457) - 19 (01.02) იანვარი
წმინდა მარკოზი, ეფესოს მთავარეპისკოპოსი (+1457) - 19 (01.02) იანვარი
წმინდა მარკოზ ეფესელი (ერისკაცობაში - მანუელი) კონსტანტინოპოლში დაიბადა 1391 წელს, ღვთისმოშიშ ქრისტიანთა ოჯახში. მამამისი გიორგი ევგენიკოსი აია-სოფიას ტაძრის დიაკვანი და ხაზინადარი იყო, ამავე დროს გახლდათ კონსტანტინოპოლის საერთო-საეკლესიო უმაღლესი სკოლის მასწავლებელი, პროფესორი. დედა მარიამი - ექიმის ქალიშვილი. ნათლისღებისას მას მანუელი (ევმანუელ - ჩვენთან არს ღმერთი) უწოდეს, რაც მოასწავებდა ეკლესიისათვის მის მომავალ ღვაწლსა და მნიშვნელობას.

წმინდანმა დაწყებითი განათლება მამის ხელმძღვანელობით მიიღო. ყმაწვილი სწავლაში ძალზე წარემატა და მათემატიკა და რიტორიკა შეისწავლა. 13 წლის იყო მანუელი, როცა მამა მოუკვდა, მაგრამ მან არ იზარმაცა და იმ დროის კონსტანტინოპოლის საუკეთესო პროფესორებს დაემოწაფა. მან მცირე ხანში თავისი სიბეჯითის, გულმოდგინებისა და შესანიშნავი გონების წყალობით მათგან უზარმაზარი ცოდნა შეიძინა და თვითონვე გახდა მასწავლებელი. მისი მოწაფეები იყვნენ შემდგომში სახელგანთქმული მეცნიერები გიო¬გი სქოლარიოსი და თეოდორე აგალისტოსი. მანუელმა 24 წლისამ დაასრულა კონსტანტინოპოლის უმაღლესი სკოლა ვოტარიუსის, ანუ რიტორთა მოძღვრის წოდებით. მას დაეკისრა წმინდა წერილის განმარტება საპატრიარქო ტაძარში.

მისი დიდსულიერება შეუმჩნეველი არ დარჩენილა. კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ეფრემ II-მ (1410-1416) შეიტკბო და დაიახლოვა იგი, წმინდანი იმპერატორ მანუელ II-ის მეგობარი და სანდო მრჩეველიც გახდა, შემდეგი იმპერატორი იოანე VIII-ც მას დიდ პატივს მიაგებდა, ამას მოწმობს წმინდა მარკოზის მიერ დაწერილი განმარტებები წმინდა წერილის რთული ადგილებისა, რომელიც მან იმპერატორის თხოვნით დაწერა. მის წინაშე ბრწყინვალე საერო კარიერა იშლებოდა, მაგრამ ახალგაზრდას სულს სხვა რამ სურდა. მისი მოწაფე გიორგი სქოლარიოსი თავის მოძღვარზე წერდა: "დედაქალაქში ცხოვრობდა და უცხო იყო მისთვის იქაური ცხოვრება, რადგან მასთან არაფერი აკავშირებდა. ყველასგან პატივცემული, არათუ არ ეძებდა სახელს, არამედ არა სურდა იგი". 26 წლის ასაკში ჭაბუკმა დედაქალაქი დატოვა და კუნძულ ანტიგონზე ერთ-ერთ მონასტერში დამკვიდრდა, სავანის წინამძღვარმა სვიმონმა იგი ბერად აღკვეცა მარკოზის სახელით.

კუნძულზე მცხოვრებნი მუდმივად შიშში იყვნენ, რადგან თურქების თავდასხმას მოელოდნენ.

მარკოზი და მისი მოძღვარი იძულებულნი შეიქნენ, კონს-ტანტინოპოლში, მანგანის მონასტერში გადასულიყვნენ. აქ გარდაიცვალა ღირსი სვიმონი და შემდგომში აქვე დაასრულებს სიცოცხლეს წმინდა მარკოზი. მოძღვრის გარდაცვალების შემდეგ წმინდა მარკოზი მთლიანად მდუმარებას მიეცა, მნახველებს არ ღებულობდა, სისხლით ნათესავებსაც კი, და მხოლოდ საღმრთო წერილს შეისწავლიდა.

მანგანის მონასტერში წმინდა მარკოზი მღვდლად აკურთხეს. იოანე ევგენიკოსი წმინდა მარკოზზე ამბობს, რომ როცა ის საღმრთო ლიტურგიას ასრულებდა, ღვთაებრივი აღფრთოვანებით განიმსჭვალებოდა, ნათლით ავსებული, არამიწისაგანი, მთლიანად ღმერთს ეკუთვნოდა და ხორცშესხმულ ანგელოზს ჰგავდა.

ეფესოს მიტროპოლიტის იოსების გარდაცვალების შემდეგ იმპერატორის ბრძანებით და წმინდა მარკოზი თავის სურვილის საწინააღმდეგოდ, ეფესოს მღვდელმთავრად დაადგინეს. წმინდა მარკოზი ბრძანებდა: "ქრისტეს ეკლესიის ბრძანებით და მისივე საჭიროებისათვის ვიტვირთე საეპისკოპოსო მსახურება, რომელიც ჩემს ღირსებასა და ძალებს აღემატება". ამ საკითხზე გიორგი სქოლარიოსი წერს: "მან ეს უმაღლესი სასულიერო ხარისხი მხოლოდ იმიტომ მიიღო, რომ ეკლესია თავისი სიტყვით დაეცვა. ეკლესიას სჭირდებოდა მისი სიტყვის ძალა, რათა დაეცვა იგი გარდაქცევისგან, რომლისკენაც ის განმახლეებლებს მიჰყავდათ".

წმინდა მარკოზი თავის მრევლთან დიდხანს არ დარჩენილა, 1437 წლის ბოლოს იგი სხვა ბერძენ ეპისკოპოსებთან ერთად ფერარო-ფლორენციის კრებაზე გაემგზავრა.

უმეტესი ბერძნები იტალიაში სულიერი აღმაფრენით მიდიოდნენ. გამზავრების წინ პატრიარქი იოსები ამბობდა, რომ მიდიან უნიას დასადებად, მაგრამ არაფერს არ დათმობენ საეკლესიო ტრადიციებიდან, რომელიც წმინდა მამათაგან მიუღიათ, თუნდაც ამისთვის თავის დადება მოუხდეთ, რამეთუ რა არის მოწამის გვირგვინზე აღმატებული?! ვაი, რომ ყველაფერი სხვანაირად მოხდა. პატრიარქი საერთოდ ვერ დაბრუნდა კონსტანტინოპოლში, იგი ფლორენციაში გარდაიცვალა, ხოლო მართლმადიდებლობა გაიცა და გაიყიდა, ხოლო ბერძნები დამწუხრებული და შერცხვენილნი დაბრუნდნენ სამშობლოში. ისინი ფიქრობდნენ რომის კათოლიკური ეკლესია მართალ სარწმუნოებაზე მოექცეოდა. ბერძენთა დელეგაციის მეთაური იმპერატორი იოანე VIII პალეოლოგოსი უნიას როგორც პოლიტიკურ აქტს, უცქერდა, რომელიც ბიზანტიას იმედს მისცემდა თურქების წინააღმდეგ ბრძოლაში დასავლეთის იმედი ჰქონოდა. სამეფო კარზე ლათინების გავლენა განსაკუთრებით იოანეს სოფია მონფერატელთან ქორწინების შემდეგ გაძლიერდა და იოანეც ფიქრობდა, რომ აუცილებელი იყო დასავლეთთან მოლაპარაკება. ამიტომაც ის თავის მღვდელმთავრებისგან მოითხოვდა ლათინებთან არ ეკამათათ საღვთისმეტყველო საკითხებზე. მას იმედი ჰქონდა, რომ ბუნდოვანი ფორმულირება საკითხებისა ყველასთვის კომპრომისული და მისაღები იქნებოდა. რომის პაპს ევგენი IV-ს თავისი მიზნები ჰქონდა, უნიის საშუალებით ის თავის ავტორიტეტს აიმაღლებდა და მართლმადიდებელ ეკლესიას დაიმორჩილებდა.

და აი, ამ წინაპირობებით დაიწყო ეს ავადსახსენებელი კრება, რომელიც ჯერ ფერარაში, შემდეგ კი ფლორენციაში მიმდინარეობდა, სადავო საკითხებზე გულწრფელი მსჯელობა არ გამართულა. ლათინები თანდათან მუქარასა და დაშინებაზე გადავიდნენ და მოწინააღმდეგე მხარეს სიტყვის თქმის უფლებაც კი წაართვეს. ისინი ცდილობდნენ, ესარგებლათ ბერძენთა ქვეყანაში შექმნილი მძიმე მდგომარეობით და სრული საეკლესიო კაპიტულაცია მიეღოთ მათგან. მიაღწიეს კიდეც მიზანს: მოუძლურებულმა ბიზანტიელმა მღვდელმთავრებმა სინდისის ქენჯნითა და ტანჯვით, ლათინებისგან სამხედრო და ფინანსური დახმარების მიღების ფუჭი იმედით გაყიდეს მართლმადიდებლობა, კათოლიკური მრწამსი მიიღეს და ლათინებთან სამარცხვინო უნია შეკრეს.

ხელი მოაწერეს იმპერატორმა, აღმოსავლეთის პატრიარქთა წარმომადგენლებმა მათი და თავიანთი სახელით, იერარქებმა და ეკლესიის სხვა მოხელეებმა. ბევრი, ძალიან ბევრი, ზიზღითა და სასოწარკვეთით აწერდა ხელს უნიას - მათ ეშინოდათ იმპერატორისა და ლათინებისა. უნიის ხელმომწერთაგან ბევრი ლათინთა მიერ იყო მოსყიდული.

ერთადერთი, ვინც ვერ მოტეხა ფარულმა და აშკარა მტერმა, მარკოზ ეფესელი იყო. იგი აცხადებდა: "არ შეიძლება არსებობდეს საშუალო ჭეშმარიტებასა და სიცრუეს შორის", "ეკლესიის საქმე ვერასოდეს გადაწყდება კომპრომისების გზით".

უნიის მომხრეები მოითხოვდნენ, იძულებული გაეხადათ წმ. მარკოზი, ხელი მოეწერა, მაგრამ იმპერატორმა არ მოისურვა მღვდელმთავრის წინააღმდეგ მკაცრი ზომების გამოყენება. წმ. მარკოზ ეფესელის ხელმოწერის არარსებობა უნიის საქმისთვის სასიკვდილო დარტყმა იყო. როცა კარდინალებმა პაპ ევგენი IV-ს საზეიმოდ აახლეს ბერძენ წარმომადგენელთა მიერ ხელმოწერილი უნიის აქტი, მან მაშინვე იკითხა, მოაწერა თუ არა ხელი მარკოზ ეფესელმაო, და, როცა მისი ხელმოწერა ვერსად ნახა, თქვა: "ამრიგად, ჩვენ ვერაფერს მივაღწიეთ!"

უნიის ხელის მოწერიდან რამდენიმე დღის შემდეგ პაპმა ბერძენ ეპისკოპოსებსა და მღვდელმთავრებს მიმართა თხოვნით, დაესაჯათ მარკოზ ეფესელი, როგორც უნიის მოწინააღმდეგე. დათმობებით დაღლილმა ბერძენთა მხარემ ამ მოთხოვნის შესრულებაზე უარი განაცხადა, პაპთან მიწვეულმა წმინდა მამამ კი თქვა: "საეკლესიო კრებები განდგომილებად მიიჩნევდნენ და განიკითხავდნენ მათ, ვინც რომელიმე დოგმატს არღვევდა და ისე ქადაგებდა. ეკლესია ჯერ თვით მწვალებლობას განიკითხავდა, შემდეგ კი წვალებათა მთავრებს და მათ მიმდევრებს. მაგრამ მე არც რაიმე საკუთარი სწავლება მიქადაგია და არც სიახლე შემომიტანია ეკლესიაში. მხოლოდ იმ სწავლებას ვიცავდი, რომელიც ეკლესიამ ურღვევი სახით მიიღო ჩვენი მაცხოვრისაგან და რომელიც უცვლელად უპყრია დღემდე. ამ სწავლებას განხეთქილებამდე, რომის წმინდა ეკლესიაც ჩვენზე, აღმოსავლეთზე ნაკლებად როდი იცავდა და ყოველთვის წმინდა მოძღვრებად მიიჩნევდა. და თუკი მე მას ვიმარხავ და ჩემს თავს მისგან გადახვევის ნებას არ ვაძლევ, მაშ, რომელი კრება განმიკითხავდა, რამეთუ მანამდე იმ სწავლებას უნდა დასდოს მსჯავრი, რომელსაც მე მივდევ. ხოლო თუ სწავლება სწორი და მართლმადიდებლურია, მაშინ მე რატომღა ვარ სასჯელის ღირსი?"

იმპერატორი და იერარქები 1439 წლის 26 აგვისტოს გამოემგზავრნენ ფლორენციიდან. უნიის თანამედროვე, ბერძენი ისტორიკოსი დუკა ასე გვიხატავს კონსტანტინოპოლის მოსახლეობასთან მათი შეხვედრის სურათს: როგორც კი გემიდან გადმოსხდნენ, მათ მაშინვე ჰკითხეს - "როგორ არის კრების საქმე, გავიმარჯვეთ?" ისინი კი პასუხობდნენ - "გავყიდეთ ჩვენი სარწმუნოება, მართლმორწმუნეობა უღმერთოებაზე გავცვალეთ". ასე ამბობდნენ ანტონ ჰერაკლიელი და სხვები. ხალხი ეკითხებოდა:

- რატომ მოაწერეთ ხელი?

- ფრანკების შიშით.

- განა ფრანკები გამათრახებდნენ, საპყრობილეში გამწყვდევდნენ?

- არა! დაე, მოგვკვეთონ მარჯვენა, რომლითაც ხელი მოვაწერეთ, ამოგვაძრონ ენა, რომლითაც ვაღიარეთ.

მძიმე დუმილი ჩამოწვა. მიუხედავად დიდი მარხვისა, ეკლესიებში მსახურება არ ყოფილა, რომლის აღსრულებაც არავინ მოისურვა განდგომილებთან ერთად. ხალხი ყოველივე მომხდარის გამო ღრმად დათრგუნული და უკმაყოფილო იყო, რასაც შეეძლო სამოქალაქო ომიც კი გამოეწვია. მართლმადიდებლობის დამცველნი, სადაც უნდა ყოფილიყვნენ, სულიერად გაერთიანდნენ წმ. მარკოზის ირგვლივ - იგი მათი სულიერი წინამძღოლი გახდა. ოღონდ მის გარშემო არ ჩანდნენ ძლიერნი ამა ქვეყნისანი. ეპისკოპატი, რომელსაც პატრიარქი მიტროფანე, შემდეგ კი პატრიარქი გრიგოლ მამმა ედგა სათავეში, უნიატების ხელთ იყო.

წმინდა მარკოზს დევნა დაუწყეს. მან ეფესოს მიაშურა და გულმოდგინედ ზრუნავდა თავის სამწყსოზე, თუმცა ძლიერ უჭირდა ხორციელად დაუძლურებულს. იგი დადიოდა თურქებისგან ხელყოფილი ეკლესიების მოსანახულებლად, ეხმარებოდა შევიწროებულებს, მფარველობდა ქვრივ-ობლებს. აბრუნებდა სარწმუნოებისგან განდგომილთ, ხელს ასხამდა მღვდლებს, იყო უპოვართა მეოხი მმართველთა წინაშე. ეს შრომა მეტად მძიმე იყო მღვდელმთავრისათვის, რომლის სნეულება მნიშვნელოვნად გამწვავდა (ნაწლავის კიბო ჰქონდა).

წმინდა მარკოზმა განიზრახა ათონის წმინდა მთაზე გადასულიყო, რათა იქ განმარტოებულ ადგილას, დაესრულებინა დარჩენილი სიცოცხლე. გემი, რომელსაც მღვდელმთავარი მიჰყავდა, მიადგა კუნძულ ლიმნოსს, ერთ-ერთს იმ რამდენიმე კუნძულიდან, რომლებსაც ჯერ კიდევ ბიზანტია ფლობდა, იგი იცნო ხელისუფლებამ, იმპერატორის უკვე არსებული განკარგულების თანახმად დააპატიმრეს და ციხეში ჩაამწყვდიეს. პატიმრობაში გატარებული ორი წელიწადი წმ. მარკოზისათვის მეტად მძიმე იყო; იტანჯებოდა მკაცრი კლიმატის, მრავალი სნეულებისა თუ შეჭირვებისაგან, აგრეთვე კუნძულზე თურქული ფლოტის შეტევის გამო.

ამდენი უბედურების მიუხედავად, წმ. მღვდელმთავარი მართლმადიდებლობისთვის ბრძოლის წყურვილით იყო ანთებული. პირადი შეგონებებითა და უფრო მეტად კი პატიმრობის დროს დაწერილი თავისი ეპისტოლეების საშუალებით იგი არიგებდა მორწმუნეებს, მტკიცედ დაეცვათ მართლმადიდებლობა და უხაროდა, როდესაც რწმენაში მათ სიმტკიცეს დაინახავდა. 1442 წელს იგი გაათავისუფლეს იმპერატორის ბრძანებით, შვიდი წმ. ეფესელი ყრმის ხსენების დღეს, რომელთაც სამადლობელი აღუვლინა ამ შემთხვევისათვის დაწერილ ლექსში.

განთავისუფლების შემდეგ ღირსი მარკოზი კონსტანტინოპოლში დაბრუნდა. წმ. მარკოზმა დიდად იღვაწა კონსტანტინოპოლში და მრავალი მოაბრუნა მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში. წმ. მარკოზი ხედავდა, რომ უნიას ბიზანტიაში არ იღებდა არც სამღვდელოება, არც მონაზვნობა და არც უბრალო ხალხი, ამიტომაც დაწერა ერთ-ერთ თა¬ვის ეპისტოლეში: "ფსევდოუნია სადაცაა დაიშლება". მალე ეს წინასწარმეტყველება ახდა. ეს მოხდა ბიზანტიის უკანასკნელი იმპერატორის, კონსტანტინე IX-ს დროს, 1450 წელს, კრებაზე წმ. სოფიას ტაძარში. აღმოსავლეთის სამი პატრიარქის თანდასწრებით ჩამოაგდეს კონსტანტინოპოლის უნიატი პატრიარქი გრიგოლ მამმა; ბესარიონსა და მის თანაშემწეებს მოღალატეები უწოდეს, ხოლო წმ. მღვდელმთავარ მარკოზის ხსოვნა უდიდესი ქებით შეამკეს. 1453 წელს კონსტანტინოპოლი დაეცა და ბიზანტიის იმპერიამ არსებობა შეწყვიტა, მაგრამ ისტორიიდან გაქრობამდე უარყო სამარცხვინო უნია, შეინარჩუნა მართლმადიდებლობისადმი ერთგულება და პატივი მიაგო მისთვის მებრძოლის, წმ. მარკოზ ეფესელი მიტროპოლიტის ხსოვნას.

წმ. მარკოზის წყალობით მრავალთ შეიგნეს თავიანთი შეცდომა უნიით გატაცებისა, განსაკუთრებით გამოჰყოფს მათგან იმპერატორ იოანე პალეოლოგს და გიორგი სქოლარიოსს. იმის შესახებ, რომ იმპერატორი მიხვდა თავის შეცდომას, ვკითხულობთ წმ. მარკოზის ეპისტოლეში მღვდელ¬მონაზონ თეოფანესადმი კუნძულ ევბეადან: "იმპერატორი დაუფარავად ამბობს, რომ ინანიებს მომხდარს და ბრალს სდებს მათ, ვინც დამორჩილდა და უნიაზე ხელი მოაწერა".

წმ. მარკოზი გარდაიცვალა 52 წლის ასაკში. მღვდელმთავარმა 14 დღე მტანჯველ აგონიაში გაატარა. იოანე ევგენიკოსი თავის უფრო ვრცელ სვინაქსარში მოგვითხრობს ამ ამბავსა და მის გამომწვევ შინაგან მიზეზებზე (გამოცემულია შ.პეტრიდეს-ის მიერ): "თოთხმეტი დღე იავადმყოფა. როგორც თავად ამბობდა, სნეულება მასზე ისე მოქმედებდა, როგორც წამების რკი¬ნის იარაღები, რომლებსაც ჯალათები იყენებენ ხოლმე წმინდა მოწამეთა მიმართ. მათ (წამების იარაღს) შემოარტყამდნენ ხოლომე ნეკნებსა და მუცელზე, მოუჭერდნენ და ტოვებდნენ ასეთ მდგომარეობაში, რაც სრულიად გაუსაძლის ტკივილს იწვევდა. თითქოს ის, რისი გაკეთებაც ვერ შეძლეს ადამიანებმა წმინდა და მრავალტანჯული სხეულისთვის, აღასრულა სნეულებამ განგების გამოუთქმელი მსჯავრით, რათა წმ. მარკოზი წარმდგარიყო ღვთის წინაშე, როგორც ჭეშმარიტების აღმსარებელი და მრავალტანჯული, ყველა შესაძლო წამებაზე გამარჯვებული და გვირგვინოსანი; რათა დაეძლია ყოველგვარი უბედურება (უკანასკნელ ამოსუნთქვამდეც კი) და ამის წყალობით, როგორც ღუმელში ნაცად ოქროს, კიდევ მეტი საუკუნო პატივი და ჯილდო მიეღო მართალი მსაჯულისაგან".

1443 წელს, მისი ტანჯვით აღსავსე ცხოვრების დასასრული ნათელი და სიხარულიანი იყო. წმინდანი პატივით დაკრძალეს მანგანის სავანეში.

აქვე უნდა ითქვას, რომ იმ რამდენიმე სასულიერო პირს შორის, რომელთაც უნიას ხელი არ მოაწერეს, იყვნენ საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წარმომადგენლები - მიტროპოლიტები გრიგოლი და იოანე.

გამოყენებულია: "წმინდანთა ცხოვრება".

Архимандрит Амвросий (Погодин) - "Святой Марк Эфесский и Флорентийская уния", ტომი I, თბილისი, 2001 წ.; თარგმნა ნინო ბელთაძემ. M. 1994.
....................................

წმინდა მარკოზის სასწაულები

ათენის გარეუბაში, წმინდა მარკოზის სახელობის ტაძრის აშენებისას, ფული გამოილია და მშენებლობის გაჩერების საშიშროება შეიქმნა. ტაძრის მღვდელი ძალიან ნერვიულობდა, წმინდა მარკოზს შეწევნა სთხოვა. წმინდანი გამოეცხადა მღვდელს და უთხრა, რომ მეორე დღეს ერთი კაცი მოვიდოდა და მშენებლობისთვის ფულს მოუტანდა (კონკრეტული თანხაც დაასახელა). მართლაც, მეორე დღეს მოვიდა უცნობი, რომელმაც განაცხადა: ძილში გამომეცხადა ბერი, რომელიც მარკოზ ევგენიკოსად გამეცნო და მთხოვა, - ქვემო პატსიაში ჩემი სახლის აშენებაში ფულით დამეხმარეო. კაცმა ჯიბიდან სწორედ ის თანხა ამოიღო, რომელიც წმინდანმა დაუსახელა წინა საღამოს. ტაძრის მშენებლობა გაგრძელდა.

სხვა სასწაული: ვინმე კიპსელელი ღვთისმოსავი კაცი სხვადასხვა ტაძრის დღესასწაულებზე დადიოდა ხოლმე, მაგრამ არც წმინდა მარკოზის და არც მისი წმინდა ტაძრის შესახებ არაფერი იცოდა. ერთხელ, როცა ფურნეში შევიდა, ვიღაც მონაზონი დაინახა, რომელმაც სეფისკვერი მისცა და უთხრა, ხვალ ჩემს ტაძარში მოიტანეო. "ვინ ხარ, მამაო?" - ჰკითხა გაოცებულმა კაცმა. "მე მარკოზ ეფესელი მქვია და ჩემი ტაძარი ქვემო პატისიაშია", - და უცნობმა კაცს მიასწავლა, თუ რომელი გზით უნდა მისულიყო ტაძარში.

...2005 წელს ერთი ოცი წლის ყმაწვილი, სახელად გიორგი, რომელიღაც იშვიათი დაავადებით იტანჯებოდა. ოპერაციის შემთხვევაში შესაძლოა, მთელი სიცოცხლე დავრდომილი დარჩენილიყო. დედამისი ღმერთს შვილის განკურნებას შესთხოვდა. ამ დროს ქალს დამ დაურეკა და უთხრა, რომ მას ვიღაც მონაზონი მარკოზ ეგვგენიკოსად წარუდგა და უთხრა: "გადაეცით ყმაწვილის დედას: ნუ დარდობთ, გიორგის ოპერაციას მე გავუკეთებ".
მართლაც, მეორე დღეს, ოპერაცია სირთულის მიუხედავად, წარმატებით ჩატარდა. ოპერაციის დროს ექიმებს შორის გამოჩნდა ექიმი-მონაზონი, რომელმაც თქვა, რომ ოჯახის მეგობარია და მარკოზი ჰქვია. განსაკუთრებით რთულ მომენტებში ის ექიმებს მიუთითებდა, როგორ ემოქმედათ. ყმაწვილი განიკურნა და დედასთან ერთად ტაძარში მივიდა სამადლობელოდ.
...2004 წელს ერთი ახალფილადელფიელი ახალგაზრდა ქალი ღმერთს შვილის მოცემას შესთხოვდა. საღამოს ლოცვისას გამოეცხადა მონაზონი, რომელმაც უთხრა, რომ მისი დღესასწაული 10 იანვარსაა. სთხოვა, ქვემო პატისიაში მის ტაძარში მისულიყო, ელოცა და იგი შეისმენდა მის ლოცვას. ქალი ასეც მოიქცა, სამი დღის მერე დაფეხმძიმდა და ჯანმრთელი ვაჟი შეეძინა.

აქვე შეგიძლიათ წაიკითხოთ:

მართლმადიდებლებს უნდა ეცნოთ პაპის უკანონო ძალაუფლება და პაპისტთა ცრუ დოგმატები


წმინდა მარკოზი დიდი პატივით მიიღო ბერძენმა ხალხმა


.................................
ამავე დღეს არის ხსენება მღვდელმოწამე პეტრე სკიპეტროვისა (1918) ; მღვდელმოწამე ნიკოლოზ ვოსტორგოვისა (1930) ; მოწამე თეოდორე გუსევისა (1940).
..........................
გრიგოლ ღმრთისმეტყველის წმინდა ნაწილთა აღმოყვანება ნაზიანზიდან კონსტანტინოპოლს (დაახლ. 950) .
............................................
ხსენება ნიკეაში მომხდარი უდიდესი სასწაულისა

როდესაც ბასილი დიდმა ლოცვით გააღო კათოლიკე ეკლესიის კარი და გადასცა ეკლესია მართლმადიდებლებს.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საქართველოს ეკლესია სამოციქულოა. გადმოცემის მიხედვით, სულთმოფენობის შემდგომ, როცა მოციქულებმა წილი ჰყარეს და სხვადასხვა ქვეყანაში წავიდნენ საქადაგებლად, საქართველო ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს ერგო

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler