ღირსი მაკარი მმარხველი, მღვიმელი და ღირსი მაკარი დიაკვანი - 19 (01.02) იანვარი
ღირსი მაკარი მმარხველი, მღვიმელი და ღირსი მაკარი დიაკვანი - 19 (01.02) იანვარი
ღირსი მაკარი მმარხველი (XII), კიევში წინა მღვიმეებში ცხოვრობდა, ხოლო ღირსი მაკარი დიაკვანი (XIII-XIV) კი შორეულ მღვიმეებში. ამ უკანასკნელის შესახებ ის არის ცნობილი, რომ იგი დიდად მოსაგრე მამა იყო. იგი ბავშვობაში ბევრს ავადმყოფობდა და მისმა მშობლებმა აღთქმა დადეს, რომ თუ გამოჯანმრთელდებოდა, მღვიმის მონასტერს ჩააბარებდნენ. მან ძმათა საერთო სიყვარული დაიმსახურა.ხოლო რაც შეეხება მის უფროს თანამედროვეს, ღირს მაკარი მმარხველზე შემდეგი რამ არის აღწერილი "კიევის მღვიმის პატერიკში:

"წმინდა მაკარი მმარხველი კიევ-მღვიმევის მონასტერში ცხოვრობდა. სწორედ მისი მოღვაწეობის დროს ღირსი თეოდოსი მღვიმიდან დიდ ეკლესიაში გადაასვენეს (1091წ.). მაკარმა ასეთი მორჩილება ითავა თავისი ნებით: მონასტრის გარდაცვლილი წევრებისათვის სამუდამო განსასვენებლებს უსასყიდლოდ თხრიდა მღვიმეში და ზურგით გამოჰქონდა იქიდან მიწა. ის ხშირად გარდაცვლილი ძმების ცხედრებს ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე გადაასვენებდა.

ერთხელ ჩვეულებისამებრ თხრიდა საფლავს, დაიღალა. სამარე ვიწრო გამოვიდა. იმ დღეს ერთმა ავადმყოფმა ბერმა სული უფალს მიაბარა და რადგან იმ ვიწრო საფლავის გარდა სხვა მზად არ იყო, გადაწყვიტეს, იქ დაეკრძალათ. შეიტანეს მიცვალებული მღვიმეში და სივიწროვის გამო ძლივს ჩატიეს საფლავში. ძმები ამის გამო აბუზღუნდნენ, რადგან სივიწროვის გამო არც ტანსაცმლის გასწორება შეიძლებოდა და არც ზეთისცხება. მაკარი ძალიან განიცდიდა ამას და ყველას შენდობას სთხოვდა. ისინი უფრო მეტად საყვედურობდნენ. მაშინ მაკარმა გარდაცვლილს მიმართა:

- ძმაო, ადგილი ვიწროა, აიღე ზეთი და იცხე.

მიცვალებული ოდნავ ამოიწია, ხელი გაიშვირა, აიღო ზეთი და ჯვარედინად იპკურა მკერდსა და სახეზე, შემდეგ ჭურჭელი დააბრუნა, ყველას თვალწინ ტანსაცმელი გაისწორა, დაწვა და კვლავ მიიცვალა. ამის მხილველი ბერები შიშმა და ძრწოლამ შეიპყრო.

ხანგრძლივი სნეულების შემდეგ ერთ დღეს მონასტერში სხვა ბერი გარდაიცვალა. ერთ-ერთმა მეგობარმა სველი ღრუბლით სხეული გაუწმინდა და მღვიმეში იმ ადგილის დასათვალიერებლად წავიდა, სადაც გარდაცვლილის სხეულს სამუდამოდ უნდა განესვენა. გარდაცვლილი ბერის მეგობარს მაკარმა უთხრა:

- წადი და უთხარი ძმას, ხვალამდე მოიცადოს, საფლავს გავუთხრი და მერე განისვენოს.

ბერმა უპასუხა:

- მამაო, მე უკვე ღრუბლით განვბანე გარდაცვლილის სხეული, ვის გადავცე შენი ნათქვამი?

მაკარმა გაუმეორა:

- ხომ ხედავ, საფლავის თხრა ჯერ არ დამიმთავრებია. წადი და უთხარი გარდაცვლილს: "ცოდვილი მაკარი გეუბნება, იცოცხლე კიდევ ერთი დღით და მერე მშვიდად მიაბარე სული უფალს, განსასვენებელს რომ გაგიმზადებ, თვითონ შემოგითვლი-თქო".

დაუჯერა გარდაცვლილი ბერის მეგობარმა მაკარს, როდესაც მონასტერში მივიდა, მონასტრის საძმო მიცვალებულის გარშემო შეგროვილიყო და ჩვეულებისამებრ გალობდა. მეგობარი მიცვალებულს წინ დაუდგა და მაკარის დანაბარები სიტყვა-სიტყვით გაუმეორა. როგორც კი თქმა დაასრულა, მიცვალებულმა თვალი აახილა. მთელი დღე თვალხილული იყო გარდაცვლილი ბერი, ოღონდ არავის დალაპარაკებია. მეორე დღეს მისი მეგობარი კვლავ მღვიმეში წავიდა, რომ გაეგო, მზად იყო თუ არა განსასვენებელი. მაკარმა უთხრა:

- წადი და უთხარი გაცოცხლებულს: "გეუბნება მაკარი, დასტოვე ეს დროებითი საცხოვრებელი და გადადი საუკუნოში. ადგილი მზადაა შენი სხეულის მისაღებად. სულს უფალს გადასცემ, ხოლო სხეული აქ, მღვიმეში, წმინდა მამებთან ერთად განისვენებს"-თქო.

მეგობარმა ყველაფერი გაცოცხლებულ ბერს გადასცა, რომელმაც ყველას წინაშე სამუდამოდ დახუჭა თვალები. პატიოსნად დაასვენეს ის მღვიმეში, განკუთვნილ ადგილას. ყველას უკვირდა ასეთი სასწაული: როგორ მოხდა, რომ მარკოს ერთი სიტყვით ჯერ მკვდარი გაცოცხლდა, ხოლო შემდეგ მისივე სიტყვით ისევ მიიცვალა.

მონასტერში ორი ბერი იყო, ისინი ბავშვობიდან ერთად იზრდებოდნენ, დიდი სიყვარული აკავშირებდათ ერთმანეთთან, ძლივს დაითანხმეს მაკარი, როცა გარდაიცვლებოდნენ, სამუდამო განსასვენებელი ერთად გაეთხარა მათთვის. გავიდა დრო, უფროსი მეგობარი, ბერი თეოფილე, საქმეზე დროებით წავიდა მონასტრიდან, სწორედ ამ დროს უმცროსი მეგობარი ავად გახდა და მოულოდნელად გარდაიცვალა. დაკრძალეს გამზადებულ ადგილას. რამდენიმე დღის შემდეგ თეოფილე დაბრუნდა, გაიგო მეგობრის გარდაცვალება, ძალიან დამწუხრდა, მაშინვე მღვიმეში წავიდა, რომ ენახა, სად განისვენებდა მისი ძმა. როდესაც თეოფილემ ნახა, რომ მისი მეგობარი უფროსი ძმის, ანუ მის ადგილზე დაეკრძალათ, ძალიან გაბრაზდა. თეოფილე საყვედურობდა მაკარს, ჩემს ადგილზე რატომ დაკრძალე ჩემზე უმცროსი ბერიო. მაკარი მორჩილად თავს ხრიდა გაბრაზებული თეოფილეს წინაშე და შენდობას თხოვდა. ბოლოს, მარკომ მიმართა გარდაცვლილ ბერს:

- ძმაო! ადექი და ძმას დაუთმე ადგილი, შენ კი ქვედა ადგილზე დაწექი!

მოხდა სასწაული, გარდაცვლილმა ბერმა ადგილი გამოიცვალა. თეოფილეს შერცხვა თავისი საქციელის. ფეხებში ჩაუვარდა მაკარს და უთხრა:

- მამაო მაკარ! შევცოდე, ძმა რომ საფლავიდან ავაგდე. გემუდარები, უბრძანე, რომ კვლავ ძველ ადგილზე დაწვეს.

მაკარმა უპასუხა:

- უფალმა მოსპო ჩვენ შორის მტრობა, ეს მან შენი ყვედრების გამო გააკეთა, მუდამ რომ მტრად არ მყოლოდი და ბოროტება არ ჩაგედო გულში ჩემ მიმართ. აი, ეს უსულო გვამიც აცხადებს შენდამი სიყვარულს და მკვდარიც პატივს სცემს შენს უფროსობას. მე ვისურვებდი, რომ შენ აქედან გაუსვენებლად, გამოგეყენებინა შენი უფროსობა და ახლავე დამარხულიყავი აქ. მაგრამ ჯერ არ ხარ მზად, ამიტომ წადი, სულზე იზრუნე. რამდენიმე დღეში აქ მოგასვენებენ. მკვდრების გაცოცხლება ღვთის საქმეა, მე კი ცოდვილი კაცი ვარ. აი, ამ მკვდარმა ვერ აიტანა შენი ჩემდამი საყვედური და ადგილი დაგითმო. უფალს შეუძლია, იგი ააყენოს ამ ადგილიდან. მე არ შემიძლია უკან დაბრუნება ვთხოვო მას... შენ უბრძანე, ვნახოთ, დაგიჯერებს თუ არა.

ნათქვამმა თეოფილე უფრო დაანაღვლიანა. სენაკში განმარტოვდა და უნუგეშოდ ატირდა. ყველაფერი გასცა, მხოლოდ ერთი მოსასხამი და მანტია დაიტოვა. იმ დღიდან სულ სიკვდილის მოლოდინში იყო. გათენდებოდა და თეოფილე მაშინათვე ეკითხებოდა თავს: "ვიცოცხლებ კი საღამომდე? დაღამებისას კი ტირილით ამბობდა: "რა ვქნა, გავატან კი დილამდე?" თეოფილე ცრემლით ემუდარებოდა უფალს, დრო მიეცა ცოდვების მოსანანიებლად. სიკვდილის მოლოდინში, მუდმივად შიმშილობდა, ბოლოს ისე გახდა, რომ ძვლებსაც კი დაუთვლიდა კაცი. ბევრი ტირილით თეოფილე დაბრმავდა.

ნეტარმა მაკარმა უფლისგან შეიტყო, როდის დატოვებდა სოფელს. ბერმა სიკვდილის წინ თეოფილე იხმო და უთხრა:

- ძმაო, თეოფილე! მაპატიე, რომ ძალიან გაწყენინე. აი, მივდივარ ამქვეყნიდან, ილოცე ჩემთვის! თუ ღმერთმა კეთილად მიმიღო, იცოდე, არ დაგივიწყებ. ღმერთმა ქნას, რომ მარადიულ სამყოფელში შევხვდეთ და იქ ჩვენს მამებთან, ანტონისთან და თეოდოსისთან ერთად ვიყოთ.

თეოფილე ტირილით პასუხობდა:

- მამაო მაკარ, რად მტოვებ მარტო? ან თან წამიყვანე, ან თვალები ამიხილე.

მაკარმა ამაზე თეოფილეს ასე უპასუხა:

- ძმაო, ნუ დარდობ, ხორციელი თვალებით ღვთის გამო დაბრმავდი, ხოლო სულიერი თვალი მის შესაცნობლად აგეხილა. მე, ძმაო ჩემო, დამნაშავე ვიყავი შენს დაბრმავებაში, სიკვდილი რომ გიწინასწარმეტყველე. მაგრამ სიკეთე მინდოდა შენი სულისთვის, მინდოდა, შენი სიამაყე მორჩილებად მექცია...

თეოფილემ კვლავ უთხრა:

- ვიცი, მამაო, ჩემს ცოდვათა გამო დავეცემოდი მკვდარი შენ წინაშე მღვიმეში, როცა მკვდარი ააყენე. მაგრამ შენ წმინდა ლოცვის გამო უფალმა სიცოცხლე მომანიჭა, სინანულს ელოდა ჩემგან. ახლა კი გთხოვ, ან უფალთან წამიყვანე, ან თვალები ამიხილე.

მაკარმა ასე უპასუხა თეოფილეს:

- არაფრად გჭირდება ამ სწრაფმავალი წუთისოფლის ცქერა, სთხოვე უფალს, რომ იმქვეყნად იხილო მისი დიდება და სიკვდილს ნუ ნატრობ. რომც არ გსურდეს, ის მაინც მოვა. აი, ნიშანი შენი გარდაცვალებისა: სიკვდილამდე სამი დღით ადრე მხედველობა დაგიბრუნდება, უფალთან წარდგები და იქ იხილავ უსასრულო ნათელსა და გამოუთქმელ დიდებას.

ამ სიტყვების შემდეგ ნეტარმა მაკარმა სული უფალს მიაბარა. იგი მღვიმეში დაკრძალეს, სადაც საკუთარი ხელით ჰქონდა საფლავი გათხრილი.

მაკართან განშორებამ დაამწუხრა თეოფილე, გააორმაგა მისი ცრემლები. ბერს ერთი ჭურჭელი ჰქონდა, როცა ლოცვას იწყებდა და ცრემლი მოადგებოდა თვალზე, მას წინ იდგამდა. რამდენიმე წლის შემდეგ ჭურჭელი ცრემლით აივსო. თეოფილე ყოველდღე ელოდა მაკარის მიერ ნაწინასწარმეტყველებ სიკვდილს. როცა იგრძნო, რომ მალე დალევდა სულს, დაიწყო გულმოდგინედ ლოცვა, ხელები აღაპყრო და თქვა:

- კაცთმოყვარე უფალო, წმინდა მეუფეო ჩემო! ცოდვილთა სიკვდილი კი არ გსურს, მათ მოქცევას ელოდები. შენ იცი ჩვენი უძლურება, კეთილო ნუგეშისმცემელო. შენ ხარ ჯანმრთელობა სნეულთათვის, ხსნა ცოდვილთათვის, დასაყრდენი უღონოთათვის, ადგომა დაცემულთათვის. გევედრები, უფალო, ახლა მაჩვენე მე ცოდვილს შენი საოცარი სიკეთე, გადმოაფრქვიე შენი უძირო სათნოება, მიხსენ ცდუნებისაგან, გაჭირვებაში მყოფს ნუ ჩამაგდებ მტრის ხელში, ჩვენი დიდი მამების, ანტონისა და თეოდოსის ლოცვების გამო, გევედრები, უფალო!

უეცრად ჭაბუკი გამოეცხადა და უთხრა:

- კარგად ლოცულობ, მაგრამ რად სწუხარ ცრემლთა ამაოებაზე? - აიღო ჭურჭელი, უფრო დიდი, ვიდრე თეოფილეს ჰქონდა, აღვსილი კეთილსურნელებით და თქვა, - ეს არის შენი ცრემლები, რომელიც დაღვარე გულითადი ლოცვების დროს. ისინი, რომლებიც შენი ხელით, სახოცით ან ტანსაცმლით მოიწმინდე, ანდა რომელიც შენი თვალებიდან ძირს, მიწაზე დაეცა. ის ცრემლები უფლის დავალებით ამ ჭურჭელში შევინახე. ახლა შენთან გამომგზავნა უფალმა. მხიარულად მიებარები იმას, ვისაც უთქვამს: "ნეტარ იყვნენ მგლოვარენი გულითა, რამეთუ იგინი ნუგეშინის-ცემულ იქმნენ". ეს რომ თქვა, ჭაბუკი გაუჩინარდა.

თეოფილემ წინამძღვარი იხმო, უამბო ანგელოზის მოვლინება და მისი სიტყვები. წინამძღვარს ორი ჭურჭელიც აჩვენა: ერთი ცრემლით იყო სავსე, მეორე - შეუდარებელი კეთილსურნელებით. თეოფილემ სთხოვა მოძღვარს, მისი სიკვდილის შემდეგ ორივე მის სხეულზე დაესხათ.

სამი დღის შემდეგ თეოფილე მიიცვალა, დაასაფლავეს მღვიმეში, მარკო მღვიმელის ახლოს. როცა ბერს სხეულზე ანგელოზის ჭურჭლიდან სცხეს კეთილსურნელოვანი ნელსაცხებელი, მღვიმე კეთილსურნელებით აივსო. ცრემლის ჭურჭელი დაასხეს სხეულზე თეოფილეს, რათა ცრემლის მფრქვეველს სიხარულში მოემკო ნაყოფი საკუთარი ხელით ქმნილი საქმისა".
...........................

ხატის წყარო

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ღირსი იოანე კლემაქსი (+649) ეკლესიის მიერ უდიდეს მოღვაწედაა აღიარებული. ის არის ავტორი შესანიშნავი ღვთივსულიერი თხზულებისა "კიბე", ამიტომ ღირს მამას კიბისაღმწერელს უწოდებენ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler