ღირსი მაკარი რომაელი, ნოვგოროდელი - 19 (01.02) იანვარი
ღირსი მაკარი რომაელი, ნოვგოროდელი - 19 (01.02) იანვარი
წმინდა მაკარი XV საუკუნის რომში დაიბადა, მდიდარ ოჯახში. მშობლებმა შვილი ღვთის შიშით გაზარდეს და კარგი განათლება მისცეს. მაგრამ ამქვეყნიური დიდება მას არ ხიბლავდა, წმინდა მამათა ცხოვრების მიბაძვა სურდა. მაგრამ, იქ, რომში, ვერ ხედავდა თავის სულის წამალს. როცა ქვეყნის სულიერი დაცემის მიზეზებზე ფიქრობდა, ერთ დასკვნამდე მივიდა, რომ ამ ყველაფრის მიზეზი საეკლესიო განხეთქილება და დასავლელი ქრისტიანების წმინდა მამათა სწავლებებიდან დაშორება იყო. ცრემლებით ევედრებოდა ღმერთს მისთვის გზა ეჩვენებინა. უფალმა განუხვნა სულიერი თვალნი და მაკარმა შეიტყო, რომ აღმოსავლეთის მართლმადიდებელ ეკლესიას თავისი დოგმატები არ შეუცვლია და საკმარის შესაძლებლობას აძლევს თავის შვილებს, რომელთაც წმინდანთა მაგალითის გაყოლა სურთ. ამიტომაც მის თანამედროვე მაქსიმე ბერძენის მსგავსად რუსეთისკენ მიმავალ გზას დაადგება. მან მთელი თავისი ქონება გლახაკებს დაურიგა და ძველი, უბრალო სამოსით მოსილი მოსალოცად წავიდა რუსეთში. ჩავიდა ქალაქ დიდ ნოვგოროდში და იქ შეიტყობს, რომ თურმე ქალაქის უდიდესი მონასტერი ოთხი საუკუნის წინ მის თანამემამულე ანტონი რომაელს დაუარსებია. მან მოინახულა წმინდა ალექსანდრე სვირელის მონასტერი და ღირს მამა ალექსანდრეს სულიერი წინამძღვრობა სთხოვა. წმინდა ალექსანდრემ მაკარი მართლმადიდებლობას შეუერთა და მცირე დროის მორჩილების შემდეგ მონაზვნადაც აღკვეცა. რაღაც დროის მერე წმინდა მაკარმა მონასტერი დატოვა, რათა შინაგან ლოცვას მისცემოდა. მან საცხოვრებლად ტყიანი კუნძული აირჩია, რომელიც შუა ჭაობში მდებარეობდა. აქ მან სრულიად მარტომ წლები გაატარა, ერთხელაც მისი ქოხის კარებზე გზააბნეულმა მონადირეებმა დაუკაკუნეს და ღირსი მამის სიწმინდით გაოცებულებმა ყველას შეატყობინეს მისი ადგილსამყოფელი. სტუმრებისა და კაცთა დიდებისაგან შეწუხებული წმინდანი გაერიდა იქაურობას და ტყის სიღრმეში შევიდა საცხოვრებლად. მაგრამ საღმრთო მადლმა, მასზე რომ სუფევდა, გასცა იგი. შუაღამის ლოცვისას მას თავზე ცეცხლის სვეტი ედგა და ირგვლივ საკმევლის სურნელი იფრქვეოდა. მისი წასვლით შეწუხებულმა ადამიანებმა ღირსი მაკარის ძებნისას ის ცეცხლის სვეტი დაინახეს და ასე აღმოაჩინეს ღირსი მამა. ადგილობრივ მოსახლეობას სხვა მხარეების მორწმუნენი მოჰყვნენ. ზოგიერთმა მასთან დარჩენის ნება სთხოვა. უარი ვეღარ უთხრა მათ მხურვალე ვედრებას და წმინდანი დაჰყვა ღვთის ნებას - მოწაფეები გაიჩინა. მათ კი მისი სენაკის ირგვლივ პატარა ქოხები ააშენეს და მალე ღვთისმშობლის მიძინების ხის ტაძარიც ააგეს. ნოვგოროდის ეპისკოპოსმა მაკარის მღვდლად ხელი დაასხა და იგი თავისი მონასტრის პირველი იღუმენი გახდა. როცა შეატყო თავს რომ აღსასრულის ჟამი უახლოვდებოდა, სავანე თავის ერთ მოწაფეს ჩააბარა, თვითონ კი იმ პატარა კუნძულზე განმარტოვდა, სადაც თავიდან ღვაწლს შეუდგა. სწორედ აქედან წარდგა ღვთის წინაშე - 1550 წლის 15 აგვისტოს.

ხატის წყარო


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საქართველოს ეკლესია სამოციქულოა. გადმოცემის მიხედვით, სულთმოფენობის შემდგომ, როცა მოციქულებმა წილი ჰყარეს და სხვადასხვა ქვეყანაში წავიდნენ საქადაგებლად, საქართველო ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს ერგო

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler