ღირსი მაკარი ალექსანდრიელი (+394-395) - 19 (01.02) იანვარი
ღირსი მაკარი ალექსანდრიელი (+394-395) - 19 (01.02) იანვარი
ღირსი მაკარი ალექსანდრიელი ღირსი მაკარი მეგვიპტელის (ხს. 19 იანვარს) თანამედროვე და მისი მეგობარი იყო. წმინდანი 295 წელს დაიბადა, 40 წლამდე ვაჭრობას მისდევდა, შემდეგ კი მოინათლა და უდაბნოში განმარტოვდა. რამდენიმე წლის შემდეგ იგი მღვდლად აკურთხეს და ეგვიპტის უდაბნოში "კელიების მონასტრის" წინამძღვრად დაადგინეს.

მაკარი ალექსანდრიელი საოცარი მოშურნეობით გამოირჩეოდა. როცა გაიგებდა ამა თუ იმ ბერის რაიმე გამორჩეული ღვაწლის შესახებ, ცდილობდა, მიებაძა მისთვის. ამ ღირსმა მამამ ერთხელ შეიტყო, რომ ტაბენესელი ბერები გამორჩეული მოღვაწეები იყვნენ. იგი ერისკაცის სამოსით შეიმოსა, თხუთმეტი დღის შემდეგ კი თებაიდაში ავიდა და ეძებდა მონასტრის მამასახლისს, გამოცდილ ბერს, სახელად პახომს, რომელიც წინასწარმეტყველების მადლით იყო დაჯილდოებული. ღვთის განგებით, მას მამა მაკარის ვინაობა დაეფარა. როცა ის ბერ პახომთან მივიდა, უთხრა: "გევედრები, ბატონო, შენს მონასტერში მიმიღე და მონაზონი გამხადე".

დიდმა პახომიმ მიუგო: "შენი მონაზვნობა შეუძლებელია, რადგან სიბერეს ხარ მიწევნილი და მოღვაწეობას ვერ შეძლებ, აქაურები სიჭაბუკეში არიან მოსულნი, ისინი შრომასა და ღვაწლში აღიზარდნენ და ყოველგვარ გაჭირვებას მიეჩვივნენ, ამიტომაც ყველაფერს ადვილად აკეთებენ. შენ კი მოხუცებულობის გამო არ ძალგიძს მოღვაწეობა, აქედან შეწუხებული წახვალ და ჩვენზე ძვირს იტყვი".

ამ სიტყვების შემდეგ მან მამა მაკარი მონასტერში არც პირველ დღეს შეუშვა და არც მეორე დღეს. ასე გაგრძელდა მეშვიდე დღემდე. ამ ხნის მანძილზე ნეტარი ცოტა მოუძლურდა, რადგან რამდენიმე დღე უზმოდ გაეტარებინა.

მან პახომი დიდს უთხრა: "შემომიშვი, მამაო, და თუ ისე არ ვიმარხულებ და ისე არ ვიღვაწებ, როგორც შენი ძმები, მაშინ ბრძანე, რომ მონასტრიდან გამომაგდონ".

პახომი დიდმა ბერებს უთხრა, რომ მაკარი შეეწყნარებინათ. ამ დროს ამ მონასტერში ათას ოთხმოცი კაცი მკვიდრობდა. ყოვლადქებულმა მაკარიმ მათთან რამდენიმე ხანი დაყო.

როცა წმინდა მარხვის დღეები მოახლოვდა, მამა მაკარიმ ნახა, რომ ძმები სხვადასხვაგვარად მოღვაწეობდნენ: ზოგი საღამოს, ზოგი ორ-ორჯერ, სხვები ხუთ-ხუთჯერ მარხულობდნენ, ზოგნი მთელი ღამე ლოცულობდნენ, დღე კი საქმიანობდნენ.

ნეტარმა მამამ აიღო ფინიკის ფურცელი, დაალბო და ერთ კუთხეში დადგა. ასე განვლო ორმოცმა დღემ, სანამ არ მოახლოვდა აღდგომა. ამ ხნის მანძილზე მას არც პური უჭამია და არც წყალი დაულევია, არც დამჯდარა და არც დაწოლილა, არც მუხლი მოუდრეკია, გემო საერთოდ არაფრისთვის გაუსინჯავს, მხოლოდ უმი კომბოსტოს პატარა ფურცელს იღებდა კვირიდან კვირამდე სხვების დასანახავად, და, ამასთანავე, იმისთვისაც, რომ თავადაც ამპარტავნება არ დაუფლებოდა. როგორც ადამიანს, თუ რამე დასჭირდებოდა, მიდიოდა და მალევე უკან ბრუნდებოდა. ის იდგა უჩუმრად და ბაგეებს საერთოდ არ აღებდა, რათა თუნდაც ერთი სიტყვა არ წამოსცდენოდა, ასე მთელი დღეები უსიტყვოდ ლოცულობდა და ბაიას ქსოვდა.

ყოველივე ამის შემხედვარე ძმები გაკვირვებულები იყვნენ და მონასტრის მამასახლისს დრტვინვით ეუბნებოდნენ: "ვინ მოიყვანე ჩვენს დასასჯელად, ეს უხორცო კაცი, ან ახლავე აქედან წაიყვანე, ან არადა, ჩვენ დავტოვებთ აქაურობას".

ეს რომ მოისმინა პახომი დიდმა, მისი მოღვაწეობის შესახებ გამოიძია. მან ილოცა და ღმერთს შეევედრა, მონასტერში მოსულის ვინაობა ეუწყებინა. უფალმა მას გამოუცხადა, რომ ის იყო ბერი მაკარი. მაშინ პახომი დიდმა ბერს ხელი მოჰკიდა, სამლოცველოს საკურთხეველში შეიყვანა და თამამად უთხრა: "მოდი, მონაზონო, შენ ხარ მაკარი, რომელმაც დამიმალა თავისი ვინაობა დიდი ხნის განმავლობაში, მსურდა, რომ მენახე. შენ დამიმდაბლე ჩემი სულიერი შვილები, რომლებიც ქედმაღლობდნენ თავიანთი მოღვაწეობის გამო. ახლა გევედრები, რომ დაბრუნდე შენსავე სენაკში, რადგან საკმარისია ის, როგორც განგვსწავლე, წადი და ჩვენთვის ილოცე".

მაშინ ბერი, წმინდა მამისა და ძმების თხოვნით, განეშორა მათ და თავის სენაკში დაბრუნდა.

ერთ დღეს, განთიადისას, წმინდა მამა სენაკში იჯდა. მას ფეხზე მუმლი დააჯდა და უკბინა. შეწუხებულმა ბერმა თავისი სისხლით გამაძღარი მწერი მოკლა. შემდეგ თავის ნამოქმედარს ჩაუფიქრდა და მუმლის მოკვლის გამო გადაწყვიტა, თავი დაესაჯა. ის სკიტის ბოლოს გაშიშვლებული დაჯდა. აქ ბევრი მუმლი იყო. მათ შეეძლოთ არა მხოლოდ ადამიანის, არამედ ღორის ტყავის გახვრეტაც კი. წმინდანმა ასეთ ყოფაში ექვსი თვე დაყო.

ექვსი თვის შემდეგ, როცა წმინდა მამა თავის სენაკში დაბრუნდა, მხოლოდ ხმით მიხვდებოდი, რომ ის მაკარი იყო.

რუფინუსი მასზე ჰყვება: "მას მამებს შორის ყველაზე მეტად უყვარდა უდაბნო. შორეული და მიუდგომელი ადგილებიც კი მოვლილი ჰქონდა. ერთხელ, უდაბნოს განაპირას ერთი ადგილი იპოვა, სადაც უხვად ხარობდა სხვადასხვა ჯიშის ხეხილი და ცხოვრებისთვის აუცილებელი პირობები იყო. იქ ორი ძმა ცხოვრობდა. მაკარიმ ჰკითხა: - მოგვცემთ უფლებას, აქ მონაზვნების დასახლებისაო?

უპასუხეს: - ბევრი მონაზვნის სარჩენი საშუალება არ არის, გზაც ძალზე ძნელია და ადვილად შეიძლება ეცდუნოს მგზავრი ბოროტ სულთან. ისინი უდაბნოში ბინადრობენ... მათთან ბრძოლა შეუჩვეველ ხალხს გაუჭირდებაო.

ძმებთან დაბრუნებული მაკარი ბევრს ჰყვებოდა იმ ადგილის სიკეთეზე და მრავალს აღუძრა სურვილი, იქ მასთან ერთად წასვლისა. მაგრამ სხვა მამებმა მოთოკეს ახალგაზრდული აღტყინება და მათ მაცხოვნებელი რჩევა მისცეს.

- ამბობენ, რომ ეს ადგილი იოანემ და იამბარემ (მოგვები, რომელთაც მოსეს წინაშე თავი დამარცხებულად აღიარეს - იხ. გამოსვლათა (8,10)) დაამუშავეს. თუ ეს მართალია, იქაურობა სატანის მოქმედებით ხომ არ არის მოწყობილი ჩვენდა საცდუნებლად?.. თუ ყველაფერი უხვადაა იქ ხორცის დასატკბობად, მაშ, რაღას მოველოდეთ მომავალ ცხოვრებაში, რა ჯილდოს მივიღებთ ზეცაში თუ აქ მიწაზე გრძნობადი სიამოვნებებით განვსცხრებითო.

მაკარი სკიტში ცხოვრობდა. ეს ვრცელი ველი ნიტრიის მხრიდან დღე-ღამის სავალზეა. იქამდე მხოლოდ ვარსკვლავებით თუ გაიგნებდი გზას... წყალი ცოტაა, მაგრამ თუ იპოვი საშინელი, ფისის მსგავსი სუნი ასდის, მაგრამ დასალევად მავნებელი არ არის. იქ მხოლოდ სულიერ ცხოვრებაში სრულყოფილებას მიღწეულნი სახლობენ. ეს კაცნი, დამთმენნი და ერთმანეთის მოყვარულნი, გულწრფელი სიხარულით იღებენ ყველა მომსვლელს.

ერთხელ ვიღაცამ წმინდა მაკარის ყურძნის მტევანი მიართვა. მან კი ის სნეულ ძმას მიუტანა. სნეულმა მადლობა შესწირა ღმერთს, მაგრამ ყურძენი თვითონ კი არ იგემა, ძმათა სიყვარულით აღძრულმა სხვას მიართვა. მან კი - სხვას. მტევანმა ყველა კელია მოიარა და ბოლოს მაკარის დაუბრუნდა. გაიხარა მაკარიმ, როცა ძმათა შორის ასეთი სიყვარული, ასეთი თავშეკავება იხილა - და სულით მეტი მოღვაწეობისათვის აენთო.

ერთ ღამეს მაკარის კარზე ბოროტმა სულმა დაუკაკუნა.

- ადექი, ამბა მაკარი, წავიდეთ ღამისთევის ლოცვაზე! ძმები უკვე შეიკრიბნენო.

- ჰოი, ცრუო და მტერო ჭეშმარიტისა! - შეუძახა მაკარიმ, - რა გაქვს საერთო იქ შეკრებილ წმინდანთა კრებულთან?

- განა არ იცი, რომ უჩვენოდ მონაზონთა არც ერთი შეკრება არ ჩაივლის? - უთხრა ეშმაკმა, - წადი და ნახე ჩვენი საქმეები...

- დაე, შეგრისხოს უფალმა, უწმინდურო დემონო! - უთხრა მაკარიმ და შეუდგა ლოცვას, მერე კი ღამისთევის მსახურებაზე წავიდა. დაინახა - მთელ ტაძარში დახტოდნენ და თითქოს ფრთებმოსხმულნი დაფრინავდნენ, უშნო ჯუჯა არსებები, ეთიოპები. ძმათა შეკრებისას ასეთი წესი ჰქონდათ: ერთი ფსალმუნს კითხულობდა, სხვები ისხდნენ და უსმენდნენ და მოძახილით პასუხობდნენ. ეკლესიაში გაფანტული ეთიოპები თითოეულ ბერთან მიხტებოდნენ, ზოგს ორი თითით თვალებს დაუხუჭავდნენ და ისინიც მაშინვე თვლემას იწყებდნენ, ზოგს პირში თითს ჩაუდებდნენ და მათაც მთქნარება ეწყებოდათ... დამთავრდა ფსალმუნთგალობა და ძმები დაემხნენ ღვთის წინაშე. ეშმაკებმა ერთ ბერს ლამაზი ქალის სახე აჩვენეს, მეორეს - რაღაცის მშენებლობა, სხვას - სხვა რამ... ბოროტი სულები, თეატრივით, როგორც კი რაღაცას წარმოადგენდნენ, მაშინვე შევიდოდნენ მლოცველის გულში და გულისთქმას წარმოშობდნენ... ან ვინმესთან თავიანთი სიცრუით მიირბენდნენ, მაგრამ თითქოს უხილავი ძალის მიერ ხელნაკრავნი მაშინვე უკან ხტებოდნენ. იქ გაჩერებას კი არა, ასეთი ბერების სიახლოვეს გავლასაც ვერ ბედავდნენ. სამაგიეროდ, უფრო სუსტ ძმებს კისერსა და ზურგზე ასხდებოდნენ. ეტყობა, ისინი უყურადღებოდ ლოცულობდნენ...

ამის მხილველმა მაკარიმ ამოიოხრა და აცრემლებულმა წამოიძახა:

- "ნუ დასდუმდები, ნუცა დამშვიდდები, ღმერთო!" (ფს. 82,2) დაე, აღსდეგინ ღმერთი და განიბნენ ყოველნი მტერნი მისნი და ივლტოდნენ მოძულენი მისნი პირისა მიწისაგან, რამეთუ აღივსო სული ჩვენი სიბილწითა" (ფს. 67,2).

ლოცვა დასრულდა და წმინდა მაკარიმ მოისურვა, დარწმუნებულიყო ნანახის ჭეშმარიტებაში. მოუხმო ცალ-ცალკე იმ ძმებს, რომლებსაც სხვადასხვანაირი ხილვებით დასცინოდნენ ეშმაკები, და ჰკითხა, ლოცვისას ხომ არ ფიქრობდნენ მშენებლობაზე, მგზავრობაზე ან სხვა რაიმეზე, შესაბამისად დემონთა შთაგონებისა, თითოეული მართლაც აღიარებდა იმ ცოდვას, რაშიც ამხილებდა. აქედან ჩანს, რომ ყველა ამაო და გარეშე ფიქრი, რომლებიც დაეუფლება სულს ფსალმუნთა კითხვისას ან ლოცვისას, დემონთა შთაგონებით წარმოიშობა. პირიქით კი - ვინც მკაცრად იმარხავს თავის გულს, მას გაურბიან საზიზღარი ეთიოპები, ღვთისკენ მოსწრაფე და ყურადღებიანი სული განსაკუთრებით ფხიზლობს ლოცვის ჟამს, უცხოს, გარეშეს არ იღებს.

წმინდა მაკარი ჰყვებოდა თავის უფრო საშინელ ხილვაზე. ძმები მიეახლნენ საზიარებლად ღვთის საიდუმლოს. როგორც კი ზოგიერთმა გაუშალა ხელი უფლის პატიოსანი სისხლისა და ხორცის მისაღებად, ეშმაკები, თითქოს მღვდლებმა გააფრთხილესო, ხელში ნახშირს უდებდნენ, ამასობაში მღვდლისაგან მიწოდებული ხორცი უფლისა, უკან, საკურთხეველში წაიღებოდა. პირიქით, უფრო ღირსეულ მაზიარებელს ბოროტი სულები შეძრწუნებულნი გაურბოდნენ. ხედავდა ასევე უფლის ანგელოზსაც, რომელიც მღვდელთან ერთად ურიგებდა მაზიარებლებს წმინდა ძღვენს. მას მერე მიისვენა მაკარიზე ღვთის მადლმა, რომელიც მას ღამისთევისას ფსალმუნთა და ლოცვების კითხვისას გამოუცხადებდა, ბოროტ სულთაგან შთაგონებული ძმები როგორ მიეცემოდნენ გულისთქმებს, მისთვის ცხადი იყო საკურთხეველს მიახლებულ ძმათა მანკიერება თუ ღირსება.

ერთხელ, ორივე მაკარი გზაზე უცნობ ძმას შეხვდნენ და მერე მდინარის გადასალახავად ავიდნენ გემზე, რომელზეც იმყოფებოდნენ ტრიბუნები, მდიდარი და ძალმოსილი ხალხი.

ერთმა მათგანმა შეამჩნია ხომალდის განაპირას მჯდარი ორი უბრალო სამოსიანი უბარგო ბერი და მიუბრუნდა მათ:

- ნეტარ ხართ თქვენ, რამეთუ უარჰყავით სოფელი და არაფერს მოელით მისგან, მცირეოდენი საზრდელისა და გლახაკის სამოსის გარდა!

- მართალი თქვი: ვინც გაყვება ღმერთს, სოფელთან აღარაფერი შეჰკრავს, - უპასუხა ერთ-ერთმა მაკარიმ, - მაგრამ გვწყინს, რომ თქვენ პირიქით, ერთგულებთ სოფელს.

ამ სიტყვებით შეძრულმა ტრიბუნმა შინ დაბრუნებისთანავე დაუტევა ყოველივე, საბადებელი გლახაკებს გაუნაწილა და შეუდგა ღვთისმსახურებას".

ერთხელ წმინდანს დაეუფლა ამპარტავნული აზრი, რომ რომში წასულიყო სნეულთა განსაკურნებლად. ახოვანმა მოსაგრემ ტომარა ქვიშით დატენა, ზურგზე მოიგდო და მანამ დადიოდა ამ ტვირთით უდაბნოში, სანამ სხეული სრულიად არ გათანგა და მაცდური სულიც არ გაუქრა.

ამ წმინდა მამას უდაბნოში რამდენიმე სენაკი ჰქონდა, რომლებშიც სხვადასხვაგვარად იღწვოდა. ისინი ერთმანეთისგან მოშორებით იყვნენ აშენებულნი. ერთი უდაბნოს სიღრმეში - სკიტში იყო, მეორე - ლუბიაში, სხვა კი ნიტრიის მთაზე. ამ სენაკთაგან ზოგი ბნელი და უკარო იყო. მასში წმინდა მამა მარხვის დღეებს ატარებდა. სხვა სენაკები ისეთი პატარა და ვიწრო იყო, რომ კაცი ფეხსაც ვერ გაშლიდა. მესამე სენაკი ყველაზე დიდი იყო. ის წმინდა მამასთან სტუმრად მისულებისათვის იყო განკუთვნილი.

ხანგრძლივი და დაუცხრომელი ღვაწლისთვის ღმერთმა მაკარის სასწაულთქმედების და ადამიანთა ფარული აზრების განჭვრეტის ნიჭი მიმადლა და მრავალი საოცარი ჩვენების ხილვის ღირსიც გახადა.

წმინდა მამა გარდაიცვალა 100 წლისა.
......................
გამოყენებული ლიტერატურა:

"ლავსაიკონი", ქეთევან მამასახლისის თარგმანი. გამომცემლობა "ახალი ივირონი", "საეკლესიო ბიბლიოთეკა", ტ. XIV, 2010 წ.

"წმინდანთა ცხოვრება", ტ. I, თბილისი, 2001 წ.

ხატის წყარო

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, რომელიც ქალაქ კესარიის მახლობლად მდებარეობდა, ცხოვრობდა ღირსი მონაზონი ზოსიმე. მშობლებმა იგი სიყრმეშივე მისცეს აღსაზრდელად ამ მონასტერში და უკვე 53 წელი იყო, რაც აქ მოღვაწეობდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler