ღირსნი მარტინიანე (+1483) და გალაქტიონ ბელოზერელები
ღირსნი მარტინიანე (+1483) და გალაქტიონ ბელოზერელები
ღირსი მარტინიანე ბელოზერელი (ერისკაცობაში მიხეილი) 1370 წელს დაიბადა სოფელ ბერეზნიკში. ცამეტი წლის იყო წმინდანი, როცა მონასტერში მივიდა და ღირს კირილე ბელოზერელს (ხს. 9 ივნისს) დაემოწაფა. გამოხდა ხანი და წმინდანი ჯერ ბერ-დიაკვნად აკურთხეს, შემდეგ კი მღვდელ-მონაზვნად. ღირსი კირილეს (+1427) სიკვდილის შემდეგ ნეტარი მარტინიანე ვოჟის ტბაში მდებარე უკაცრიელ კუნძულზე განმარტოვდა, სადაც თანდათან საძმო შეიკრიბა. წმინდა მამამ მათთვის უფლის ფერისცვალების ტაძარი ააგო და წეს-განგებაც შეუდგინა. წლების მერე მას ღირსი თერაპონტეს მონასტრის ძმებმა წინამძღვრობა სთხოვეს. მისი ბრძნული იღუმენობის დროს სულიერი ცხოვრება ყვაოდა ამ სავანეში. 1446 წელს მარტინიანე სერგი რადონეჟელის სავანის წინამძღვარი გახდა.

1455 წელს ღირსი მამა კვლავ დაუბრუნდა თერაპონტეს მონასტერს და მიუხედავად მისი უძლურებისა, ძმებმა ის ისევ იღუმენად აირჩიეს. სიცოცხლის უკანასკნელ წლებში იგი ძლიერ ავადმყოფობდა, სიარულიც არ შეეძლო და მოწაფეებს დაჰყავდათ ტაძარში. წმინდანი გარდაიცვალა 85 წლისა 1483 წელს. 1514 წელს მოხდა მისი უხრწნელი ნაწილების აღმოყვანება. მისი ოფიციალური კანონიზება 1553 წელს მოხდა.

ღირსი გალაქტიონ ბელოზერელი თერაპონტეს მონასტერში ცხოვრობდა და ღირსი მარტინიანეს მოწაფე და მორჩილი იყო. წმინდანი მამასავით უვლიდა მოხუც მოძღვარს. როცა იგი დაუძლურდა, საკუთარი მხრებით დაჰყავდა ტაძარში. ხედავდა რა მოწაფის სულიერ ზრდას, მარტინიანემ იგი სალოსობის მძიმე ღვაწლზე აკურთხა.

ღირსი გალაქტიონი გარდაიცვალა 1506 წელს და მოძღვრის, მარტინიანე ბელოზერელის ფერხთით დაკრძალეს, ღირსი თერაპონტეს მონასტერში.

ხატის წყარო
......................
ამავე დღეს ბიზანტიური სვინაქსარი მოიხსენიებს რვა ნიკეელ მოწამეს, მახვილით მოწყვეტილთ. ასევე მახვილით მოკლულ წმინდა მოწამე ევთასიას.

* * *
ამავე დღეს არის ხსენება მღვდელმოწამე ტიგრიოს ხუცესისა და მოწამისა ევტროპიოს წიგნისმკითხველისა (†395-408 ხსენება ასევე 16.06-ს)

* * *
ღირსისა ელია მეუდაბნოესა მეგვიპტელისა, საკვირველმოქმედისა (†IV; ხს. ასევე 8.01-ს)

* * *
წმინდისა ელიანოს რომაელისა ბრიტანეთში მოღვაწისა (VI ს).

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საქართველოს ეკლესია სამოციქულოა. გადმოცემის მიხედვით, სულთმოფენობის შემდგომ, როცა მოციქულებმა წილი ჰყარეს და სხვადასხვა ქვეყანაში წავიდნენ საქადაგებლად, საქართველო ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს ერგო

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler