ღირსი ევსტათი საკვირველთმოქმედი (+ 886/903) - 09 ( 22) იანვარი
ღირსი ევსტათი საკვირველთმოქმედი (+ 886/903) - 09 ( 22) იანვარი
ღირსი ევსტათი დაიბადა ბითინიაში, ტარსის ოლქში, დაბა ვიცინიასში, გიორგისა და მეგიფის წარჩინებულ ოჯახში დაიბადა.

ჭაბუკმა, რომლის გულიც საღვთო ტრფიალებით აღვსილიყო და ღვთისთვის ცხოვრება სწყუროდა, 20 წლისამ ფარულად დატოვა ოჯახი, აგვაროვის სავანეში (ოლიმპოზე, მცირე აზიაში) მივიდა და იქ დაემკვირა, სადაც მისი ორი ბიძა, - ბასილი და იღუმენი გრიგოლი მოსაგრეობდნენ.

გრიგოლი ხშირად შეახსენებდა დისშვილს, რომ მონაზვნური ცხოვრებისთვის ახალგაზრდული ცეცხლის გარდა თავშეკავება და ვნებებთან გამუდმებული ბრძოლა იყო აუცილებელი.

- ვუწყი, მონაზვნობის ღირსი არ ვარ, მაგრამ უფალმა მაინც მომიწოდა, სხვა ვინ აღანთებდა ჩემში ამ დაუძლეველ სურვილს მონაზვნობისას, ან მშობლებთან გაყრის ძალას ვინ მომანიჭებდა?

ღმერთმა, რომელმაც ამ ადგილას მომიყვანა, იმის ძალასაც მიწყალობებს, ყოველი განსაცდელი დავითმინოო, - პასუხობდა ევსტათი.

გრიგოლმა, ოდეს იხილა დისშვილის დიდი სიმტკიცე და მოშურნეობა, აღარ დაყოვნებულა და ბერად აღკვეცა.

ახლადშემონაზვნებულმა თავი სრულიად მიუძღვნა სავანის ძმათა მსახურებას, უმკაცრეს ღვაწლს მიეცა, ოდენ პურითა და წყლით საზრდოობდა, ღამეებს ლოცვაში განლევდა.

სამოსად ერთადერთი შალის კაბა ემოსა, ლოგინადაც ის ჰქონდა, - მიწაზე გაშლიდა და ისე ისვენებდა, რამეთუ საკუთარი სენაკიც არ გააჩნდა.
საღვთო ტრფიალებით აღსავსე ბერი ძმებმა სავანის იღუმენად აირჩიეს.

ღირს იოანიკესთან (ხსენება 4 ნოემბერს) შეხვედრის შემდეგ მას ტრიკალიკაზე გაჰყვა, შემდეგ კი ორივე ლიდიის მახლობელ მთაზე დაფუძნდა.

იქვე იხილა ევსტათიმ, თუ რა სულიერ ნიჭებს ფლობდა წმინდა იოანიკე. სწორედ მან იწინასწარმეტყველა, რომ ხატმებრძლობა შეწყდებოდა, ევსტათის კი მონასტრის იღუმენად აკურთხებდნენ.

813 წელს, ბულგარელთა დამარცხების შემდეგ, იგდო რა ხელთ ლეონ სომეხმა კონსტანტინოპოლის ტახტი, კვლავ განაახლა თავისი უსჯულო საქმე, ქრისტიანნი, განსაკუთრებით - მონაზვნები, იძულებულნი შეიქმნენ, თავიანთ სამყოფელთ გასცლოდნენ და მთებსა და უკაცურ ადგილებს  შეჰხიზვნოდნენ.

სხვებთან ერთად ღირსი ევსტათიც განერიდა დევნას და ნეტარ იოანიკესთან ერთად კორაკოკეფალოს მთაზე დამკვიდრდა. სწორედ წმინდა იოანიკემ იწინასწარმეტყველა ხატმებრძოლთა დევნის კვლავ შეწყვეტა და წმინდა მეთოდეს გაპატრიარქება.

კონსტანტინოპოლს ევსტათი დაატყვევეს, სადაც ხატმებრძოლთაგან მრავალი ტანჯვა გადახდა.

ღვთის შეწევნით, სამშობლოში მობრუნება შეძლო, საძმო შეკრიბა და 842 წელს კვლავ ჩაუდგა სათავეში სავანეს.

მისი ცხოვრება ცოცხალი მაგალითი იყო, თუ რა არის მონაზვნობა, - დღის მანძილზე ძმებთან ერთად შრომობდა, ღამის უდიდეს ნაწილს - ლოცვასა და მეტანიებში განლევდა, ღვთისმსახურების ჟამს კი გულშემუსვრილი იმეორებდა: - უფალო, შემიწყალენ!

მონასტრის სენაკებს და მამებს ხშირად აკითხავდა, გზად კი თუ უპოვარი შემოხვდებოდა, საკუთარ სამოსს და ცხენს აძლევდა. ერთხელ ერთ გაღატაკებულ გლეხს მონასტრის კუთვნილი, ერთადერთი ხარი აჩუქა, კონსტანტინოპოლიდან დაბრუნების შემდგომ კი იმპერატორისგან მონასტრის ნაწყალობევი მთელი თანხა ღატაკთ დაურიგა.

ერთ დღეს ნეტარს გზად სრულიად სასოწარკვეთილი კაცი შეხვდა, მრავალრიცხოვან ცოდვათა გამო თავის მოკვლა რომ განეზრახა. ნეტარმა ანუგეშა, ხელი გამოართვა, თავზე დაიდო და უთხრა:

- შვილო ჩემო, შენი ცოდვების სიმძიმეს საკუთარ თავზე ვიღებ და საშინელ სამსჯავროზეც შენს ნაცვლად პასუხსაც მე ვაგებ, ახლა ისღა დაგრჩენია, თოკი აიღო და უფალს მიენდოო!

ღირსი მამა ლოცვით განამრთელებდა სნეულთ, მკვდართ აღადგენდა, ხანძრებს აქრობდა და კიდევ უამრავ სასწაულს სჩადიოდა.

ერთხელ, წმინდა ევსტათის კონსტანტინოპოლს მორიგი ვიზიტისას, გზაში გემი რიფს წამოედო და დაზიანდა... ამის შესახებ მის გარდა არავინ იცოდა. მთელი გზა ლოცულობდა ნეტარი, გემში წყალმა მისი წყალობით ვეღარ შეაღწია, პორტში ხომალდი უკანასკნელმა დატოვა და როგორც კი მიწაზე ფეხი დადგა, გემი მყის ჩაიძირა.

საკვირველი იყო მისი გარდაცვალებაც: - როგორც კი სავანეს მიაღწია, სიკვდილის მოახლოება იგრძნო, უკანასკნელი კურთხევისთვის მამები შეკრიბა და ევედრა, წმინდა ეკლესიისთვის ეერთგულათ და კეთილი ნაყოფი გამოეღოთ, ხელნი ზეცად აღაპყრო, სული უფალს შეავედრა და 95 წლისა მიიცვალა.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat