ღირსი პეტრე, სებასტიელი ეპისკოპოსი (IV საუკუნე) - 09 ( 22) იანვარი
ღირსი პეტრე, სებასტიელი ეპისკოპოსი (IV საუკუნე) - 09 ( 22) იანვარი
წმინდა ბასილი დიდისა და წმინდა გრიგოლ ნოსელის კიდევ ერთი წმინდანად შერაცხილი დედმამიშვილი გახლავთ წმინდა პეტრე სებასტიელი.

წმინდა მაკრინეს დიდი წვლილი მიუძღვის უმცროსი ძმის, პეტრეს აღზრდაში. ის დაიბადა 341 წელს. ნაბოლარა ძმა, პეტრე, წმინდა მაკრინეს პირველი დამხმარე იყო ანგელოზური ცხოვრებისა და ცათა სასუფეველში დამკვიდრებისაკენ სწრაფვაში. ის რომ დაიბადა, გარდაიცვალა მამა.

მაკრინემ ჩვილი ბავშვი ძიძას გამოართვა და თვითონ გაზარდა.

წმინდა მაკრინემ პეტრეს საუკეთესო აღზრდა-განათლება მისცა. ჯერ კიდევ მცირეწლოვანებიდან შეაჩვია წმინდა მეცნიერებებს, რათა მის სულს საშუალება არ ჰქონოდა ამქვეყნიური ამაოებისაკენ გადახრილიყო. ის იყო ობოლი ძმისათვის დედაც, მამაც, მასწავლებელიც, აღმზრდელიცა და მრჩეველიც ყველა საქმეში. მან იგი აღზარდა ისეთად, რომ ჭაბუკობის მშვენიერ პერიოდში უკვე მიისწრაფოდა უმაღლესი მიზნის - სიბრძნისმცოდნეობის დასაუფლებლად და ბუნებრივი ნიჭით დაჯილდოებულმა ყველა ხელობა თვითონ შეისწავლა, - საერთოდ, ნებისმიერ საქმეს ადვილად ითვისებდა და სრულყოფილად ეუფლებოდა.

ცოდნას თვალსაჩინოებისათვის არაფრად მიიჩნევდა, თვლიდა, რომ ყველაზე კარგი მასწავლებელი ბუნებრივი ნიჭი იყო, თანაც მაგალითს ყოველთვის დისგან - მაკრინესაგან იღებდა, რადგან იგი სიკეთის განსახიერებად მიაჩნდა და იმდენად დიდ წარმატებებს მიაღწია ღვთისათვის სათნოებების კეთებაში, რომ ამ ღვაწლით წმინდა ბასილი დიდს უტოლდებოდა. მაგრამ როგორც წმინდა გრიგოლ ნოსელი აღწერს, ეს ყველაფერი იყო მოგვიანებით. მანამდე კი პეტრე დედასა და დას ენაცვლებოდა ყველა საქმეში, ეხმარებოდა მათ, მიახლოებოდნენ ანგელოზურ ცხოვრებას.

368-369 წლებში, როდესაც მძიმე შიმშილობა დაიწყო და ყოველი მხრიდან მოდიოდნენ შორეულ ადგილებში დახმარებისა და შემწეობის სათხოვნელად, მან, თავისი მოხერხებულობით, საკვები ისე გაამრავლა, რომ უკაცრიელი კუთხე ლტოლვილებს ქალაქი ეგონათ.

სწორედ ამ პერიოდში დედამ, წმინდა ემილიამ, ორივე შვილის კეთილდღეობა შეავედრა უფალს, მათ ხელებში დალია სული და გადასახლდა ღმერთთან.

როდესაც 370 წელს ბასილი დიდი აკურთხეს ეპისკოპოსად და ხელი დაასხეს კესარიის უდიდესი ეკლესიის წინამძღვრად, მან ძმა თავისთან წაიყვანა და სებასტიის ეკლესიის დეკანოზად აკურთხა.

ამის შემდეგ იგი ცნობილია, როგორც წმინდა პეტრე სებასტიელი. მოღვაწეობის ადგილის სიახლოვის წყალობით შესაძლებელი გახდა ერთობლივად ეღვაწათ ქრისტესათვის და ცხოვრების წესად გაეხადათ ყველა ის დოგმატიკური კანონი, რომელთა დამკვიდრებისათვის დაუღალავად იღვწოდა წმინდა ბასილი.

ძმები ერთად 9 წელი მოღვაწეობდნენ და ამით მათი ცხოვრება კიდევ უფრო წმინდა სათნოებებით აღივსო.

პეტრე სებასტიელი ბასილი დიდის გარდაცვალების შემდეგ სებასტიის ეპისკოპოსად დაადგინეს.

მღვდელმთავარი პეტრე ესწრებოდა კონსტანტინოპოლში 380, 381, 382, 383 წელს გამართულ მსოფლიო საეკლესიო კრებებს და წმინდა გრიგოლ ნოსელთან ერთად დიდი წვლილი მიუძღვის ერესების დამარცხებასა და მართლმადიდებლობის გაძლიერებისათვის წმინდა ბასილი დიდის საქმის ბოლომდე მიყვანაში.




ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, რომელიც ქალაქ კესარიის მახლობლად მდებარეობდა, ცხოვრობდა ღირსი მონაზონი ზოსიმე. მშობლებმა იგი სიყრმეშივე მისცეს აღსაზრდელად ამ მონასტერში და უკვე 53 წელი იყო, რაც აქ მოღვაწეობდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler