წმიდა ფილიპე, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის მიტროპოლიტი, სასწაულმოქმედი (+1569 წელი) - 09 ( 22) იანვარი
წმიდა ფილიპე, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის მიტროპოლიტი, სასწაულმოქმედი (+1569 წელი) - 09 ( 22) იანვარი
მღვდელმთავარი ფილიპე მოსკოველი (ერობაში თევდორე) 1507 წელს იშვა. ერთგული და თავდადებული სამსახურის გამო მოსკოველ მთავართა კარზე მეტად დაწინაურებულ კოლიჩევთა მემკვიდრე გახლდათ.

წმიდანის მამა, ბოიარი სტეფანე ივანეს ძე, განათლებული და მხედრული სულისკვეთებით აღსავსე კაცი, გულმოდგინედ ამზადებდა შვილს სახელმწიფო სამსახურისთვის. დედა კი, ღვთისმოშიში და სათნო ბარბარე, ღვთის სიყვარულით აღზრდიდა მის სულს (ბარბარე შემდგომ ბარსანოფიას სახელით აღიკვეცა).

ყმაწვილმა მეტად შეიყვარა საღვთო წერილი და წმიდა მამათა მემკვიდრეობა და მალე ფრიადაც განიწაფა. მოსკოვის დიდმა მთავარმა, ვასილი III ივანეს ძემ, ივანე მრისხანეს მამამ, სამეფო კარზე მიიწვია ახალგაზრდა თევდორე. მომავალ წმიდანს სასახლის კარის მშფოთვარე და ამაოებით აღსავსე ცხოვრება სძაგდა, მოსკოვის სულისშემხუთველი ატმოსფერო თრგუნავდა, მისი სული მონაზვნური ღვაწლისა და ლოცვითი განმარტოებისკენ ისწრაფვოდა.

ამიტომ ფარულად დატოვა მოსკოვი. გარკვეული ხნით ონეგის ტბის სანაპიროზე, სოფელ ხიჟში ცხოვრობდა და თავს მწყემსობით ირჩენდა, შემდეგ კი სულიერი მოღვაწეობის სურვილმა თეთრ ზღვაზე მდებარე სოლოვკების მონასტერში მიიყვანა.

აქ წმიდანი ყველაზე მძიმე მორჩილებას აღასრულებდა: - შეშას ჭრიდა, მიწას ამუშავებდა, წისქვილში მუშაობდა. წელიწადნახევრის შემდეგ თევდორე კოლიჩევი, მისივე სურვილით, იღუმენმა ალექსიმ ბერად აღკვეცა და ფილიპე უწოდა.

1546 წელს მთავარეპისკოპოსმა თეოდოსიმ ფილიპე სოლოვკების სავანის იღუმენად აკურთხა. ახალმა წინამძღვარმა ბევრი იღვაწა მონასტრისათვის: - ახალი წესდება შეადგინა და ორი დიდებული, - ღვთისმშობლის მიძინებისა და უფლის ფერისცვალების სახელობის ტაძრები აღაშენა.

როგორც მატიანე იუწყება, რიგითი მუშასავით ირჯებოდა, შემდგომ კი ფერისცვალების ტაძრის ჩრდილოეთ კარიბჭესთან მოძღვრის, იონას საფლავის გვერდით, საკუთარი ხელით გაითხარა სამარე.

მონასტერში სულიერი ცხოვრება ყვაოდა...

18 წელი წინამძღვრობდა სოლოვკების სავანეს წმიდა მამა და იმდენი იღვაწა ამ ხარისხში, რომ სოლოვკელ საკვირველთმოქმედებთან, ზოსიმესა და საბასთან ერთად, მასაც სამართლიანად თვლიან ამ სავანის დამაარსებლად.

შემდეგ უფალმა ფილიპეს სხვა სამსახურისკენ მოუწოდა: - სოლოვკელი განდეგილი ივანე მრისხანეს გაახსენდა და გადაწყვიტა, რუსეთის ეკლესიის საჭეთმპყრობლად დაედგინა. მეფე იმედოვნებდა, რომ მღვდელმთავარი ფილიპე მისი ერთგული თანამოსაგრე, მოძღვარი და მრჩეველი იქნებოდა, საერთო არაფერი რომ არ აქვთ ურჩ და მოჯანყე ბოიარებთან.

ფილიპე დიდხანს უარობდა: - იოანესთან სულიერ სიახლოვეს ვერ გრძნობდა. მეფეს სთხოვდა, ოპრიჩნინა გაეუქმებინა, – სამეფო ძალაუფლების განსამტკიცებლად შექმნილი ძალა, სასტიკად უსწორდებოდა ბოიარებს, მსხვილ მიწათმფლობელებს და, საერთოდ, ყველას, ვინც კი მეფისადმი არაკეთილგანწყობაში შეინიშნებოდა და ამ საბაბით ბევრ უსამართლობასაც სჩადიოდა.

ბოლოს მრისხანე მეფემ და წმიდა მიტროპოლიტმა გადაწყვიტეს, ფილიპე არ ჩარეულიყო ოპრიჩნინისა და სახელმწიფო საქმეებში, არ დაეტოვებინა მიტროპოლია და წინამორბედ მიტროპოლიტთა მსგავსად, მეფის მრჩეველი და დასაყრდენი ყოფილიყო.

1566 წლის 15 ივნისს ფილიპე მოსკოველი საეპისკოპოსო პატივით შემოსეს.

მღვდელმთავარმა ფილიპემ გადაწყვიტა, წინ აღდგომოდა მრისხანე თვითმპყრობელს.

1567 წელს ახალი შეთქმულება გაიხსნა: - მოღალატეები აპირებდნენ, ხელში ჩაეგდოთ მეფე და პოლონელთათვის გადაეცათ, რუსეთის საზღვარს რომ მოსდგომოდნენ. ივანე მრისხანე სასტიკად გაუსწორდა შინამტრებს.

ძალიან უმძიმდა ფილიპეს, მაგრამ, როგორც ერის სულიერი მამა, თავს ვალდებულად თვლიდა, სიკვდილით დასჯილებს გამოსარჩლებოდა.
საბოლოო განხეთქილება მეფესა და მღვდელმთავარს შორის 1568 წელს მოხდა. ჯვრის თაყვანისცემის კვირიაკეს, როცა მეფე, ჩვეულებისამებრ, ოპრიჩნიკებთან ერთად შევიდა მიძინების ტაძარში, მღვდელმთავარმა უარი განაცხადა მის კურთხევაზე და გაბედულად ამხილა ოპრიჩნიკების უსჯულოება.

ივანემ მას რისხვით მიმართა:

" - ჩვენ დაგვიპირისპირდი? ვნახოთ, როგორი მტკიცე ხარ!" და დასძინა: " - ძალიან რბილად გეპყრობით!"

მეფე კიდევ უფრო სასტიკი გახდა მოწინააღმდეგეთა მიმართ, სისხლისღვრა გაძლიერდა. აღმსარებელი მღვდელმთავრის ბედიც გადაწყვეტილი იყო, მაგრამ ივანე მრისხანემ ისურვა, ყველაფერი გარეგნული წესისამებრ აღესრულებინათ.

ბოიართა სათათბირომ მორჩილად გამოუტანა მსჯავრი რუსეთის ეკლესიის მესაჭეს. შემდეგ კი მიტროპოლიტი ფილიპე გაასამართლეს საჯაროდ.

ორი ცრუმოწმეც გამოჩნდა, - სოლოვკის სავანის ბერები, მისი ყოფილი მოწაფეები, მის მიერვე ხელდასმულნი. წმიდა ფილიპეს ბევრ რამეში დებდნენ ბრალს, მათ შორის - ჯადოქრობაშიც.

" - წინაპართა მსგავსად, მწირი ვარ ამსოფლად, მზად ვარ, ვეწამო ჭეშმარიტებისათვის!" – აღუშფოთებლად პასუხობდა მღვდელმთავარი, ყველა ბრალდება უარყო და მღვდელმთავრობაზე უარი თქვა.

წმიდანს ახალი შეურაცხყოფა ელოდა: - მას შემდეგ, რაც სიკვდილამდე პატიმრობა მიუსაჯეს, წმიდა ფილიპე აიძულეს, მიძინების ტაძარში ეწირა, რაც 1568 წლის 8 ნოემბერს მოხდა. შუა მსახურებისას ტაძარში ოპრიჩნიკები შემოიჭრნენ, სახალხოდ წაიკითხეს სამსჯავროს განაჩენი, რომელიც ჩირქს ცხებდა მღვდელმთავარს, შემოაძარცვეს შესამოსელი, ძველი ფლასები ჩააცვეს, ტაძრიდან განდევნეს და უბრალო მარხილით ღვთის განცხადების სახელობის მონასტერში გადაიყვანეს. შემდეგ მოსკოვის მონასტრების სარდაფებში დიდხანს აწამებდნენ, ბორკილებით შებოჭეს, ქედზე კი უზარმაზარი ხუნდი დაადეს, ბოლოს კი ოპრიჩნიკების მეთაურმა, მალიუტა სკურატოვმა ბალიშით გაგუდა.

სიკვდილამდე სამი დღით ადრე განჭვრიტა მღვდელმთავარმა საკუთარი გარდაცვალება და ქრისტეს სისხლსა და ხორცს ეზიარა. ფილიპეს წმიდა ნაწილები ჯერ იქვე, მონასტერში გადაასვენეს (1591 წლის 11 აგვისტოს), შემდგომ კი – მოსკოვში (1652 წლის 3 ივლისს).

წმიდა მღვდელმთავარმა ფილიპემ სიცოცხლეშიც და სიკვდილის შემდგომაც მრავალი სასწაული და კურნება აღარსულა.




ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat