წმინდა კოზმა იერუსალიმში დაიბადა, კონსტანტონოპოლს კი იმისთვის ჩამოვიდა, რომ მშვიდი მონაზვნური ცხოვრებით ეცხოვრა. მის დიდ მორჩილებასა და ღვთივსათნო საქმეებს ყველა ძალზე აფასებდა.
90 წლის იყო, 1075 წლის 2 აგვისტოს კონსტანტინოპოლის საპატრიარქო ტახტზე რომ აღსაყდრდა.
მიუხედავად მისი დიდი მცდელობისა და წმინდა კოზმას ხელით მირონცხებულ იმპერატორ ნიკიფორე მესამის (1078 - 1081 წლები) დიდი კეთილგანწყობისა, პატრიარქი მალე დარწმუნდა, რომ იმ მძიმე ვითარების გამოსწორება არ შეეძლო, რომელშიც იმხანად ეკლესია აღმოჩნდა, ამიტომ, 1081 წლის 8 მაისს საპატრიარქო პატივზე უარი თქვა და ერთ - ერთ მონასტერში განმარტოვდა, სადაც მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.
წმინდა კოზმას ლოცვით უფალმა არაერთი სასწაული აღასრულა.
იგი ხორას მონასტერში დაიკრძალა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი