ღირსი ნიკოდიმოს ტისმანელი მაკედონიის ერთ-ერთ ცენტრალურ რაიონში დაიბადა. წმინდანის მამა ბერძენი იყო, ხოლო დედა - სერბი.
ნიკოდიმოსმა მიიღო შესანიშნავი განათლება, იცოდა სერბული და ბერძნული ენები, ის შესანიშნავი მთარგმნელი და მწერალი იყო. ღირსი ნიკოდიმოს ტისმანელი ათონის წმინდა მთაზე შედგა ბერად სერბულ ქილინდარის მონასტერში. იქვე აკურთხეს მღვდლად და შემდგომში მონასტრის იღუმენად. ათონის წმინდა მთიდან ნიკოდიმოსი თავად ლაზარეს მიწაზე, სოფელ კლადოვაში გადასახლდა. აქ განაგრძო მან ასკეტური ცხოვრება. მალე ნიკოდიმოსის გარშემო უამრავი ძმა შემოიკრიბა. ბერებს შორის იყვნენ მოსაგრეები ათონის წმინდა მთიდან და სერბეთის მონასტრებიდან. მათ ააშენეს წმინდა სამების სახელობის ეკლესია. ღირსმა მამამ, უფლის გამოცხადების თანახმად, დუნაი გადაკვეთა და ახლანდელ რუმინულ ქალაქ ტურსევერინას მახლობლად წმინდა ანტონი დიდის სახელობის მონასტერი დააარსა.
შემდეგ წმინდა მამამ ვლახეთში, მდინარე ტისმანის ნაპირზე დააარსა მეორე მონასტერი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელზე. ორივე მონასტერს ნიკოდიმოსი ხელმძღვანელობდა. ისინი რუმინეთის სულიერების კერებად იქცა. 1375 წელს წმინდა თავადმა ლაზარემ და სერბეთის პატრიარქმა გაგზავნეს ბერების ჯგუფი ხუცესი ბერ ისაიას ხელმძღვანელობით კონსტანტინოპოლში სერბეთის და კონსტანტინეპოლის საპატრიარქოების შესარიგებლად. ამ ბერების შემადგენლობაში ღირსი ნიკოდიმოსიც შედიოდა, როგორც ბრძენი სასულიერო პირი და კარგი ბერძნულის მცოდნე თარჯიმანი. ღირსმა ნიკოდიმოს ტისმანელმა მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს 1406 წლის 26 დეკემბერს.
.................
წმინდა ნიკოდიმოსის ხატის წყარო
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი