წმინდა ბენიამინ კოსტაკი დაიბადა 1768 წელს მოლდავეთის სამთავროში, სოფელ როშიეტში და მიეკუთვნებოდა ბოლდურების ძველ, მოლდავეთში ცნობილ თავადურ გვარს.
ის ბერად აღიკვეცა 1783 წელს. 1788 წელს მოლდავეთის მიტროპოლიტმა ლეონმა (ტეუკე) იასის სამიტროპოლიტოში დაიბარა, მღვდელმონაზვნად ხელი დაასხა და საკათედრო ტაძრის დიდ ეკლესიარხად აკურთხა. 1792 წელს ის ჰუშის ეპისკოპოსად აირჩიეს, 1803 წელს - მოლდავეთის და სუჩავის მიტროპოლიტად და 40 წელი მართავდა მიტროპოლიას.
1803 წელს იასაში გახსნა სემინარია. ნიამეცის მონასტერში გახსნა ახალი მიტროპოლია. მთელი ცხოვრება ზრუნავდა ხალხის განათლებაზე.
წმინდა ბენიამინი 1846 წლის 18 დეკემბერს გარდაიცვალა. 1886 წელს მისი ნეშტი სლატინას მონასტრიდან იასაში, ახალ საკათედრო ტაძარში გადაასვენეს.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი