წმინდა დიონისე ზაკინთოელი (+1622) - 17 (30) დეკემბერი
წმინდა დიონისე ზაკინთოელი (+1622) - 17 (30) დეკემბერი
წმინდა დიონისე (ერისკაცობაში დრაგანიტ) 1547 წელს დაიბადა ბერძნულ კუნძულ ზაკინთოზე, სეგურისების ცნობილ და ღვთისმოსავ ოჯახში. მისი წინაპრები მამის მხრიდან წარმოშობით ნორმანდიელი არისტოკრატები იყვნენ. ისინი ნორმანდიიდან იტალიაში, ხოლო იქიდან ზაკითოში გადასახლდნენ, სადაც კუნძულის სამხრეთ-დასავლეთით მიწა იყიდეს და უმეტესმა ნაწილმა მართლმადიდებლობა მიიღო. დედის მხრიდან კი ცნობილ ვენეციურ გვარს - ბალბოსებს მიეკუთვნებოდა.

გადმოცემით, მისი ნათლია წმინდა გერასიმე კეფალენიელი გახლდათ და დაწყებითი განათლება მეცნიერ ნიკოლოზ კეროფილსთან მიიღო. შემდგომში კი სწავლობდა გამოჩენილ ევროპელ მეცნიერებთან და ღვთისმეტყველებთან, რომლებიც ზაკინთოში მოღვაწეობდნენ კარგად შეისწავლა ძველბერძნული, ლათინური, იტალიური ენები, წმინდა წერილი და მამათა ნაწერები. მშობლების გარდაცვალების შემდეგ, 21 წლისამ, თავისი წილი ქონება უმცროს და-ძმას დაუტოვა და დანიელის სახელით აღიკვეცა მონაზვნად სტროფადესის მონასტერში, რომელიც ზაკინთოს სამხრეთით სტროფადესის კუნძულებზე მდებარეობდა. მიუხედავად ახალგაზრდობისა, იგი მაგალითი გახდა მონაზვნური მორჩილებისა, მოშურნედ მარხულობდა, ლოცულობდა, სწავლობდა და თავისი ღვაწლით წარემატა კიდეც გამოცდილ მონაზვნებს. საზოგადოებრივი პატრონაჟის უფლებით 1568 წელს, ზაკინთოში, ანაფონიტრიის ღვთისმშობლის მონასტრის ხელმძღვანელობა იდო თავს. ერთი წლის შემდეგ დიაკვნად აკურთხეს, ხოლო 1570 წელს ზაკინთოსა და კეფალენიას ეპისკოპოსმა ფილოთეოს ლოვარდოსმა მღვდლად დაასხა ხელი.

1577 წელს მამა დანიელმა წმინდა მიწის მოლოცვა გადაწყვიტა, გზად ათენის მიტროპოლიტ ნიკანორთან შეიარა კურთხევისათვის. მან კი ეპისკოპოსად დაასხა ხელი და კუნძულ ეგინის სამწყსო ჩააბარა, სახელად კი დიონისე უწოდა.

ახალი ეპისკოპოსი თავს არ ზოგავდა სამწყსოსთვის. გლახაკები, ვაჭრები, სასულიერო პირნი, მდიდრები მისგან იღებდნენ რჩევას. სწორედ ეგინაში გამოიჩინა ნიჭი დაფარულმცოდნეობისა. მაგრამ ორი წლის მერე მან მოულოდნელად დაუტევა მღვდელმთავრობა (1579), და ზაკინთოში დაბრუნდა ანაფონიტრიის მონასტერში და კონსტანტინოპოლის პატრიარქმა იერემია II-მ ზაკინთოს ქორეპისკოპოსად დაადგინა, წმინდა დიონისე აქტიურად მონაწილეობდა საეკლესიო ცხოვრებაში, ასწავლიდა სამღვდელოებას და ხელს დაასხამდა. მღვდლები ხელდასხმისთვის კეფალენი¬ში აღარ მიდიოდნენ. მაშინ კეფალენიის და ზაკინთოს ეპისკოპოსი ვენეციაში ჩავიდა, რამეთუ მას ეკუთვნოდა კუნძული ზაკინთო და წმინდა დიონისეს უჩივლა, ჩემს საქმეებში ერევაო. 1581 წელს ვენეციის მმართველმა გამოსცა ბრძანება და წმინდა დიონისეს კეფალენიისა და ზაკინთოს ეპარქიაში ყოველგვარი საქმიანობა აუკრძალა. შემდეგ წელს ის ზაკინთოში წმინდა ნიკოლოზის ტაძრის მღვდლად დანიშნეს. კეფალონიის ეპისკოპოსის გარდაცვალების შემდეგ ერთ-ერთი კანდიდატი იყო ამ კათედრაზე, მაგრამ ეპისკოპოსად 25 წლის ნეოფიტე კოლოკიფასი აირჩიეს. ხოლო წმინდა დიონისე ანაფონიტრიას მონასტერში განმარტოვდა და მისი იღუმენი გახდა.

მონასტერში ღმერთთან მარტოდ დარჩენილი წმინდა დიონისე დიდი გულმოდგინებით შეუდგა მარხვა-ლოცვას და მღვიძარებას. არავის აძლევდა ნებას, მის კელიაში შესულიყო, თვითონ კი მხოლოდ მაშინ ტოვებდა, როცა მოწყალების დარიგება სურდა, ანდა მოწაფეები უნდა დაემოძღვრა.

სწორედ ამ დროს მიაწერენ მის თავს მომხდარ ერთ შემთხვევას:

კუნძულზე საშინელი ომი ატყდა ორ გვარს - მონდინოსებსა და სეგურისებს შორის. ეპისკოპოსმა მათი შერიგება ვერ შეძლო. მოხდა მკვლელობა, გამოცხადდა ვენდეტა. მალე კონფლიქტში მთელი კუნძული ჩაება. უფრო მეტი ძალადობა ხდებოდა. მოკლეს კონსტანტინე სეგურისი (ძმა წმინდა დიონისესი), მკვლელს მისი მომხრეები ფეხდაფეხ მისდევდნენ. მკვლელმა თავი მონასტერს შეაფარა, სადაც იღუმენი მოკლულის ძმა იყო. იღუმენის კითხვაზე, რა მოხდაო, მკვლელმა კონსტანტინეს მკვლელობა აღიარა და დამალვა შესთხოვა. გული შეემუსრა წმინდა დიონისეს, ესღა უთხრა, - რა დაგიშავა იმ კეთილშობილმა კაცმა, ასე უსამართლოდ რომ მოექეციო, მერე მკვლელი დააპურა და დამალა. ერთი გადმოცემით, აღსარების საიდუმლოში თვითონვე მიუტევა თავისი ძმის მკვლელს. მერე კი წაიყვანა, ჩასვა ხომალდში, საგზალი და ფული მისცა და გაისტუმრა. მკვლელმა მხოლოდ შემდგომ შეიტყო, ვის სტუმრობდა.

ამ უდიდესი სათნოებისთვის უფალმა წმინდა დიონისეს სასწაულმოქმედების მადლი უბოძა. ერთხელ მგზავრობისას თავსხმა წვიმამ მოუსწრო, მან ლოცვით აბობოქრებული მდინარე შეაჩერა და მოწაფესთან ერთად მშვიდად გავიდა მეორე ნაპირზე. ასევე შეიტყო, რომ ვინმე დაწყევლილი დედაკაცის გვამი ბუნებრივი სახით არ იხრწნებოდა. გაახსნევინა საფლავი, ქალს შენდობის ლოცვა წაუკითხა და გვამიც იმ წამსვე მტვრად იქცა. უფალმა მას დაფარულმცოდნეობის და გულისთქმების გარჩევის მადლი უბოძა, ამიტომაც ის მასთან აღსარებისთვის მისულებს შეახსენებდა ხოლმე დაფარულ ცოდვებს.

წმინდა დიონისე 1622 წელს გარდაიცვალა 75 წლისა. ანდერძისამებრ, სტროფედესის წმინდა გიორგის ტაძარში დაკრძალეს. სამი წლის შემდეგ მისი საფლავი გათხარეს. მღვდელმთავრის სხეული უხრწნელი დახვდათ და კეთილსურნელებას გამოსცემდა. შემდეგ უკვე ტახტზე მჯდარი მოათავსეს ლუსკუმაში და ტაძარში საპატიო ადგილას დაასვენეს. 170 წელს ზაკინთელი მონაზვნები და ერისკაცთა წარმომადგენლები კონსტანტინოპოლის პატრიარქს ეახლნენ თხოვნით - წმინდანად შეერაცხა დიონისე ზაკინთელი. მართლაც, კონსტანტინოპოლის პატრიარქმა გაბრიელ III-მ გამოსცა ბრძანება მისი კანონიზაციისა. სვინაქსარებში მღვდელმთავარს დიონისე-ახალი უწოდეს.

1716 წელს თურქები შეიჭრნენ კუნძულზე, რომელიც მაშინ ვენეციელებს ეკუთვნოდა. გაძარცვეს მონასტერი, წმინდანს ხელის თითები მოაჭრეს, მათმა მეთაურმა წმინდანის ცხედარი თან წაიღო და ქიოსის ეპისკოპოსს მიჰყიდა. სხვადასხვა მოვლენის შემდეგ წმინდა დიონისეს სხეული ზაკინთოში გადაასვენეს და წელიწადში ორჯერ ზეიმობენ მის ხსენებას, რადგან თვლიან, რომ იგი ზაკინთოს მფარველია.

ახლა კი წმინდა დიონისეს მოხდენილ სასწაულებს გაგაცნობთ

უშვილო წყვილი.

10 წლის უშვილო ცოლ-ქმარი მხურვალედ ევედრებოდა წმინდა დიონისეს. დაჰპირდნენ, თუ ბავშვი შეგვეძინება, ზაკინთოში მოვნათლავთო. გავიდა მცირე ხანი, მღვდელმთავარი გამოეცხადა ქალს - მალე შვილს გააჩენო. მართლაც, ქალმა ცხრა თვის შემდეგ ჯანმრთელი ბიჭი გააჩინა. როცა ბავშვს ხუთი წელი შეუსრულდა, ოჯახი აღთქმისამებრ ზაკინთოში გაემგზავრა. გზაში ბავშვი ავად გახდა და მოკვდა. გემი კუნძულიდან სამი მილით იყო დაშორებული. ნაპირზე გადასულმა უნუგეშო მშობლებმა ყრმა წმინდანის ლუსკუმის წინ დააწვინეს, თვითონ კი მუხლებზე დაემხნენ. უეცრად ბავშვი ატირდა! გახარებულმა მშობლებმა ბავშვი მონათლეს. ყმაწვილი ყოველ წელს, წმინდა დიონისეს ხსენებისას, სწირავს მადლობას მას თავისი საოცარი მკვდრეთით აღდგომისათვის.

ავადმყოფი გოგონა.

1841 წლის 17 დეკემბერს, წმინდა დიონისეს დღესასწაულზე, სპარტელმა ევსტატი იასტრიდისმა, რომელიც ზაკინთოში ცხოვრობდა, თავისი პატარა გოგონა, ეკატერინე, საბანში გაახვია და გზის პირას გაიყვანა, სადაც უნდა ჩამოევლო პროცესიას, რომელსაც წინ წმინდა დიონისეს წმინდა ნაწილები მოუძღოდა. გოგონა უეცრად დაბრმავდა და მძიმე სნეულებით სიკვდილის პირას იყო მისული. მამამ შვილი გზის პირას დააწვინა, მუხლებზე დაემხო და მხურვალედ ევედრებოდა წმინდა დიონისეს. პროცესიამ რომ ჩაიარა, იმ მომენტში გოგონას მხედველობა დაუბრუნდა და სრულიად განიკურნა.

ინგლისური ხომალდი.

ერთხელ კუნძულ ზაკინთოს სიახლოვეს ღუზა ჩაუშვა ინგლისურმა ხომალდმა, რომელმაც მანამდე შტორმის გამო ნავმისადგომთან მიახლოება ვერ შეძლო. ზღვა მთელი ღამე ბობოქრობდა, დილით ხომალდი საფრთხეში ჩავარდა. კაპიტანმა დაინახა, - ბერძენი ოფიცერი გემბანზე მუხლებზე დამხობილი ლოცულობდა. კაპიტანმა ჰკითხა, - ვის ევედრებიო. მღვდელმთავარ დიონისესო და მისდამი ლოცვების პასუხად მოხდენილ სასწაულებზე მოუყვა. ინგლისელმა კაპიტანმა სთხოვა, ლოცვაში მეც შემოგიერთდებიო. ერთად დაიწყეს ხომალდის გადარჩენისთვის ლოცვა. ქარი დაცხრა, ზღვა დაშოშმინდა, კაპიტანმა გემი ნაპირთან მიიყვანა, ემთხვია წმინდა დიონისეს ნაწილებს და გადარჩენისთვის სამადლობლად ვერცხლის კანდელი შესწირა.

მეზღვაურები.

სამი ადგილობრივი მეთევზე შტორმის დროს ზაკინთოს ნაპირის სიახლოვეს მოხვდა. მათ შეწევნისთვის წმინდა დიონისეს მოუხმეს. უეცრად დაინახეს, რომ წმინდა დიონისე აბობოქრებულ ზღვაზე მოდიოდა, რომელიც მის მოახლოებასთან ერთად მშვიდდებოდა. მან ნავი ნაპირთან გაიყვანა. მეთევზეები მისი წმინდა ნაწილების თაყვანისსაცემად გაიქცნენ. მღვდელი ამ მომენტში ტაძარში არ იყო, რომ მათთვის ლუსკუმა გაეღო. მეთევზეებმა ლუსკუმის წინ მუხლი მოიდრიკეს. უეცრად ჭრაჭუნი გაიგონეს და დაინახეს, რომ ლუსკუმა თავისით გაიღო, წმინდა ნაწილებს ეამბორნენ და ლუსკუმა თავისით დაიხურა. ამ მოვლენის მოწმე მეთევზეები და ტაძარში მყფი ხალხი იყო.

ბრმა მეწაღე.

ძალზე ღვთისმოშიშმა მეწაღემ პანაიოტის კალანცოპულოსმა მხედველობა დაკარგა. მხურვალედ ევედრებოდა მღვდელმთავარ დიონისეს. და აი, 14 დეკემბერს, თავის დღესასწაულამდე სამი დღით ადრე, წმინდანი მას ძილში გამოეცხადა: "შვილო, გამაგრდი, სამი დღის მერე განიკურნები". სამი დღის მერე, როცა წმინდა დიონისეს ნაწილები პანაიოტისის სახლის წინ ჩაატარეს, იგი სრულიად განიკურნა.

ხანძარი ეკლესიაში.

1849 წელს იმ ტაძრის მოლარემ, სადაც წმინდა დიონისეს ნაწილები განისვენებდა, ერთ ღამეს ძილში სამჯერ ნახა წმინდა დიონისე, მაგრამ ძილიდან ვერ გამოერკვა. მეოთხედაც დაესიზმრა იგივე სიზმარი. იგრძნო, რომ წმინდანი თითქოს ექაჩება და ეუბნება: "ადექი!" გაიღვიძა და ტაძარში შევიდა. კანდელებიდან ცეცხლი გლახაკთა სამოწყალო ხის ყუთს გადასდებოდა.

ხეიბარი.

ინვალიდმა იოანის მოფარდიოსმა, რომელსაც მრავალი წლის მანძილზე მხოლოდ რამდენიმე ნაბიჯის გა¬
დადგმა შეეძლო და ყავარჯნებს ეყრდნობოდა, ერთხელ, ზამთარში, წმინდა დიონისეს დღესასწაულზე, აიძულა საკუთარი თავი, შინიდან, ზაკინთოს გარეუბნიდან, ქალაქის საპორტო ტაძრამდე მისულიყო. ამ ადრე მისთვის დაუჯერებელი ღვაწლით დაუძლურებულმა, სთხოვა ძმებს, ნება მიეცათ, ღამე ტაძარში დარჩენილიყო, ბერები დათანხმდნენ. მთელი ღამე ფხიზლობდა. დილით კაკუნი მოესმა. მონაზვნები მოსულიყვნენ ლოცვაზე. მაგრამ ის დაღლილი იყო და კარამდე მისვლაც არ შეეძლო. უეცრად წმინდა დიონისეს ლუსკუმიდან ხმა მოესმა: "ადექი და გაუღე". მან დიდი ვაი-ვაგლახით მიაღწია კარამდე, გააღო და შინ წავიდა. თავისდა გასაკვირად, რაც უფრო სწრაფად მიდიოდა, მით უადვილდებოდა სიარული, რამდენიმე დღის მერე სრულიად განიკურნა.

იღუმენის ეჭვი.

მამა დანიელს, ერთ-ერთ იღუმენთაგანს იმ მონასტრისა, რომელშიც ინახებოდა წმინდა დიონისეს წმინდა ნაწილები, დიდხანს ეეჭვებოდა მეუფე დიონისეს სიწმინდე. იგი კარგი, კეთილსინდისიერი მღვდელი იყო და გულმოდგინედ ლოცულობდა და უფალმა განუცხადა, რომ მეუფე დიონისე მართლა სამოთხეში იმყოფებოდა. ცოტა ხნის მერე დაესიზმრა, რომ ის ღვთისმსახურს აკურთხებდა, ზარი დაერეკა და ყველა ცისკრის ლოცვაზე მოეხმო. ამ დროს გამოეღვიძა და ჩათვალა, რომ ცხადში აკურთხა ღვთისმსახურების დასაწყებად, წამოდგა და ტაძრისკენ გაემართა. გააღო კარი. შუა ტაძარში მღვდელმთავარი დიონისე იდგა, რომელიც ღვთისმსახურებისთვის სამღვდელმთავრო სამოსით იყო შემოსილი. მღვდელმთავარი ხელებით ორ დიაკვანს ეყრდნობოდა, რომლებიც მას მოსავდნენ. მღვდელმთავრის გვერდით ორი თეთრსამოსიანი მღვდელი იდგა. ერთი მათგანი მოუბრუნდა იღუმენს და ჰკითხა: "კიდევ ეჭვობ თუ უკვე დარწმუნდი?" ღრმად შეძრული იღუმენი ტაძრიდან გამოვიდა, მაგრამ თავის გრძობებს არ დაუჯერა და ჩუმად უკან შებრუნდა იმის სანახავად, იყო თუ არა იქ კიდევ მღვდელმთავარი დიონისე. მღვდლები და დიაკვნები იქ აღარ იყვნენ, მაგრამ იღუმენმა ცხადად დაინახა, რომ მღვდელმთავარი დიონისე უკან, თავის ლუსკუმაში ჩადიოდა. იღუმენი კეთილმოკრძალებულმა შიშმა შეიპყრო. გააღვიძა ძმები და ყველაფერი უამბო. მას მერე იგი მხურვალედ ქადაგებდა წმინდა მღვდელმთავარ დიონისეს სიწმინდესა და სასწაულებზე.
წმინდა დიონისე ზაკინთელის ხსენება იდღესასწაულება 17 დეკემბერს, მისი გარდაცვალების დღეს და 24 აგვისტოს, მის ნაწილთა ზაკინთოში გადასვენების დღეს.
.................

ხატის წყარო.

......................
აქვე ნახეთ:

წმინდა დიონისე ზეკინთელი-კაცი რომელმაც ძმის მკვლელს შეუნდო.

მთელი ცხოვრება გაურბოდა სახელსა და დიდებას



ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat