წმინდა დანიელი ესპანეთის სამხრეთით, გიბრალტარის მახლობელი კუნძულის მფლობელი იყო. კუნძულის სანაოსნო გზებთან მდებარეობით მან დიდი ქონება შეიძინა. მაგრამ, ქრისტიანული ღვთისმოშიშებით გაზრდილმა, არჩია ღმერთისთვის ემსახურა,
ვიდრე მამონასთვის. ქონება და ხელისუფლება შვილებს დაუტოვა, თვითონ კი რომში წავიდა და აღიკვეცა მონაზვნად. რომიდან კონსტანტინოპოლს ეწვია, სადაც მეფეებს რომანოზ I-ს და კონსტანტინე VII-ს შეხვდა და მათგან იერუსალიმის მონახულების ნებართვა აიღო. იერუსალიმში მან მოილოცა წმინდა ადგილები და მხცოვან პატრიარქ ქრისტოდულეს ხელთაგან დიდ სქემაში აღიკვეცა სტეფანეს სახელით. იერუსალიმში მან ბევრი ცემა-შეურაცხყოფა დაითმინა უსჯულო სარკინოზთაგან. იერუსალიმიდან ეგვიპტეში ჩავიდა, იქ შეიპყრეს და ორ მღვდელთან ერთად საპყრობილეში ჩააგდეს. ექვსი თვე აწამებდნენ შიმშილითა და წყურვილით, ხოლო შემდეგ წმინდა დანიელი ამირას წინაშე წარადგინეს, რომელმაც მძიმე ბორკილები დაადო და აიძულებდა რწმენის უარყოფას. წმინდანი არ შედრკა და მხნედ აღიარებდა, რომ იესო ქრისტეა ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი, ამის გამო დიდი ტანჯვა შეამთხვიეს. დაუძლურებული გარდაიცვალა (955 ან 956 წელს). ამბობენ, რომ წმინდა დანიელს უფლისგან წინასწარ ეუწყა გარდაცვალების ჟამი.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი