ღირსი თომა იღუმენი (IX-X) - 10 (23) დეკემბერი
ღირსი თომა იღუმენი (IX-X) - 10 (23) დეკემბერი
ეს ყოვლადდიდებული მოსაგრე IX-X საუკუნეთა მიჯნაზე, ლეონ VI ბრძენის იმპერატორობისას ცხოვრობდა, ბითვინიაში, ოლიმპოს მთის სიახლოვეს, კიმინის მთასთან დაიბადა.

მამასთან ერთად ხშირად აკითხავდა იქ მრავლად მოსაგრე მონაზონთა სენაკებს და ყრმობიდანვე შეიტკბო ანგელოზთასწორი ცხოვრება.

აითვისა რა საბერო მორჩილების საფუძველნი და ფსალმუნნი და მოციქულთა საქმე ზეპირად დაისწავლა, სიხარულით შემონაზვნდა და უმკაცრესი ღვაწლით სულიერად სწრაფად წარემატა.

იმ დროს ერთმა მდიდარმა კონსტანტინოპოლელმა, ღვთის სადიდებლად და სულის საცხოვნებლად მონასტერი დააარსა და ადგილობრივ მღვდელმთავარს სთხოვა, მიეთითებინა, თუ ვისთვის ჩაებარებინა სავანე.

მეუფემ გამორჩეულად ღვთისმოყვარე და კეთილადმოღვაწე თომა დაასახელა. თომამ მოშურნედ იწყო ზრუნვა სამწყსოზე და რაც უფრო ცდილობდა ხალხს გაქცეოდა, მით უმრავლდებოდა რჩევისა თუ ლოცვა-კურთხევის მისაღებად მის სენაკთან მოზღვავებული შეჭირვებულნი.

მყუდროებისა და განმარტოების მაძიებელმა მალე იპოვა შემცვლელი და სავანის ძმები დაარწმუნა, უდაბნოში სამოღვაწეოდ გაეშვათ.

მაგრამ მონაზვნებმა მალე შეიგრძნეს სულიერი ობლობა და თომას საძებნელად გაეშურნენ, იპოვეს და დაითანხმეს, კვლავ სავანეს დაბრუნებოდა, სადაც განცალკევებული სენაკის მოწყობას დაჰპირდნენ, რომ ამგვარად ძმობის სულიერი წინამძღოლობაც შესძლებოდა.

ვეღარ შეიძლო ბოროტმა ეშმაკმა ამ ანგელოზთსახოვანი მამის ხილვა და თავს საზარელი განსაცდელი დაატეხა: - სამი წლის მანძილზე კოღოთა ღრუბლებს უსევდა, რის შედეგადაც თომას სხეული ისე დაუკბინეს, მისი ცნობაც კი ჭირდა.

ამას ბუზთა ფარა და ჭიანჭველათა ქარავანი მოჰყვა, რომელნიც არც დღისით აძლევდნენ მოსვენებას და არც - ღამით, თუმცა, თომას სენაკის დატევება და ლოცვის და ჩვეული ღვაწლის შეწყვეტა არც უფიქრია და განსაცდელს იესოს სახელის ხმობით, ლოცვით და მარხვით სძლევდა.

ცხრა წლის მანძილზე ებრძოლა ბოროტი უშედეგოდ ნეტარს, შემდეგ კი უძლურებით გულმოსულმა სენაკი ათასგვარი შხამიანი ქვეწარმავლით აუვსო, ისე, რომ ღირს მამას ფეხის გადაადგილებაც არ შეეძლო, თუმცა, ვერც ამით სძლია. თერთმეტნახევარი წლის განმავლობაში კბენდნენ და ავიწროებდნენ საშინელი ასპიტნი თომას, ერთხელ კი, წირვის ჟამს, ეშმაკმა ურჩხულის სახე მიიღო და ნეტარს ზურგიდან მიუახლოვდა.

ეს რომ მისმა ახალგაზრდა მოწაფემ იხილა, თავზარდაცემული ადგილზევე გაქვავდა, ნეტარმა კი ლოცვა განაგრძო, ხოლო როდესაც უკან მოიხედა და მხეცი იხილა, არც შემკრთალა, წირვა ისე დაასრულა.

ტაძრიდან გასვლისას მხეცმა კბენა დაუპირა, თუმცა, მხოლოდ სამოსზე შეხება შეძლო და ელდანაკრავივით უკუიქცა, ნეტარს სახე არამიწიერი ნათლით გაუბრწყინდა, მის სენაკში მოხორხლილი, უამრავი ასპიტი კი, ამდენი წლის მანძილზე რომ აწამებდნენ, ფრინველთა უზარმაზარმა გუნდმა გაანადგურა.
ამიერიდან ყოველგვარ განსაცდელს განეკრძალა და ზეგარდამო სასწაულქმედების და მომავლის წინასწარმეტყველების მადლი მიიღო, რის გამოც მისი სენაკისაკენ უწინდელზე მეტი ხალხი დაიძრა.

იმპერატორმა ლეონ VI-მ ხუცესის გამოცდა მოინდომა და მასთან შიკრიკი აფრინა, რომელმაც ნეტარს გამოცანა მიუტანა, თომას კი გზავნილი არც გაუხსნია, ისე გასცა პასუხი.

კაცთა პატივით დაღლილმა კვლავ მოძებნა მემკვიდრე, სავანის იღუმენად დაადგინა და თავი მაღალ მთას შეაფარა. რამდენიმე წელს ეზრახვოდა აქ უფალს მარტომყოფი, ღრმა სიბერეს მიღწეულმა კი გარდაცვალებამდე მცირე ხნით იავადა და მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ბერ-მონაზონთა მეორე სახარება
"კლემაქსი" ანუ "კიბე" - მიწაზე არსებული სულიერი საუნჯე, რომელშიც დაუნჯებული და თავმოყრილია საღვთო ნიჭთა მშვენიერება და სისავსე.
1კ1

istanbul evden eve nakliyat fabrika taşımacılığı eşya depolama ofis taşıma bostancı nakliyat skdar nakliyat ehirler aras nakliyat ehirler aras nakliyat cretleri ehirler aras nakliyat transfernakliyat.com.tr eya depolama sex shop

restbet restbet tv restbet giriş restbet restbet güncel restbet giriş restbet restbet giriş restizle betpas betpas giriş pasizle betpas betpas giriş pasizle iskambil oyunları rulet nasıl oynanır blackjack nasıl oynanır guvencehd.org heceder.org trke casino 30 tl deneme bonusu tahincioglunakliyat.com.tr aviator oyunu betexper Deneme bonusu veren siteler heceder.org pdf indir casino siteleri casino siteleri deneme bonusu veren siteler deneme bonusu slot siteleri pdf indir ingilizce trke eviri lyrics translate video shell alfa shell eya depolama depolama saryer evden eve nakliyat evden eve nakliyat

idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper slot siteleri