ამ მოღვაწის ცხოვრების დრო უცნობია, სიჭაბუკეშივე დაუტევა წუთისოფელი, შემონაზვნდა და სამშობლოდან შორს, ერთ მონასტერში გადავიდა.
ყოველი სათნოებით შემკული, უდიდესი მორჩილებით გამოირჩეოდა. ერთხელ ის ქვაბი ჩააბარეს, რომელშიც ფისი იხარშებოდა. ნეტარმა, სითხე ჭურჭლიდან რომ არ გადმოღვრილიყო, გავარვარებულ ფისში შიშველი ხელი ჩაყო და მოურია ისე, რომ ხელი სრულებითაც არ დაზიანებია.
ამ ამბით ფრიად განკვირვებულმა სავანის ძმებმა უფალს სთხოვეს, გაეცხადებინა, სათნოების რა სიმაღლეს მიაღწია პავლემ.
იმავე ღამეს ღვთის ძალამ ყველანი ზეცად, უდიდებულეს, კეთილსურნელოვანი ყვავილებითა და მსხმოიარე ხეხილით სავსე ბაღში აღიტაცა, რომლის მცველადაც მორჩილი პავლე დაედგინათ. ნეტარი სიხარულით დახვდა ძმებს და თითოეულს ის ყვავილი ან რტო გაუწოდა, რომელიც თავად აირჩიეს.
გარკვეული ხნის შემდგომ პავლემ წმინდა ადგილნი მოილოცა, შემდეგ კუნძულ კვიპროსზე, ერთ მაღალ მთაზე დაფუძნდა და მრავალი მოწაფე შემოიკრიბა.
მოგვიანებით კვლავ კონსტანტინოპოლის სიახლოვეს გადავიდა. სწორედ იქ ესმა, ვითარცა მოსეს, ღვთის ხმა:
- აღვედ მთაზე და შეხვდი შენს აღსასრულს!
პავლე სიხარულით დაემორჩილა და მოკლე ხანში მარადიულ საუფლოში გადაინაცვლა.
...............
სურათის წყარო
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი