წმინდა ანტონი სიელი - 07 (20) დეკემბერი
წმინდა ანტონი სიელი - 07 (20) დეკემბერი
ნეტარი ანტონის გლეხის ოჯახში დაიბადა. მამამისი ნიკიფორე ნოვგოროდელი იყო, დედა აღათია კი დვინის ოლქის სოფელ კეხტადან. ისინი ამ სოფელში ცხოვრობდნენ, ღვთისმოსაობაში წარემატებოდნენ და ხშირად ევედრებოდნენ უფალს, რომ შვილი მიეცა. შეისმინა უფალმა მათი ლოცვა, შეეძინათ ვაჟი, რომელსაც მონათვლისას ანდრია უწოდეს. შემდგომში ცოლ-ქმარს კიდევ შეეძინათ ქალ-ვაჟები, თუმცა პირველშობილი აღემატებოდა ყველას კეთილზნეობით, რისთვისაც მშობლებს განსაკუთრებულად უყვარდათ.

შვიდი წლის ანდრია წერა-კითხვის შესასწავლად მასწავლებელს მიაბარეს. წიგნის კითხვაში მან თანატოლებს აჯობა და წარმატებებით მასწავლებელი ძალზე განაცვიფრა. მშობლებმა ყრმა ანდრიას ხატწერაც შეასწავლეს.

ანდრია ბავშვობიდანვე იყო მშვიდი, თავმდაბალი და უბოროტო. ამგვარი ზნის გამო ახლობლებს ძალიან უყვარდათ. ის პატივს მიაგებდა მშობლებს, ცდილობდა, მათ ყველაფერში დამორჩილებოდა და არაფრით გაებრაზებინა. როცა მშობლები დაბერდნენ, მოუხმეს შვილებს და უთხრეს:

- შვილებო, ღრმა სიბერეს მივაღწიეთ, მძიმე სნეულებები შეგვეყარა, საცაა, გარდავიცვლებით. შვილებო, თქვენს თავს უფალს და მის ყოვლადწმინდა დედას ჩავაბარებთ. დაე, ისინი შეგეწიონ ყველა საქმეში. იცხოვრეთ ისე, როგორც ჩვენს ცხოვრებას ხედავდით და ღმერთი ყოველთვის დაგიფარავთ.

გარდაცვალების წინ მათ სიყრმის შვილი სხვებზე მეტად დამოძღვრეს.

ანდრია 25 წლის იყო, როცა მშობლები გარდაეცვალნენ. შემდეგ ის ნოვგოროდში გაემგზავრა და ერთ ბატონს ხუთი წელი ემსახურა. ბატონის ბრძანებით, ანდრია დაქორწინდა, მაგრამ ერთი წლის მერე მეუღლე გარდაეცვალა. დაქვრივებული კაცი ჩაფიქრდა ამაო, შფოთიან და მსწრაფლწარმავალ წუთისოფელზე. მოიძაგა მოჩვენებითი მხიარულება, აღინთო მოშურნეობის სულით და გადაწყვიტა, ამ სოფლიდან ღვთისაკენ გაქცეულიყო.
შემუსვრილი გულით ევედრებოდა უფალს, მონაზვნობის ღირსი გაეხადა, ხშირად დადიოდა ტაძარში, მოწყალებას გასცემდა, იყო მშვიდი, უბოროტო, თავმდაბალი და გულღია., რის გამოც უყვარდათ ბატონს და მის მსახურებს.

როცა ბატონი გარდაეცვალა, ნეტარი ანდრია ჩიტივით თავისუფალი გახდა, განიმტკიცა სული საღმრთო წერილით, გონებით ფრთაშესხმული, ვითარცა კაკანათს თავდახსნილი ჩიტი, ღვთისკენ აღფრინდა.

წმინდანმა მთელი ქონება დაარიგა და მხოლოდ სულის და სხეულის ამარამ გასწია მაცხოვრის ფერისცვალების მონასტრისკენ, რომელიც კარგაპოლის ოლქში, მდინარე კენას ნაპირას, პახომის უდაბნოში მდებარეობდა. მონასტრიდან ხუთი ვერსის დაშორებით, ერთ ადგილას ღამე გაათენა და უფალს ცრემლმორეული ევედრებოდა: "მეუფეო, უფალო ღმერთო ჩვენო იესო ქრისტე, ღმერთო ჩვენო, ისმინე უღირსისა მონისა შენისა, მასწავე ჭეშმარიტება შენი და ქმნა ნებისა შენისა. მოგისურვა სულმა ჩემმა და გამხიარულდა შენი წმინდა სახელის შიშში. შენ თქვი, მეუფეო უფალო ჩემო: "მოვედით ჩემთან მაშვრალნი და ტვირთმძიმენი და მე განგისვენო თქვენ. აღიღეთ უღელი ჩემი და ისწავეთ ჩემგან სიმშვიდე და სიმდაბლე გულისა, და მოუპოვეთ თქვენ სულებს სიმშვიდე". მეც ასევე, უფალო, იმედი მაქვს შენი გულუხვობის, მოვილტვი შენი კეთილმოწლეობისაკენ. რამეთუ შენ ხარ ჩვენი ნავსაყუდელი და სიმტკიცე, და შენი გვჯერა, რომ საუკუნოდ არ დავიღუპებით".

ანდრიამ ჩათვლიმა და ძილღვიძილში იხილა თეთრკვართიანი ჭაღარა კაცი, ჯვრით ხელში, რომელმაც უთხრა:

- აღიღე შენი ჯვარი, და შემომიდექ, იღვაწე და ეშმაკის მზაკვრობის ნუ შეგეშინდება. და მრავალი სასულიერო პირისა და მონაზონის დამრიგებელი გახდები.

მერე ანდრია ჯვრით:

- ამით სძლევ ბოროტ სულებს.

გამოეღვიძა ანდრიას და მიხვდა, რომ სიზმრეული ჩვენება იხილა. გაიხარა, მთელი ღამე ლოცვაში გაატარა და განთიადისას გზა გააგრძელა.
მიუხლოვდა მონასტერს, დაინახა კელიებით გარშემოტყმული ტაძარი, რომელიც სანთელივით ბრწყინავდა, სიხარულისგან ატირდა და სულთქმით თქვა: - "რაოდენ საყვარელია შენი სოფელი, უფალო! აქ ვპოვებ სიმშვიდეს, აქ დავსახლდები, როგორც ჩიტი თავის ბუდეში".

მონასტრის შესასვლელთან მაცხოვრის ხატის წინ ილოცა და პირდაპირ იღუმენთან მივიდა. მაშინ მონასტერს მისი დამფუძნებელი მამა პახუმი წინამძღვრობდა, კაცი წმინდა, სულიერი და დიდად მოღვაწე... აცრემლებული ანდრია იღუმენს მუხლებში ჩაუვარდა და მონაზვნად აღკვეცა სთხოვა. როცა მამა პახუმიმ თავმდაბალი ახალგაზრდა, შეურაცხი სამოსით მოსილი, გული შეემუსრა და უთხრა:

- შვილო, ამ წმინდა ადგილას სიძნელეები და მწუხარებაა, აქ ყველა შრომობს, ზოგი მიწას ბარავს, ზოგი ტყესა კაფავს, ვინ ბოსტანში მუშაობს - უქმად არავინაა. შენ კი ახალგაზრდა ხარ, არ შეგიძლიან ჩვენი შრომის ტვირთვა და სიძნელეების დათმენა.

რაზეც ნეტარმა, აცრემლებულმა თავმდაბლად უპასუხა:

- მამაო პატიოსანო! წინასწარმცნობელმა ღმერთმა შენს წმინდა ადგილას მომიყვანა და ჩემი აღკვეცა გიბრძანა. რამეთუ დიდი ხანია ეს მსურდა, მაგრამ სხვადასხვა საქმე ერში მაკავებდა. ახლა კი ყველაფრისაგან განმათავისუფლა უფალმა. ღვთის გულისათვის, ხელს ნუ მკრავ, მიჰბაძე შენს უფალს და როგორც ის იღებდა ცოდვილებს, ისე შენც მიმიღე ცოდვილი და უხმარი და მაცხოვნე.

იღუმენმა პახუმმა, შინაგანი ხედვით განსჭვრიტა, რომ ანდრია ღმერთმა გამოირჩია და სურდა, იგი სულიწმიდის ჭურჭელი გამხდარიყო და უთხრა მას:

- შვილო ანდრია, კურთხეულ არს ღმერთი, რომელმაც გამოგირჩია ამ ღვაწლისთვის, ამიერიდან მონაზონი იქნები.

და ანდრია ანტონის სახელით მონაზვნად აღკვეცა. მაშინ ის 30 წლის იყო.

ღვთის განგებულებით ისე მოხდა, რომ ახალაღკვეცილი ანტონი წინამძღვარმა მოწაფედ (მესენაკედ) აიყვანა, რათა მას ეცქირა თავისი წმინდა მამის ღვთივსათნო ცხოვრებისთვის და მიებაძა.

წმინდა ანტონი ამით არ გაამაყებულა, მეტი სიმდაბლით შეუდგა მონაზვნობის ღვაწლს, რწმენით შემოზღუდული, ვნებებისა და სურვილების მოკვეთით საკუთარ სხეულს ჯვარს აცვამდა. როგორც ქრისტეს უძლეველმა მხედარმა ბაგეებით იპყრო სულიერი მახვილი (ლოცვა) და განჰკვეთდა ეშმაკთა რაზმებს. დღედაღამ მარხვასა და ლოცვაში იყო, მხოლოდ იმდენ ხანს იძინებდა რომ ნათელი გონება ჰქონოდა, ეკლესიაში პირველი მოდიოდა და ბოლო ტოვებდა ტაძარს. ყურადღებით და დუმილით უსმენდა საგალობლებს და საღმრთო საკითხავებს. ნეტარმა საკუთარ სულში მონაზვნური ცხოვრების დასაწყისშივე ამით აღძრა ღვთის შიშის გრძნობა. საჭმელსა და სასმელს მცირეოდენს იღებდა ისიც დღეგამოშვებით. წმინდანს ისეთი დიდი თავმდაბლობა ჰქონდა, რომ ძმებს შორის ყველაზე უარესად თვლიდა თავს. როცა სამზარეულოში მუშაობდა, თვითონ მიჰქონდა წყალი და ჩეხავდა შეშას, საჭმელს ამზადებდა ძმებისთვის, სულით კი ზეცაში იმყოფებოდა. მატერიალური ცეცხლის ხილვით წარმოიდგენდა ჯოჯოხეთის ცეცხლში ცოდვილების საუკუნო ტანჯვას და ცრემლთა მდინარეს ღვრიდა. ყველას თავმდაბლად ესაუბრებოდა და თუ ძმათაგან ვინმეს შეხვდებოდა, პირველი მოუდრეკდა მუხლს, თაყვანს სცემდა და კურთხევას იღებდა. ამიტომაც ის ყველას უყვარდა და პატივს სცემდნენ. ამგვარად იმუშავა ერთი წელი სამზარეულოში.

იმ დროს სავანეში მღვდელი არ ჰყავდათ და იღუმენისა და ძმების სურვილით, ღირსი ანტონი მღვდლად ეკურთხა, მაგრამ ცხოვრების წესი არ შეუცვლია, ძველებურად ძმებთან ერთად იღვწოდა ტყესა და მინდვრებში. დღისით შრომობდა, ღამე კი ღვთის წინაშე წარდგებოდა და ლოცულობდა. ამგვარი კანონი ჰქონდა: კვირაში სამჯერ კითხულობდა მთელ "დავითნს", მრავალგზის მოიდრეკდა მუხლს და უწყვეტად ლოცულობდა იესოს ლოცვას. ყველაფრისაგან თავშეკავებით ამდაბლებდა სხეულს და განაბრწყინვებდა სულს.

ღირს მამას წესად ჰქონდა, მიდიოდა მონასტრის სასნეულოში და უძლურ ძმებს ემსახურებოდა, ტანსაცმელს ურეცხავდა, ავადმყოფებს აბანავებდა და მათ უთბილეს ლოცვებს მოიგებდა.

სხეულითაც ძლიერი იყო წმინდა ანტონი და ორი-სამი კაცის სამუშაოს ასრულებდა. იღუმენი და ძმები გაოცებულნი უცქერდნენ ღირსი ანტინის ასეთ სწრაფ წინსვლას, რისთვისაც აქებდნენ და პატივს სცემდნენ. ღირს ანტონის კი მიწიერი დიდება მოეძაგებინა და ზეციურს ეძიებდა, ამიტომაც ყველასგან განრიდება და უდაბნოში ცხოვრება მოისურვა, მივიდა იღუმენ პახუმისთან, მუხლებში ჩაუვარდა, თავისი ფიქრი გაუმხილა და უდაბნოში დასახლების კურთხევა სთხოვა.

გააოცა იღუმენი მისმა სათხოვარმა, რამეთუ იცოდა, რომ ღირსი ანტონი მომავალში მრავალი მონაზვნის მოძღვარი გახდებოდა. ამიტომაც დაუწყო დარიგება, თუ როგორ უნდა ეცხოვრა მონაზონს უდაბნოში, ბევრი რამ გაიხსენა საღმრთო წერილიდან მისი ღვთისმოყვარული სულის განსამტკიცებლად. წმინდა ანტონი თავდახრილი უსმენდა მოძღვარს და თვალები ცრემლებით ავსებოდა. იღუმენმა პახუმმა მას უდაბნოში დასახლების ნება მისცა. ღირსი ანტონი სიხარულით ავსებული დაბრუნდა კელიაში, აცრემლებული დიდხანს ლოცულობდა და ევედრებოდა მაცხოვარს და მის ყოვლადწმინდა დედას, რომ წყალობა მოეღოთ მასზე და ეჩვენებინათ ცხონების გზა.

მაცხოვრის სიტყვისაებრ: სადაც ორი ან სამი კაცი შეიკრიბება ჩემი სახელით, მე მათ შორის ვარო, მანაც თან წაიყვანა ორი მონაზონი - ალექსანდრე და იოაკიმე, თავისნაირი მოსაგრე და განკრძალული მამები. მოითათბირეს მამებმა და ჩრდილოეთით გაუყვნენ მდინარე ონეგის დინებას. მალევე მიადნენ მდინარე შელეკს და უღრანი ტყე გაიარეს ღვთივსასურველი ადგილის ძებნაში.

ერთი ადგილი მოეწონათ მდინარე ემცეს სიახლოვეს, ილოცეს, ტყე გაკაფეს და იქ ქოხი და ეკვდერი ააგეს. მამებმა დიდ ღვაწლს მისცეს თავი. წმინდანმა იქ ეკლესიაც ააგო, წმინდა ნიკოლოზის სახელობისა, მოაწყეს სენაკებიც, მონასტერი შემოღობეს. მათ კიდევ ოთხი ძმა შეუერთდათ და შვიდნი იქ შვიდ წელიწადს ცხოვრობდნენ.

მაგრამ კაცთმოძულე ეშმაკმა მონასტრის სიახლოვეს მდებარე სოფელ სკრობიტოვოს მკვიდრნი აღძრა მამების წინააღმდეგ. იფიქრეს, რომ ბერი იქ იმიტომ დასახლდა, რომ მათ ქონებას და თვითონ მათაც დაპატრონებოდა. ამიტომაც მამები გაყარეს თავიანთ აშენებული სავანიდან.

წმინდა ანტონი არ შეეწინააღმდეგა მათ, გაიხსენა მაცხოვრის სიტყვები: სადაც მიგიღებენ და მოგისმენენ, მშვიდობა დაუტოვეთ იმ სახლს, ხოლო სადაც არ მიგიღებენ და არ დაგიჯერებენ, წამოდით იქიდან, მტვერი გაიფერთხეთ ფეხებიდან და თქვენი მშვიდობა თქვენ დაგიბრუნდებათ. ასევე გაიხსენა უფლის სხვა ნათქვამიც: ნეტარ იყვნენ დევნულნი სიმართლისათვის, რამეთუ მათია სასუფეველი ცათა. ამიტომაც, სიმდაბლით და სიკეთით სძლია მათ სიბოროტეს, მათთვის უფალს ამგვარად შესთხოვა: "ნუ ჩაუთვლი უფალო ამას მათ ცოდვად, აპატიე მათ შეცოდებები". ძმები კი ანუგეშა:

- ნუ ჯავრობთ, ძმებო, არამედ ყველაფერში უფალს მივენდოთ და მადლობა შევწიროთ გულუხვობისთვის, რომ ღირსი გაგვხადა მისი წმინდა სახელის გულისთვის და ცათა სასუფევლისთვის მიმომწირობისა დადევნისა, რათა მისი წმინდანების განსაცდელების თანაზიარნი ვიყოთ. ვილოცოთ, ძმებო, რათა უფალმა არ მოგვაკლოს თავისი წმინდანებისადმი დაპირებული საზღაური, რათა ტყუილად არ ჩაიაროს ჩვენმა შრომამ. თქვა უფალმა: მე თუ მდევნეს, თქვენაც გდევნიან. არ არის მონა ბატონზე დიდი და მოწაფე თავის მასწავლებელზე. როგორც მე მომექცნენ, ისე თქვენ მოგექცევიან. მაგრამ მე გამოგირჩიეთ სოფლიდან, ამიტომაც გდევნის თქვენ სოფელი. უფალი თავისი წმინდა სახელის გულისთვის განსაცდელთა დამთმენებს, შეაქებს და ჯილდოს ჰპირდება... გიხაროდენ და მხიარულ იყავით, რამეთუ თქვენთვის დიდი საზღაურია გამზადებული ცათა შინა. გაიხსენეთ მოციქულების ნათქვამი, ყველა იდევნება ვისაც უფალ იესო ქრისტეში კეთილწესიერად ცხოვრება სურთ.

ასე განამტკიცა ღირსმა მამამ თავისი საძმო და აბრამიის მსგავსად, დაუტევეს სახლი, სამშობლო, გამოვიდნენ მონასტრიდან და ჩრდილოეთისკენ გასწიეს. სასურველი ადგილის ძებნაში გაიარეს უღრანი ტყე, გაუვალი ჭაობები, ტბები. წმინდანი გზაში ლოცულობდა: "უფალო გვაპოვნინე ადგილი, სადაც ვიცხოვრებთ და შენს მცნებებს დავიცავთ, რამეთუ მეუფეო შენ ინებე, რომ შენს კვალს გამოვყოლოდით".

ყოვლადმოწყალე ღმერთმა შეისმინა თავისი მონის ლოცვა, და ისე მოაწყო, რომ მათ გზაში შეხვდათ ვინმე სამუელი, სოფელ ბროსაჩევოდან, რომელიც უფალმა შორეულ ტბებზე სათევზაოდ აღძრა. სამუელმა თვალი მოჰკრა მდინარის პირას მონაზვნებს, მათ შორის იდგა წმინდა ანტონიც, ხელები ზეცისკენ ჰქონდა აღპყრობილი და ლოცულობდა. სამუელს თავიდან შეეშინდა, იფიქრა, მომეჩვენაო, რადგან იცოდა, რომ იმ ადგილებში მეუდაბნოეები არ ცხოვრობდნენ. დიდხანს ყოყმანობდა მლოცველ მამასთან მისვლას, ბოლოს გაბედა და ნანახის სინამდვილეში დარწმუნდა. ღირს ანტონის ფეხებში ჩაუვარდა და კურთხევა სთხოვა. წმინდანმა უთხრა: "აქ მომყვანელმა გაკურთხოს შენ, შვილო". დაისვა გვერდით, გამოკითხა, მონაზვნების საცხოვრებლად შესაფერისი ადგილი თუ იციო. ისიც დაჰპირდა, რომ ასეთ ადგილს აჩვენებდა. მართლაც მან ისინი შორეულ მიქაელის ტბასთან მიიყვანა, სადაც მრავალი ტბის გავლით ჩაედინება მდინარე სია.

წმინდა ანტონიმ შემოიარა იქაურობა და ძალზე მოეწონა. სიხარულით აევსო გული და მადლობდა ღმერთს, ამისთანა ადგილის ჩვენებისთვის. სამუელი უკან გაბრუნდა, ღირსმა ანტონიმ კი ჯვარი აღმართა და თავისი საძმო ღმერთს შეავედრა, რათა უფალს დაეცვა ისინი ამ უდაბურ ადგილას ეშმაკის საფრთხეთაგან, შეეწყალა ისინი მთელი ცხოვრების მანძილზე, მიეცათ მოთმინება, რათა დაეთმინათ მათ საცხოვნებლად მოვლენილი განსაცდელები. ლოცვის დასრულების შემდეგ გაკაფეს ტყე და საცხოვრებლად ქოხი და ეკვდერი ააგეს საერთო ლოცვისთვის. როგორც უკვე ვთქვით, წმინდა ანტონისთან ერთად სიაზე ექვსი ძმა მივიდა: ალექსანდრე, იოაკიმე, ესაია, ელისე, ალექსანდრე და იონა. ირგვლივ მართლაც სამონაზვნო გარემო იყო, უღანი ტყე, გაუვალი ჭაობი. შინაურ ცხოველებივით ეწვეოდნენ ხოლმე მათ დათვები, მგლები, მელიები, ირმები და კურდღლები. ღრმა ტბა კი სავსე იყო თევზით. ეს წყლები და ტყეები გალავანივით შემორტყმოდა ამ პატარა სავანეს, სადაც ღვთის განგებულებით ღირსი ანტონის მოსვლამდე, კაცთაგან არავის ეცხოვრა და თითქოს მის მოსვლას ელოდნენ.

გარშემო მცხოვრებნი, რომლებიც ტბებზე თევზაობდნენ, მერე ჰყვებოდნენ, რომ ნეტარი ანტონის მოსვლამდე დიდი ხნით ადრე, იმ ადგილიდან, სადაც ახლა ღირსი ანტონი დასახლდა, ხშირად ესმოდათ საეკლესიო ზარების რეკვა და გალობა. დაუნახავთ, შავად მოსილი მონაზვნები ტყეს, რომ ჩეხავდნენ; ეს ყველაფერი ღვთის განგებულებით მოხდა: უფალმა დიდი ხნით ადრე განადიდა თავისი სათნომყოფელი და მიანიშნა, თუ ვინ დასახლდებოდა ამ წმინდა ადგილას, რათა როცა დაინახავდნენ წინასწარმეტყველების აღსრულებას, გარშემო მცხოვრებ ხალხს განედიდებინა ღმერთი და მისი მორჩილი ნეტარი ანტონი. ბევრჯერ, როცა გაუგონიათ იმ ადგილიდან გალობა და ზარების ხმა, მისულან და ვერავინ უნახავთ; გაოცებული ბრუნდებოდნენ შინ და ელოდნენ წინასწარმეტყველების ასრულების დროს. წმინდა ანტონიც შეუდგა ღვთივსათნო ღვაწლს: გაჩეხეს ტყე, გაწმინდეს ახოები, მიწა დაამუშავეს და მცირეოდენი ხორბალი დათესეს, რითიც თავი გაჰქონდათ.

მან ღამის ლოცვებისთვის პატარა სენაკი აიშენა და როცა მთელი დღის მუშაობით დაღლილი ძმები ისვენებდნენ, ის მათთვის ლოცულობდა. მათ კიდევ რამდენიმე სენაკი აიშენეს, სადაც შვიდნი ცხოვრობდნენ, მარხვითა და ლოცვით ემსახურებოდნენ ღმერთს და მადლობით დაითმენდნენ შეჭირვებას, ეშმაკისაგან და უსამართლო კაცთაგან შემთხვეულ განსაცდელებს.

რამ დათვალოს მათი განსაცდელები! ბევრჯერ საკვები ყველაფერი გამოლევიათ, პურიც, ფქვილიც, ზეთიც. ერთხელ პური გაუთავდათ. ღირსი ანტონი გაჭირვებას მადლობით დაითმენდა, ღვთის წყალობას ელოდა, რადგან განსაცდელების დათმენისას ღვთის მოწყალება მოიწევა ხოლმე. ღირსი ანტონისგან განსხვავებით, ძმები წუხდნენ, წასვლას და ამ უღრან ტყეში ღირსი ანტონის მარტო დატოვებას აპირებდნენ. ის მათ ევედრებოდა, არ დაფანტულიყვნენ, თავმდაბლობით დაეთმინათ ყველაფერი და ღვთის მოწყალებას დალოდებოდნენ:

- ნუ დარდობთ, ძმანო, მცირეოდენი დაითმინეთ უფლის გულისთვის და ღვთის წყალობაც მალე მოიწევს. შეხედეთ ცის ფრინველებს, არცა თესავენ, არცა მკიან, მაგრამ მათზე ზრუნავს და გამოჰკვებს. თუ ჩიტებზე ასე ზრუნავს ღმერთი, არც ჩვენ მიგვატოვებს, თავის ერთგულ მონებს, რომლებიც დღედაღამ მას ვემსახურებით, და ყოველგვარ გაჭირვებასა და განსაცდელს დავითმენთ, მისი წმინდა სახელის გულისთვის, თუ ამ განსაცდელს რწმენით დაითმენთ, თქვენ ეს სიკეთედ შემოგიბრუნდებათ. ძმანო, ღვთის წყალობა განსაცდელის გარეშე არ მოდის და მწუხარებისას სიხარულს ველით. "ეძიეთ უპირველესად ღვთის სასუფეველი და დანარჩენი ყოველივე შეგეძინებათ", - თქვა უფალმა. მაშ, ამაო ყოფილა ჩვენი სოფლიდან გამოსვლა და ჩვენი მონაზვნური აღთქმა, იმედი და სასოება, თუკი უფალმა დაგივიწყა. მე მწამს, რომ ამ წმინდა ადგილას არ მიგვატოვებს თავის მონებს და მისი მოწყალების მოიმედეებს. აუცილებელია გვქონდეს მოთმინება და ლოცვა, რათა ჩვენი სიჯიუტით ღვთის მოწყალება მოვიზიდოთ.

ძმებმა თაყვანისცეს მას, მოთმინებას დაჰპირდნენ. დილით კი, როცა წმინდანი ლოცვად იდგა, მასთან ვინმე ქრისტესმოყვარე კაცი მივიდა. მონასტრისთვის მიუტანა პური, ფქვილი და ზეთი. მან თქვა, რომ შორს, დიდ ნოვგოროდში მიდიოდა, მონასტრის ასაშენებლად დიდი თანხა შესწირა, მერე კი წავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა.

წმინდანმა მადლობა შესწირა ღმერთს, ტრაპეზობის წინ ხელები მაღლა აღაპყრო, ძმებთან ერთად ილოცა. პური ჭამეს, დანაყრდნენ, შემდეგ კი წმინდანმა ძმებს უთხრა:

- ხედავთ, ძმანო, უფალმა მოიხილა ეს წმინდა ადგილი და არ მიატოვა თავისი მონები, რომლებიც ყოველგვარ განსაცდელს მადლობით დაითმენენ.

მისი მოწაფეები იდგნენ თავდახრილნი, საკუთარი სინდისისაგან მოწყლულნი, აცრემლებულნი მოუთმენელობისთვის განიკითხავდნენ საკუთარ თავს და წმინდანს შენდობას სთხოვდნენ. ამის მერე ვეღარ ბედავდნენ ღირსი ანტონის ურჩობას და ყოველგვარ განსაცდელს მადლობით დაითმენდნენ.

ერთხელ ვინმე ნოვგოროდელმა ბასილიმ, რომელიც დვინში საეკლესიო გადასახადს აგროვებდა, შეიტყო, რომ სოფლიდან შორს, უდაბნოში, ღირსმა ანტონიმ მონასტერი ააშენა. ეშმაკის ჩაგონებით, იფიქრა, რომ წმინდანს ბევრი ფული ექნებოდა. ერთ ღამეს მის გასაძარცვად ავაზაკები გაგზავნა. მაგრამ საღმრთო ძალამ განაქარვა ბოროტის ჩანაფიქრი და მათ ამის განხორციელება ვერ შესძლეს. როცა ავაზაკები მონასტრის გასაძარცვად მოვიდნენ, სავანის გარშემო უამრავი შეიარაღებული ადამიანი დაინახეს. ღირსი ანტონი ამ დროს ლოცულობდა და არაფერს ეჭვობდა. ავაზაკები ტყის ტევრში ჩაიმალნენ და ამ შეიარაღებული ხალხის წასვლას ელოდნენ. მაგრამ ღვთის წყალობით, რამდენ ხანსაც ელოდნენ ავაზაკები, იმდენ ხანს ლოცულობდა წმინდანი, რომელიც ჩვეულებისამებრ მთელ ღამეს ლოცვაში ატარებდა. სწორედ ამ ლოცვამ, როგორც ბასრმა იარაღმა, შიშით განგმირა ავაზაკების გულები. მათ უეცრად ისეთი შიში დაეცათ, რომ შეიარაღებული ხალხის წასვლას აღარ დაელოდნენ, იფიქრეს: "ამ ხალხმა რომ დაგვინახოს, ალყაში მოგვაქცევენ, შეგვიპყრობენ და ჩვენდა დასაღუპად სასამართლოს გადაგვცემენ"-ო. მიატოვეს იქაურობა და გაიქცნენ. როცა გამომგზავნელს ყველაფერი უამბეს, ბასილი გაოცდა და შეძრწუნდა. მან სასწრაფოდ კაცი გაგზავნა სიაში და იქაურ მღვდელს უბრძანა, ყველაფერი შეეტყო და დაწვრილებით მოეხსენებინა.

მღვდელმა მოინახულა უდაბნო და შეიტყო, რომ იქ შეიარაღებული ხალხი არასოდეს ყოფილა, და ბასილს ასეც შეატყობინა. ბასილს შეეშინდა, ღვთის კაცის განაწყენებისთვის ღვთისაგან არ დავისაჯოო და წმინდანთან მივიდა, ფეხებში ჩაუვარდა, მოინანია ცოდვა და ატირებულმა შენდობა სთხოვა.
ღირსმა ანტონიმ ის დამოძღვრა და მშვიდობიანად გაუშვა, თვით კი მადლობა შესწირა ღმერთს, რომელიც სასწაულებრივად იხსნის ხოლმე თავის მონებს.

ვერ დაიმალება მთაზე აშენებული ქალაქი; ღირსი ანტონის სათნოებებიც მცირე ხანი დაფარული იყო, მაგრამ ღმერთმა გამოაცხადა ისინი, რათა თავისი მონა განედიდებინა. იცოდა უფალმა, რომ მათ ეს დიდება არ სურდათ, ამიტომაც თქვა: "მადიდებელნი ჩემნი ვადიდოო".

ღირსი ანტონი წარემატა სათნოებებში და ეს სათნოებები საყვირივით ხმობდნენ მის ღირსებაზე. მასთან იწყეს მოსვლა გარშემო სოფლების მაცხოვრებლებმა, ისინი ლოცვას შესთხოვდნენ წმინდანს და თან მოწყალებას შესწირავდნენ. ღირსი მამა ყველას აკურთხებდა, ხოლო შენაწირს, როგორც ღვთისგან გამოგზავნილს, მადლიერებით იღებდა და მათთვის ლოცულობდა. ზოგიერთმა მათგანმა ღირსი ანტონის გვერდით ცხოვრება მოისურვა და წმინდანს მონაზვნად აღკვეცა სთხოვა. ღირსი მამაც სიხარულით იღებდა მათ და ანგელოზის სქემას შემოსავდა. საძმო გამრავლდა საჭირო გახდა მონასტრის გაფართოება, რის სახსარიც ღირს ანტონის არ ჰქონდა. ამიტომაც თავისი ორი მოწაფე დახმარების სათხოვნად მთელი რუსეთის მმართველთან, დიდ თავად ვასილი ივანეს ძესთან გაგზავნა.

მამებმა აიღეს კურთხევა, ჩავიდნენ დედაქალაქ მოსკოვში, ეახლნენ ხელმწიფეს და კრძალვითა და სიმდაბლით მოძღვრის თხოვნა გადასცეს. ხელმწიფეს მანამდეც სმენოდა ღირსი ანტონის შესახებ, ამიტომაც გულმხურვალედ დაეხმარა და ყველაფერი გაატანა, რაც მონასტრის აშენებისთვის სჭირდებოდათ. წმინდა ანტონისთან კი სათხოვარი დააბარა, რომ იგი უფალს, ღვთისმშობელს და ყველა წმინდანს შევედრებოდა, მისი მეფობისთვის, ჯანმრთელობისთვის, მემკვიდრეებისთვის, ქრისტესმოყვარე მხედრობისა და ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის. ძმები გახარებულები დაბრუნდნენ მონასტერში, საერთო კრებაზე წაიკითხეს მეფის მიერ მიცემული წყალობის სიგელი. მერე კი ერთად მადლობა შესწირეს უფალს. ღირსმა ანტონიმ ძმებს მეფის ჯანმრთელობისა და მემკვიდრის მიცემისთვის ელოცათ, როგორც ტაძარში საერთო ლოცვაზე, ისე სენაკებში.

წმინდა ანტონი შეუდგა სავანის გაფართოებას და ძმების შემოკრებას. მოსწრაფებას მოსწრაფება შემატა, ღვაწლს ღვაწლი. სულს ვნებათაგან განიწმინდავდა, ღამისთევის ლოცვების შემდეგ ტყეში მიდიოდა ხეების მოსაჭრელად, ასუფთავებდა ადგილს, სადაც მონასტერი უნდა აშენებულიყო. შემონაზვნების სურვილით უამრავი ერისკაცი მოდიოდა მასთან, როგორც გარშემო სოფლებიდან, ასევე შორიდანაც, სადაც წმინდა ანტონის დიდსულიერების ამბავი შეეტყოთ. ასე რომ, მალე ძმობა ისე გამრავლდა, საჭირო გახდა ახალი დიდი საკრებულო ტაძრის აგება.

ღირსმა ანტონიმ შეკრიბა ძმები და რჩევა ჰკითხა. გაეხარდათ მამებს და უთხრეს: "შეგეწიოს ღმერთი, რომელმაც ამ დიდი საქმისთვის გულისხმაგყო". ილოცეთ ჩემთვისო, სთხოვა მათ წმინდა მამამ. მას შემდეგ ის დიდი ტაძრის მშენებლობას შეუდგა, ხის დიდი ეკლესია ააგო ყოვლადწმინდა სამების სახელზე. მერე მან მოიწვია მხატვარი და ტაძრისთვის ხატის დაწერა უბრძანა. ხოლო თვითონ მას მარხვითა და ლოცვით შეეწია. დაიწერა ხატი, ტაძრის შუაგულში დაასვენეს და პარაკლისი გადაიხადეს. ამაოდ არ ჩაიარა მისმა ღვაწლმა, უფალმა თავისი წმინდა ხატს სასწაულთმოქმედების მადლი უბოძა.
ერთხელაც, წმინდა სამების ტაძრის მნათეს, ცისკრის ლოცვის მერე სანთლების ჩაქრობა დაავიწყდა და ცეცხლი მთელს ტაძარს მოედო. თიბათვე იდგა, ყველა მინდორში მუშაობდა, მხოლოდ მზარეულები და სნეულები იყვნენ დარჩენილნი. ცეცხლი რომ დაინახეს, იღუმენთან კაცი გაგზავნეს, თვითონ კი ცეცხლის ჩაქრობა სცადეს, მაგრამ ტაძარში შესვლა ვერ შესძლეს. წმინდა ანტონი სასწრაფოდ დაბრუნდა ტაძარში, მაგრამ ცეცხლი ისე მძვინვარებდა, რომ შეუძლებელი იყო ეკლესიიდან წმინდა ხატის გამოტანა. ძალზე შეწუხდა ღირსი მამა, მუხლებზე დაემხო და აქვითინდა:

- ვაი, მე ცოდვილს, რამეთუ ღვთისთვის სათნო აღარ არის ჩემი ლოცვა და ღვაწლი, ამ ხატის შექმნისთვის ვზრუნავდი, იმის იმედით, რომ ჩემს სულს საუკუნო მოხსენიებაში შეეწეოდა. მაგრამ ვაი, რომ რასაც ველოდი, ის არ მოხდა. ვაი, მე ცოდვილს, რამეთუ ჩემი ცოდვები წინ აღუდგნენ ხატს აქ დარჩენაში.

ღმერთმა წყალობა მოიღო თავის მონაზე და მოხდა საშინელი და შემაძრწუნებელი სასწაული. უეცრად ცეცხლმოდებული ეკლესიიდან თავისით გამოვიდა ყოვლადწმიდა სამების ხატი და მონასტრის შუაში დადგა. ეს რომ მამა ანტონიმ დაინახა, დაივიწყა თავისი მწუხარება, მიეახლა ხატს, დაემხო მის წინაშე და ადიდა ღმერთი და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი. საოცარი იყო ისიც, რომ ხატი არათუ დაზიანებული, მასზე ხანძრის კვალიც კი არა ჩანდა. მონასტრის შენობებიდან ეკლესიის გარდა, სხვა არაფერი დამწვარა. ხანძრის შემდეგ ძმებმა დაშლა გადაწყვიტეს, ამბობდნენ, ღმერთმა მიატოვა ეს ადგილი, რადგან განსაცდელები ცხოვრების საშუალებას არ გვაძლევენო. ღირსი ანტონი შეიარაღდა ღვთის რწმენით, იმედით და მოთმინებით, გაამხნევა ძმები, უბრძანა, მარხვითა და ლოცვით შეწინააღმდეგებოდნენ უხილავ მტერს.

ზემოხსენებულმა სასწაულმა განამტკიცა ღირსი ანტონი, მან სხვა, პირველზე დიდი ტაძარი ააგო, განამშვენა წმინდა ხატებით და საეკლესიო წიგნებით და ყოვლადწმიდა სამების სახელზე აკურთხა. შემდეგ ძმებისთვის სატრაპეზო ააგო და მას აღმოსავლეთის მხრიდან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი მიუშენა, კარიბჭესთან კი წმინდა სერგი რადონეჟელის სახელობის ტაძარი. ეკლესიების გარშემო კელიები აშენდა. მოკლედ, მონასტერი საგრძნობლად გაიზარდა.

სავანე უახლოესი დასახლებიდან შვიდ ვერსზე მდებარეობდა, მასთან მხოლოდ ერთი ბილიკი მიდიოდა, გარშემო კი ტბიდან გადმოსული წყლით იყო გარემოცული.

ძმები ერთხელაც მივიდნენ ღირს ანტონისთან და დიდი თხოვნის შემდეგ დაითანხმეს, რომ მღვდლად კურთხეულიყო. მღვდლად კურთხევის შემდეგ მას ცხოვრების წესი არ შეუცვლია.

დღისით ძმებთან ერთად მუშაობდა, ღამე კი ღამისთევის ლოცვებს არ აკლებოდა. ლოცვისას ეკლესიაში არასოდეს კედელს არ მიეყრდნობოდა, იღუმენის კვერთხსაც ხელში არ იღებდა, გაუნძრევლად იდგა და აქეთ-იქით არ იხედებოდა, თავდახრილი, გულზე ხელებდაწყობილი, შემუსვრილი გულით ისმენდა გალობას და საღმრთო სიტყვებით კვებდა თავის სულს. ძმებსაც ტაძარში კეთილმოკრძალებით დგომას უბრძანებდა და ამის მაგალითს თვითონ აძლევდა. თითოეულ ძმას ის საკელიო კანონი დაუდგინა, რომლის შესრულებასაც შესძლებდნენ:

- დაე, თქვენს შორის უქმად არავინ არ იყოს, ყოველდღიურად შემუსვრილი გულით შეასრულონ თავიანთი კანონი და მოწყალებასაც მიიღებთ ღვთისაგან.

ტრაპეზობისას ძმები მადლიერებით მიირთმევდნენ საზრდელს და ყურადღებით უსმენდნენ საკითხავს. რასაც ძმებს უბრძანებდა, ცდილობდა უპირველესად თვითონ შეესრულებინა. მთელი დღე მძიმე საქმეს აკეთებდა, მთელი ღამე ლოცულობდა. მცირე ხანს თუ ჩაიძინებდა დღისით, ტრაპეზობის მერე. ტრაპეზს ძმებთან ერთდ ინაწილებდა ისე, რომ ბოლომდე არ დანაყრდებოდა. ძალზე თავმდაბალი იყო იღუმენი, ისეთი შეურაცხი სამოსი ეცვა, რომ ძმებიდან ვერ გამოარჩევდი, თითქოს ვინმე გლახაკი, უპოვარი მონაზონი ყოფილიყო.

ღირსი ანტონი ხშირად მიდიოდა ფურნეში, სამზარეულოში და იქ მსახურ ძმებს გაამხნევებდა, რომ ფუჭად არავის ესაუბრა და ბაგეზე მარადის იესოს ლოცვა ჰქონოდათ. ხშირად მიდიოდა სავადმყოფოშიც, სნეულ ძმებს ასწავლიდა ღვთისადმი მადლობით დაეთმინათ თავიანთი ავადმყოფობა. სნეულ ძმებს მეთვალყურეები დაუდგინა, რომლებიც მათზე ზრუნავდნენ. ძმებს შეძლებისდაგვარად ერთნაირი ჰქონდათ საჭმელ-სასმელი და სამოსი. რაც შეეხება ალკოჰოლიან სასმელს, მისი დალევა, შენახვა, მომზადება საერთოდ აუკრძალა ძმებს. თუ ვინმე ერისკაცი ძმების გასამხნევებლად არაყს მოიტანდა, ასეთ ადამიანს მისი ბრძანებით მონასტერშიც არ უშვებდნენ. ამით ლოთობა ძირფესვიანად აღმოფხვრა. მან ბრძანა, რომ ამგვარი ტიპიკონი მისი გარდაცვალების შემდეგაც დაეცვათ. ეს ბრძანება წერილობითაც გაამყარა, რათა არ დაევიწყებინათ მისი ნამცნები. მან ასევე ბრძანა, გლახაკებისთვის მოწყალება უხვად დაერიგებინათ, რათა უფალს წყალობა არ მოეკლო სავანეზე. წმინდანი ხშირად ძმებისგან მალულად გასცემდა მოწყალებას, ხოლო მათ კი ასწავლიდა:

- ძმანო, გქონდეთ ერთმანეთის სიყვარული და ერთსულოვნება. რისხვას განეშორეთ, სიმდაბლით გამშვენდით, ნუ ეცრუებით ერთმანეთს, მხოლო სიმართლეს ამბობდეთ. თუ ვინმე თქვენგანს ეშმას შთაგონებით ძმაზე გულში ცუდი აზრი აქვს, ამოიგდეთ იგი და მტრობა სიყვარულით განაქარვეთ. დაე, ნუ ჩავა მზე თქვენს მრისხანებისას. ლოცვას ნუ შეასუსტებთ. დაე, ცუდი სიტყვები ნუ დასცდება თქვენს ბაგეებს, არამედ მხოლოდ მსმენელთათვის მადლის მიმცემელი. ყოველგვარი სასოწარკვეთა და მრისხანება, მძვინვარება ლანძღვა შორს იყოს თქვენგან. იყავით ერთმანეთის მიმართ კეთილნი და მოწყალენი, რათა არავინ გაცდუნოთ ფუჭი სიტყვებით და მოციქულის სიტყვისაებრ, ხვიდოდეთ კეთილწესიერებით, სიმართლითა და ჭეშმარიტებით. ერთმანეთს არ უმტროთ. დაიმარხეთ სულიერი და ხორციელი სიწმინდე და განეშორეთ სიმთვრალეს, რამეთუ მასშია სიძვა. მოთმინებით განამტკიცეთ თქვენი სულები და შესძლებთ ყოველგვარი მწუხარება მადლობით დაითმინოთ. სიამაყე მოიძულეთ, სიმდაბლე და სიმშვიდე შეიყვარეთ. ნურავისზე იდრტვინებთ, რათა არ დაიღუპოთ თქვენს ბოროტ დრტვინვაში;რამეთუ ყველა უძლურებას დაითმენს ღმერთი, მაგრამ კაცს, რომელიც ყოველთვის დრტვინავს, დაუსჯელად არ დატოვებს. განეშორეთ მტრობას, რათა სოფლისთვის საცდურად არ იქცეთ, რამეთუ ნათქვამია: ვაი მას, ვისგანაც მოვა საცდური.

ღირსი ანტონის ლოცვით უამრავი სასწაული მომხდარა:

* დვინში ოდესღაც ნაცვალი იყო ვინმე თავადი დიმიტრი ჟიჟემელი. მისი მსახური იაკობი არაწმინდა სულისგან იტანჯებოდა. თავადმა ის იღუმენ ანტონის გაუგზავნა მონასტერში და უბრძანა, მისი განკურნებისთვის ელოცა. წმინდა ანტონიმ ლოცვა აღავლინა ყოვლადწმიდა სამებისა და ღვთისმშობლის ხატების წინაშე, როცა ეშმაკეული წმიდა სამების ხატს, წმინდანის ლოცვით იგი განიკურნა და გახარებული დაბრუნდა შინ, ადიდებდა ღმერთს და მის წმინდანს, ღირს ანტონის.

* სხვა დროს დვინის ნაცვლად იყო თავადი ვასილი ვორონცოვი. ჰყავდა მასაც ეშმაკისაგან შეპყრობილი მსახური, რომელიც საშინლად იტანჯებოდა. ის რკინის ჯაჭვით შეპყრობილი ძალით მოიყვანეს მონასტერში. ლოცვის შემდეგ, წმინდანმა სნეული ხატთან მიიყვანა. ეშმაკეული ეამბორა ხატს და მაშინვე განიკურნა. გახარებულმა კაცმა აღთქმა დადო, რომ ამ მონასტერში მონაზვნად აღიკვეცებოდა და შინ დაბრუნდა. ღირსი ანტონის გარდაცვალების შემდეგ მონასტერში დაბრუნდა, სილუანეს სახელით მონაზვნად აღიკვეცა და სიას სავანეს აღარ განშორებია.

* სოფელ რაკულში ცხოვრობდა მღვდელი თეოდოსი, რომელსაც ბრმა ცოლი ჰყავდა. მან შეიტყო, რომ წმინდა ანტონის ლოცვი|თ ღმერთი მრავალ დიდებულ სასწაულს მოიმოქმედებდა. მოვიდა სავანეში, მოიყვანა ცოლი, მუხლებში ჩაუვარდა წმინდანს და აცრემლებულმა მეუღლის განკურნება სთხოვა. წმინდანმა ილოცა, ქალს თვალებზე ნაკურთხი წყალი ასხურა და მასაც მყისიერად თვალნი აეხილა.

მრავალი სნეული და ეშმაკეული მოდიოდა ღირს ანტონისთან და მისი ლოცვით ყველა იკურნებოდა. წმინდანმა დაინახა, რომ შორს გაუვარდა სახელი, ძალზე შეწუხდა, ის ხომ სირცხვილად თვლიდა კაცთაგან შექებას, ეშინოდა მიწიერ დიდებას მისთვის ზეციური დიდება არ დაეკარგა. ამიტომაც გადაწყვიტა ადამიანებს გასცლოდა და განმარტოებით ედიდებინა ღმერთი.

მან თავისი მოწაფე, მღვდელმონაზონი თეოგნოსტე დაუდგინა ძმებს წინამძღვრად. თვითონ კი ძმათაგან ერთერთი წაიყვანა და გაიპარა მონასტრიდან. სიას ზემოთ, დუდნიცის ტბის შუაგულში ერთი კუნძული იყო, მეუდაბნოეებისთვის გამოსადეგი. წმინდა ანტონის შეუყვარდა ეს ადგილი, რომელიც სამი სტადონით იყო დაშორებული მისი სავანიდან. ტბას გარშემო ტყე და გაუვალი ჭაობი ერტყა. წმინდა ანტონიმ ქოხი და წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკვდერი ააგო. ვინ აღწეროს ის ღვაწლი, რაც მან ამ უდაბნოში გასწია მარხვითა და მოუკლებელი ლოცვით. ლოცვასთან ერთად ბევრს მუშაობდა: ტყეს კაფავდა, ახოს ასუფთავებდა, მიწას ამუშავებდა, ხორბალს თესავდა, თავისი შრომით ცხოვრობდა, მოსავლიდან მცირეოდენს იტოვებდა და დანარჩენს მონასტერში გზავნიდა. ამას ისიც შემატა, რომ განთიადისას წელზევით გაშიშვლდებოდა და თავის სხეულს დაუთმობდა კოღოებს და სხვა მწერებს. ისინიც დაუწყლულებდნენ სხეულს, ის კი უდრტვინველად ითმენდა ამას. ფეხსაც კი არ მოიცვლიდა, იდგა სვეტივით, გულზე ხელებდაწყობილი, გონებით კი ზეცაში ამაღლებული, ვერ გრძნობდა მწერების კბენას.

შემდგომში ღირსი ანტონი დუდნიცის კუნძულიდან ხუთ ვერსში, პადუნის ტბაზე გადავიდა. იქაც აიშენა კელია და ძველებურადვე იღვწოდა. იგი იყო მტერი საკუთარი ხორცისა და ცდილობდა მის მოკვდინებას. Aდგილი, სადაც ის ცხოვრობდა, მთებით იყო გარშემორტყმული. მთებზე მაღალი ტყე შრიალებდა, მთების ძირში კი პადუნის ტბა გადაშლილიყო. წმინდა ანტონის კელიის გარშემო თოვლივით თეთრი თორმეტი არყის ხე იდგა. ამ უდაბურ, მკაცრ და უნუგეშო ადგილას მოსული ადამიანებს ამ არყის ხეების სილამაზის ხილვა გულს ურბილებდათ, აღაფრთოვანებდა. წმინდა ანტონი აქაც წელსზევით გაშიშვლდებოდა ხოლმე და მტკიცედ დაითმენდა მწერების კბენას. ორივე უდაბნოში მან ერთად ორი წელი იცხოვრა.

ორი წლის შემდეგ იღუმენმა თეოგნოსტემ თავისი სამწყსო მიატოვა. მაშინ ძმები ღირს ანტონისთან ატირებულები მივიდნენ და უკან დაბრუნება სთხოვეს, - კვლავ ჩვენი იღუმენი იყავიო. ღირსი მამა ავადმყოფობას და სიბერეს იმიზეზებდა, მაგრამ მათ ტირილით შეჰღაღადეს: "ნუ მიგვატოვებ, მამაო, შენს შვილებს, დაბრუნდი საკუთარ სავანეში, თორემ მწყემსის გარეშე დარჩენილ ცხვრის ფარასავით დავიშლებითო". მაშინ ღირსი მამა დაემორჩილა მათ თხოვნას, დაბრუნდა მონასტერში და კვლავ იღუმენობას შეუდგა. მაშინ ის უკვე მოხუცი იყო. მიწის სამუშაოებს თავი დაანება, მაგრამ ძველებური გულმოდგინება ჰქონდა ლოცვისა და მარხვის მიმართ.

ერთხელაც მაცხოვრის ფერისცვალების დღესასწაული მოახლოვდა. ძმებმა მთელი ღამე ითევზავეს, მაგრამ ვერაფერი დაიჭირეს და დაღონებულები მივიდნენ წინამძღვართან. წმინდა ანტონიმ ისინი დატუქსა, გიზარმაციათო, არ უსმინა მათ თავის მართლებას და უბრძანა: წადით და ტბაზე, ამა და ამ ადგილას ბადეები ჩაჰყარეთო. მეთევზეები გაჯიუტდნენ, მთელი ღამე ტყუილად გავწვალდითო. რაზეც წმინდანმა მშვიდად უთხრა:

- ყველაფერი ვიცი, შვილო, მაგრამ როგორც გჩვევიათ, ჰქენით მორჩილება და იხილავთ ღვთის დიდებას, ღმერთი მოწყალეა და ყოვლადწმიდა სამება არ დაივიწყებს თქვენს ღვაწლს და დღესასწაულზე ძმებს მშიერს არ დატოვებსო.

მეთევზეებმა კურთხევა აიღეს, წავიდნენ და ბადეები იმ ადგილას ჩაჰყარეს სადაც წმინდანმა მიუთითა. არასოდეს ამდენი თევზი არ დაუჭერიათ, როგორც მაშინ. რამდენიმე დღეს ძმები ტრაპეზზე ამ თევზს სჭამდნენ. მას მერე იმ ყურეს, სადაც თევზი დაიჭირეს, ანტონის ყურეს ეძახდნენ. MA M
ღირსმა ანტონიმ ღრმა სიბერემდე მიაღწია, მრავალი სნეულება შეეყარა, დაუძლურდა. სწუხდნენ ძმები, როცა მას ასეთ დღეში ჰხედავდნენ. მივიდნენ მასთან, წუხილით, წუწუნით და ევედრებოდნენ სანუგეშოდ ბოლო სწავლა, ტიპიკონი, დაეტოვებინა, თუ როგორ უნდა ეცხოვრა მათ მონასტერს. სთხოვეს, თავის ნაცვლად დაეტოვებინა მაშენებელი (წინამძღვარი), რათა მისი სიკვდილის შემდეგ უპატრონოდ არ დარჩენილიყვნენ. ღირსმა ანტონიმ ანუგეშა თავისი დამწუხრებული სულიერი შვილები:

- ნუ ჯავრობთ, ძმებო. გქონდეთ სასოება ღვთისა და ღვთისმშობლისა და ისინი აცხოვნებენ თქვენს სულებს. მე კიდევ ღვთის სამსჯავრო მომელის. მეუბნებით, რომ დაგიწეროთ ტიპიკონი, თუ ჩემს მერე როგორ იცხოვროთ, მაგრამ იცით, რომ საღმრთო წერილი მე არ ვიცი, უხეში ვარ, უგუნური, სულში კარგი არაფერი მიდევს. და თუ ჩემი ცხონების გამო სასოს არ წარვიკვეთ, მხოლოდ იმიტომ, რომ იმედი მაქვს ღვთის მოწყალებისა და თქვენი წმინდა ლოცვებისა, რომ მომეტევება შეცოდებანი ჩემნი. თუ რამეს გეტყვით, იმასაც ღვთის მადლით. მაშენებელი კი თქვენ თვითონ აირჩიეთ, მე მას ვაკურთხებ.

ძმებმა ერთხმად ტირილით შეჰღაღადეს:

- გვინდოდა, მამაო, რომ ჩვენც შენთან ერთად დავხოცილიყავით, მაგრამ ამის ნებას ღმერთი არ გვაძლევს. უფლის ნებაა ეს და უფალი გულისხმაგყოფს, თუ ვისაც დაგვინიშნავ წინამძღვრად.

მაშინ წმინდა ანტონიმ თავის ერთ-ერთ მოწაფეს, ბერ კირილეს მოუხმო, გონიერ და მოსაგრე მამას და მას ჩააბარა მონასტერი (მაშენებლად დაადგინა). ტირილით ევედრებოდა კირილეს, მისი გარდაცვალების შემდეგ, მისი მიცემული ტიპიკონიდან არაფერი შეეცვალა. უფრო მეტად ეზრუნა ღვთის ეკლესიაზე, საეკლესიო გალობაზე, მოციქულთა და ეკლესიის მამების კანონთა დაცვაზე, ძმათა საკვებზე, ჩასაცმელზე. სამონასტრო საქმეები ძმებთან ერთად განეხილა, მათ გარეშე არაფერი გადაეწყვიტა. შემდეგ ძმები დამოძღვრა, დაუბარა, რომ გულწრფელად ჰყვარებოდათ ერთმანეთი. ეზრუნათ ერთმანეთზე, თანამოაზრენი ყოფილიყვნენ. ჰქონოდათ ღვთის შიში და სიყვარული. ლოცვა არ შეესუსტებინათ. ჰქონოდათ წინამძღვრის მორჩილება, ნურაფერში შეეწინააღმდეგებდნენ. ბოროტსიტყვაობასა და მრისხანებას გაშორებოდნენ. უპირველეს ყოვლისა, ხორცისა და სხეულის სიწმინდე დაემარხათ. მწირი საკვები ჰქონოდათ. ამას ასწავლიდა და ცრემლმორეული ევედრებოდა, დაეცვათ მოძღვრისა და წმინდა მამათა კანონები. მერე კი ყოველივე ეს ანდერძის სახით დაუტოვა მამებს.

სულიერი შვილების დამოძღვრის შემდეგ ღირსი ანტონი განმარტოვდა და თავისი დარჩენილი დღეები მარხვასა და ლოცვას მიუძღვნა. ცარიელი ძვალი და ტყავიღა დარჩა. ღამისთევის ლოცვებისა და უამრავი მუხლთდრეკის გამო ფეხები დაუსივდა, დამოუკიდებლად სიარული აღარ შეეძლო, ტაძარში მოწაფეებს ხელით დაჰყავდათ. მაგრამ დამჯდარიც ასრულებდა თავის კანონს. ხორციელი უძლურება მის სულიერ ძლიერებას ვერაფერს აკლებდა. მოუახლოვდა სიკვდილის ჟამიც. ძმები შემოიკრიბნენ მისი საწოლის გარშემო და ტიროდნენ. ნეტარმა ისინი ანუგეშა:

- ნუ სწუხართ, ძმებო. არამედ მადლობდეთ ღმერთს, რომ გამხსნის ცოდვათა საკვრელთაგან და განმისვენებს. თქვენ კი შვილებო, ჩაგაბარებთ ღმერთს, ღვთისმშობელს და წმინდა სერგი რადონეჟელს, დაე, გფარავდნენ ისინი ყოველგვარ განსაცდელისგან. შეევედრეთ ჩემი ცოდვილი სულისთვის ღმერთს, რომ უვნებელად გავიარო ბოროტ ეშმაკთა საზვერეები. არ იქნება დავიწყებული ღვთის წინაშე ჩემი შრომა და მოთმინება, თუ თქვენ, ძმანო, გექნებათ ერთმანეთის სიყვარული და არ დაცარიელდება ეს წმინდა ადგილი. მე თუმცა განვალ ხორცით, სულიერად განუყრელად თქვენს გვერდით ვიქნები.
ჰკითხეს ძმებმა, სად დაგკრძალოთო. წამიღეთ და ჭაობში ჩამაგდეთ, მხეცებისა და ფრინველების დასაგლეჯადო. მათ კი ქვითინით შეჰღაღადეს:
- რას ამბობ, მამაო, მაგას არასოდეს გავაკეთებთ, არამედ ყოვლადწმინდა სამების ტაძარში დაგკრძალავთ დიდი პატივით.

დადგა მისი გარდაცვალების ჟამი. ღირსი ანტონი ეზიარა კვირის წირვაზე. ორშაბათი თენდებოდა. ძმები მის საწოლს გარს შემორტყმოდნენ და ტიროდნენ. როცა ცისკრის ლოცვების ჟამი დადგა, მან ძმებს ლოცვაზე წასვლა უბრძანა და უკანასკნელად ეამბორა მათ. ყველას შენდობა სთხოვა, ყველას მიუტევა, ყველა დალოცა. ძმები ლოცვაზე წავიდნენ, თავისთან მხოლოდ ორი მოწაფე, ანდრონიკე და პახუმი დაიტოვა. სიკვდილის წინ ძმებს საკმეველი აკმევინა და გასვლა უბრძანა. თვითონ აღაპყრო ხელნი, ილოცა, ჯვარი გამოისახა, გულზე ხელები დაიკრიფა და მრავალნაღვაწი სული თვისი ჩააბარა უფალს.

ღირსი ანტონის სხეული ძმებმა მის მიერ აშენებულ ყოვლადწმიდა სამების სახელობის ტაძარში დაკრძალეს, საკურთხევლის ახლოს.

ღირსი ანტონი 1556 წლის 7 დეკემბერს გარდაიცვალა.

ღირსი ანტონი როცა ამ ადგილას მოვიდა, 42 წლის იყო. აქ 37 წელი იღვაწა.

ღირსი ანტონი სიელის ლოცვა შეეწიოს, რუსეთს, საქართველოს და სრულიად საქრისტიანოს.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat