ღვთის ეს სათნომყოფელი იმ მამათაგანი გახლავთ, კათოლიკეებთან უნიას 1274 წლის ლიონის კრებაზე მტკიცედ რომ შეეწინააღმდეგა,
რასაც ბიზანტიის იმპერატორი, მიქაელ მერვე პალეოლოგი და კონსტანტინოპოლის პატრიარქი, იოანეც მხურვალედ თანაუგრძნობდნენ.
იმპერატორის გარდაცვალების შემდგომ, მართლმადიდებლობა კვლავ გაძლიერდა, ნეტარს კი, მისი წინამორბედის სურვილით, 1283 წელს რუსული ეკლესიის მიტროპოლიტად დაესხა ხელი.
თათართა განუწყვეტელი შემოსევების გამო, კიევის მიტროპოლია, რუსული სათავადოების მსგავსად, უმძიმეს დღეში გახლდათ, - მტერმა მთელი ტერიტორია მიისაკუთრა, გადარჩენილი მოსახლეობა კი - სხვადასხვა მხარეს მიმოიფანტა. ახლადნაკურთხმა მიტროპოლიტმა, უპირველესად, დარღვეული საეკლესიო ორგანიზაციის აღდგენა იწყო, რის გამოც თავად წაბრძანდა ოქროს ურდოში.
ზეგარდამო ხილვის შემდგომ, საეკლესიო კრება მოიწვია და მიტროპოლია კიევიდან ჩრდილოეთით, ვლადიმირს გადაიტანა, რითიც რუსეთის ახალ ისტორიას დაუდო დასაბამი.
ვლადიმირს გადასვლისთანავე ნეტარს ღვთისმშობელი გამოეცხადა და უბრძანა:
- შენი საქციელი, ჩემს ბაღში გადმონაცვლება, სათნოა ჩემთვის!
შემდეგ კი ომოფორი გადააფარა, რომელიც გამოღვიძებულმა საკუთარ ხელებში იხილა.
ღირსი მამა 1305 წლის 6 დეკემბერს მიიცვალა და ვლადიმირის ტაძარში დაიკრძალა, XIX საუკუნეში მისი წმინდა ნაწილნი უხრწნელად ჰპოვეს.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი