წმინდა ნიცეტი, ტრირელი ეპისკოპოსი (+566) - 05 (18) დეკემბერი
წმინდა ნიცეტი, ტრირელი ეპისკოპოსი (+566) - 05 (18) დეკემბერი
ღვთის ეს რჩეული აკვიტანიაში V საუკუნის დასასრულს იშვა. ადრეულ სიჭაბუკეშივე მიაბარეს მონასტერს, რომლის წინამძღვარიც მოგვიანებით თავად გახდა.

წმინდა ნიცეტი ავსტრაზიის (დღევანდელი სამხრეთ საფრანგეთი და დასავლეთ გერმანია) მეფის, თეოდორიქეს სულიერი მოძღვარი და ტრირის ძლიერი და გავლენიანი ეპარქიის მღვდელმთავარი გახდა.

უფალს მთლიანად მინდობილი, უძლიერეს თავადთა ზეწოლას არ ეპუებოდა და მთელი არსებით განაგრძობდა თავისი სამწყსოს სულიერებასა და ზნეობაზე ზრუნვას.

ერთხელ უფლისწული, თეოდებერტი, უზნეო ცხოვრებით განთქმული, ტაძარში თავის მსგავსთა თანხლებით მიბრძანდა. ნეტარმა ნიცეტიმ წირვა შეწყვიტა და უზნეოთა ტაძრიდან გასვლა მოითხოვა.

უეცრად იქ მყოფმა ერთმა ადამიანმა, რომელიც ბოროტს შეეპყრო, ხმამაღლა იწყო წმინდა ნიცეტის სიქველეთა ჩამოთვლა და ახალგაზრდა მეფის უწმინდურობათა მხილება და ოდენ მაშინ დადუმდა, როდესაც თეოდებერტმა და მისმა ამალამ ტაძარი დატოვა.

- მზად ვარ, სიმართლისთვის სიხარულით მივიღო სიკვდილი, - იმეორებდა ნეტარი ნიცეტი, რომელმაც 561 წელს თვით მეფე ლოტარ (ქროტარ) პირველი განკვეთა ეკლესიიდან, რის გამოც მცირე ხნით განდევნილ იქნა.

წმინდა მამა მუდამ დიდი სიმტკიცით დაითმენდა ყოველგვარ განსაცდელს, უმკაცრესად მარხულობდა და თავისი ღვთივსულიერი სიტყვით განამტკიცებდა სამწყსოს. უდიდესი გულმოწყალებისა და სიქველის გამო იგი თავისი ეპარქიის საზღვრებს იქითაც უყვარდათ, მართლმადიდებლობას რამდენიმე საეკლესიო კრებაზე იცავდა და ბიზანტიის იმპერატორს, იუსტინე პირველს წერილობით მოუწოდებდა, ერეტიკოს მონოფიზიტებსა და ნესტორიანელებს მტკიცედ შეწინააღმდეგებოდა.

ორმოცწლიანი მღვდელმთავრობის დასასრულს, 566 წელს, ნეტარმა მამამ ღვთივ განისვენა.
..................

.................................. .....................
ამავე დღეს არის ხსენება: წმინდა გურისა, ყაზანელი მთავარეპისკოპოსისა (+1563).

ხსენება მღვდელმოწამისა ილია ჩეტვერუხინისა, პრესვიტერისა (+1932), ღირსმოწამისა გენადისა, ლეტიუკისა, მღვდელ-მონაზვნისა (+1941), წმინდისა სერგი პრავდოლიუბოვისა, აღმსარებელისა (+1950)

ხსენება წმინდა გრატის, რომელმან მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს

ხსენება წმინდისა მოწამისა დიოგენესი, ქვით ჩაქოლვილისა

ხსენება წმინდისა მოწამისა ამბერკისა, მახვილით განგმირულისა

ხსენება ღირსისა ნონასი, რომელმან მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა ამბროსი მედიოლანელი 340 წელს დაიბადა იტალიის ქალაქ ტრირში, სადაც ცხოვრობდნენ მისი მშობლები.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat