წმინდა ნექტარიოსი, ნათლობისას - ნიკოლოზად წოდებული, XV საუკუნეში დაიბადა და ღვთისმშობლის შუამდგომლობით, თურქთა თავდასხმისას სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს.
მადლობის ნიშნად ოჯახის უფროსი შემონაზვნდა და აღსაზრდელად თან ორი ვაჟი - ნიკოლოზი და მისი ძმა წაიყვანა.
გარკვეული ხნის შემდგომ ნიკოლოზი ნექტარიოსის სახელით თავადაც აღიკვეცა ათონზე და სულიერ მამებად უწინ კონსტანტინოპოლელი დიდებული, მამა დიონისე და ხუცესი ფილოთეოსი აღირჩია, რომელიც ზეგარდამო ჭვრეტის მადლით იყო ცხებული.
ახალბედა მონაზონი სულიერად სწრაფად წარემატა, რამაც ბოროტი განაცოფა და რადგან მის მორჩილებას და სხვა უამრავ სათნოებას ვერაფერი მოუხერხა, იმავე სავანის ერთ მონაზონში დიონისესადმი შური აღძრა.
უარესის თავიდან ასაცილებლად ნექტარიოსი ათონის დედაქალაქ კარიესში, პროტოს (ათონის მმართველი) დანიელთან წარიგზავნა, რომლის გარდაცვალების შემდგომ, დიონისესთან ერთ სენაკში განაგრძო მოღვაწეობა.
დიონისეს ამქვეყნიდან გასვლის შემდგომ, ნეტარს ხშირად მოიხილავდა მძიმე და ხანგრძლივი სნეულებანი, 1500 წლის 5 დეკემბერს (ძვ. სტილით) კი სული უფალს შეჰვედრა.
ოთხი წლის შემდგომ, მისი სამარის გახსნისას, სამარიდან საკვირველი კეთილსურნელება აღმოიფრქვა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი