წმინდა კირიონ ბერი და ძე მისი ზაქარია, ეგვიპტელნი (IV) - 05 (18) დეკემბერი
წმინდა კირიონ ბერი და ძე მისი ზაქარია, ეგვიპტელნი (IV) - 05 (18) დეკემბერი
IV საუკუნეში, ქრისტიანთა დევნის ჟამს, უდაბნოში მოღვაწეობას ჩაეყარა საფუძველი. ამა სოფლისაგან განდგომილი უამრავი მოშურნე ქრისტიანი შეერთო უდაბნოს, რათა მოუკლებელი ლოცვით მიემართა ღვთისკენ თავისი ყველა გრძნობა და ზრახვა.
უმძიმესი ღვაწლით ისინი ჭეშმარიტებას უძღვნიდნენ თავს, ადასტურებდნენ თავიანთი სარწმუნოების ძალას. წუთისოფლის უარმყოფელნი უდიდეს ნუგეშს ღმერთთან სულიერი სიახლოვით პოვებდნენ. არსად ისე სწრაფად არ აღორძინებულა მონაზვნობა, როგორც ეგვიპტეში. თვალუწვდენელ, გავარვარებულ უდაბნოებში, უძველესი სამაროვნებით სავსე მთებში, მღვიმეებსა და ქვის სამტეხლოებში - ყველგან მოღვაწეები სახლობდნენ.

საკერპო ბომონების ნანგრევები თუ აკლდამათა ნარჩენები სავანეებად აქციეს. ადგილები, სადაც ადრე კერპთაყვანისმცემლობის რიტუალები აღესრულებოდა, განდეგილთა ლოცვითი ღვაწლით განიწმინდა და ახლა ფსალმუნები და სასულიერო საგალობლები ჟღერდა.

ამ ეპოქაში ცხოვრობდა ერთი ქრისტიანი კაცი, სახელად კირიონი. მას მეუღლე და ორი შვილი ჰყავდა. კირიონმა გადაწყვიტა უდაბნოში დაყუდება, დატოვა ოჯახი და ეგვიპტის უდაბნოს ერთ-ერთ სკიტეში დამკვიდრდა.

ეგვიპტეში ჩამოვარდნილი შიმშილობის ჟამს სიღატაკითა და უკიდურესი გაჭირვებით შეწუხებულმა ცოლმა წმინდანს ბავშვები მონასტერში მიუყვანა. კირიონმა ძე თავისთან დაიტოვა, ასული კი დედას გააყოლა.

კირიონი პატარა ზაქარიას მკაცრი მონასტრული წესებით ზრდიდა. როცა ზაქარია წამოიზარდა, იქ მოღვაწე ბერები უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ, კირიონს მონასტერში შვილიც რომ ახლდა.

ბერი იძულებული გახდა, მოღვაწეობის ადგილი შეეცვალა და შვილთან ერთად მეწამული ზღვის მახლობლად, თებაიდას უდაბნოში გადავიდა.

ერთ დღეს წმინდა ზაქარია შხამიან ტბასთან მივიდა, ნესტოებამდე ჩაეშვა წყალში და ერთი საათი დაჰყო შიგ.

ამის შემდეგ ნეტარს სახე ისე შეეცვალა, რომ მამამაც ძლივს იცნო, მაგრამ ზიარების ჟამს წმინდა ხუცეს ისიდორეს გაეცხადა მის შესახებ და ნეტარს უთხრა, - შვილო, წინა კვირას შენ ეზიარე, როგორც კაცი, ახლა კი - როგორც ანგელოზი.

მამის გარდაცვალების შემდეგ ზაქარია ღირს მოსე შავთან (ხსენება 27 აგვისტოს) ერთად მოსაგრეობდა. მოსე ახალგაზრდობაში ყაჩაღი იყო და თავის ბანდასთან ერთად სისასტიკით, შეუპოვრობითა და დაუნდობელი შურისმაძიებლობით გამოირჩეოდა; თავისი ავკაცობით შიშის ზარს სცემდა მთელ ქვეყანას. მაგრამ, უცებ, ღვთის წყალობით მასში სინდისმა გაიღვიძა და გულს სინანული ეწვია.

თავისი ბოროტმოქმედებით შეძრწუნებული მოსე უდაბნოში გაიქცა და ძმობას შეეკედლა. მას ყველაზე მკაცრი მორჩილება დააკისრეს, მაგრამ მოსე ყველაფერს უდრტვინველად ასრულებდა.

მისი შინაგანი გარდასახვა ტანჯვით მიმდინარეობდა: მოსეს დიდხანს აწამებდა სულიერი შემუსვრილების სიმძიმე და სინდისის ქენჯნა. მთელი ღამეები ლოცულობდა ცრემლმომდგარი. ხანდახან გული სწყდებოდა უწინდელ თავისუფალ და მხიარულ ცხოვრებაზე, მაგრამ ამ მოგონებებს მძიმე შრომითა და მღვიძარებით ახშობდა.

ბოლოს, უფალმა შეიწყნარა მისი სინანული და გარდა¬მოუვლინა სიმშვიდე; მისი შინაგანი ქარიშხალი ლოცვამ და უდაბნოს მდუმარებამ დააცხრო - მონანული ავაზაკი უდიდესი მოღვაწე გახდა.

- რა ვქმნა, რათა ვცხონდე? - ჰკითხა ერთხელ ზაქარიას მოსემ. ამის გაგონებაზე ზაქარია ფეხებში ჩაუვარდა ნეტარს:

- შენ მე მეკითხები, მამაო?!

- მერწმუნე, შვილო ზაქარია, - უთხრა მოსემ, - მე ვიხილე, თუ როგორ გარდამოხდა შენზე სულიწმიდა, და მხოლოდ ამიტომ გკითხე.

მაშინ ღირსმა ზაქარიამ თავიდან კუნკული მოიხადა, ფეხებთან დაიდო, გათელა და თქვა:

- თუ არ გაისრისები როგორც კაცი, მონაზონი ვერ იქნები.

მომაკვდავ ზაქარიას ღირსმა მოსემ ჰკითხა:

- რას ხედავ, ძმაო?

- დუმილი ხომ არ სჯობს, მამაო? - იყო პასუხი.

- ჰე, სდუმენინ, შვილო! - მიუგო მანაც.

როცა ღირსი ზაქარიას სული სხეულს ეყრებოდა, წმინდა აბბა ისიდორემ თვალები ზეცად აღაპყრო და თქვა:

- გიხაროდენ, შვილო ჩემო ზაქარია, რამეთუ განგეხვნეს კარნი ზეცისა სამეუფოჲსანი.

წმინდა ზაქარიას ხსენებას დედა ეკლესია - 24 მარტსაც (6 აპრილს) აღნიშნავს.


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, რომელიც ქალაქ კესარიის მახლობლად მდებარეობდა, ცხოვრობდა ღირსი მონაზონი ზოსიმე. მშობლებმა იგი სიყრმეშივე მისცეს აღსაზრდელად ამ მონასტერში და უკვე 53 წელი იყო, რაც აქ მოღვაწეობდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler