ღირსი გიორგი ჩერნიკელი, რუმინელი (+1806) – 03 (16) დეკემბერი
ღირსი გიორგი ჩერნიკელი, რუმინელი (+1806) – 03 (16) დეკემბერი
ქრისტეს ეს წმინდა მსახური დაახლოებით 1703 წელს, სიბიუს მახლობლად, სალისტეში იშვა, სიჭაბუკეშივე შემონაზვნდა, უნიატთაგან მართლმადიდებელთა შევიწროების გამო გიორგიმ ტრანსილვანია დატოვა და ათონს მიაშურა, სადაც უდიდეს ხუცესს, წმინდა პაისი ველიჩკოვსკის (ხსენება 15 ნოემბერს) დაემოწაფა.

სწორედ წმინდა პაისიმ დააფუძნა ძმობა წმინდა ილია წინასწარმეტყველის სახელობის სკიტში.

მოკლე ხანში გიორგის მღვდლად დაასხეს ხელი, ათი წლის შემდგომ კი სულიერ მამას და ძმებს მოლდავეთში გაჰყვა, სადაც 1763 წელს დრაგომირნის მონასტერში დაფუძნდნენ.

12 წლის მანძილზე უთავსებდა ერთურთს წმინდა მამა მღვდლობას, მქადაგებლობას და დღითი დღე მზარდი მონასტრის საძმოს ეკონომოსობას, საიდანაც ორასი მონაზვნითურთ ჯერ სეკულის სავანეს გადავიდა, შემდეგ კი - ნიამეცს, წმინდა პაისის წინამძღვრობით სამონსატრო ცხოვრების ცენტრად რომ იქცა.
გავიდა ორი წელიწადი და წმინდა გიორგი კვლავ ათონს, ილია წინასწარმეტყველის სკიტს დაუბრუნდა და იქ რამდენიმე წელიწადს იღვაწა.

ნიამეცს დაბრუნების შემდგომ, 1781 წელს, ვალახეთის მიტროპოლიტმა, გიორგიმ აკურთხა, ბუქარესტის მახლობლად, ჩერნიკში, წმინდა ნიკოლოზის სახელობის მონასტერი აღედგინა.

ღირსმა მამამ, რომელსაც თან ორად ორი მორჩილი ჰყავდა, უმძიმესი სამუშაო იტვირთა, - მთელ დღეებს მათთან ერთად მუშაობდა, ღამით კი - ლოცვად იდგა, საზრდოდ კი - ოდენ პური და მცენარეები ჰქონდათ, იმ მიდამოებში რომ იზრდებოდა.

მათი ლოცვით მალე სხვა მოღვაწენიც შემოემატათ, რომელთა რიცხვმაც ოთხ წელიწადში 54-ს მიაღწია. სავანეს წმინდა პაისიმ დაუდგინა წესდება.
ეს ადგილი, რომელსაც სული სწორედ მისმა ლოცვამ და დიდმა ღვაწლმა ჩაუდგა, მალე იქაურობის უმნიშვნელოვანეს სულიერ ცენტრად იქცა.

როდესაც მძიმე სენმა მოიხილა, მოწაფეთა თხოვნით, ანდერძი დატოვა, მოკლე ხანში უფალმა ჯანი განუმრთელა, რის შემდგომაც კიდევ ოც წელიწადს იღვაწა და 1806 წლის 3 დეკემბერს (ძვ. სტილით) ღვთივ განისვენა.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საქართველოს ეკლესია სამოციქულოა. გადმოცემის მიხედვით, სულთმოფენობის შემდგომ, როცა მოციქულებმა წილი ჰყარეს და სხვადასხვა ქვეყანაში წავიდნენ საქადაგებლად, საქართველო ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს ერგო

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler