ღირსი იოანე მდუმარე, კოლონიელი ეპისკოპოსი (+558) – 03 (16) დეკემბერი
ღირსი იოანე მდუმარე, კოლონიელი ეპისკოპოსი (+558) – 03 (16) დეკემბერი
ღირსი იოანე 454 წლის 8 იანვარს, ქალაქ ნიკოპოლში, ქრისტიანთა ოჯახში დაიბადა, მშობელთა გარდაცვალების შემდგომ, 18 წლისამ, მშობლიური სახლი დატოვა და ათ თანამოაზრესთან ერთად მონასტერი დააარსა.

მალე სახელი დიდად გაუვარდა, რის შემდგომაც, 481 წელს, მისი ნების საწინააღმდეგოდ, ქალაქ კოლონიის მღვდელმთავრად დაასხეს ხელი, თუმცა, ძველი ცხოვრების წესი არც მაშინ დაუგდია, მისი ერთადერთი მიზანი გულის ვნებათაგან და ყოველგვარი უკეთურებისგან განწმენდა გახლდათ.
ათწლიანი მწყემსმთავრობის შემდგომ იოანემ იქაურობის უჩუმრად დატევება და იერუსალიმს გადაწყვიტა წასვლა და იქ განდეგილობა.

რამდენიმე წელი დედოფალ ევდოქსიას მიერ დაარსებულ მოხუცთა თავშესაფარში დაყო, შემდგომ საკვირველი ნიშანი იხილა: - მის წინაშე ვარსკვლავივით მანათობელი ჯვარი გამოიკვეთა და ესმა ხმა:

- თუ გადარჩენა გსურს, ამ ვარსკვლავს გამოჰყევ!

491 წელს ვარსკვლავმა იოანე წმინდა საბას ლავრაში მიიყვანა, სადაც 150 მონაზონი იღვწოდა.

იღუმენმა, რომელმაც არაფერი უწყოდა ნეტარი იოანეს შესახებ, გამოსაცდელად მორჩილებად სავანის იკონომოსის თანაშემწეობა განუწესა.

ორი წლის მანძილზე სავანის ყოველ მონაზონს დიდი სიყვარულთ მსახურებდა იოანე და თავს თითოეული მათგანის მონად თვლიდა.

493 წელს, მორჩილების გასრულების შემდგომ, ერთ სენაკში განმარტოვდა, იგი კვირის 5 დღეს მდუმარებაში ატარებდა, შაბათ-კვირას კი - ტაძარში, სადაც წმინდა საიდუმლოს ეზიარებოდა, შემდეგ ძმებთან ერთად ტრაპეზობდა.

გარკვეული ხნის შემდგომ, იოანეს, რომელიც სავანის მონაზონთათვის გულშემუსვრილებისა და სიმდაბლის მაგალითი იყო, ლავრის მეურნეობა ჩააბარეს, ის კი, როგორც სჩვეოდა, იმგვარი გულმოდგინებით შეუდგა მსახურებას, თვით წმინდა საბა განწმენდილმა სთხოვა იერუსალიმის პატრიარქ ილიას (ხსენება 20 ივლისს), იოანესთვის მღვდლად დაესხა ხელი.

პატრიარქის წინაშე წარმდგარმა იოანემ მასთან პირისპირ საუბრის ნება ითხოვა.

როდესაც პატრიარქმა შეიტყო, რომ იოანემ ეპისკოპოსობა იმ მიზეზით დათმო, რომ ძმათათვის ემსახურა, ღირს საბას სთხოვა, მისთვის სამღვდელო პატივის მიღება აღარ დაეძალებინა და საშუალება მიეცა, მშვიდად ეღვაწა.

ამ უარმა ღირსი საბა თავიდან ძლიერ გააწბილა, მოგვიანებით კი ღვთივ განეცხადა, თუ ვინ იყო სინამდვილეში ეს მდაბალი მონა ღვთისა, თუმცა, საიდუმლო არავისთვის გაუმხელია და აღარც იოანეს მყუდროება დაურღვევია.

ოთხი წლის შემდგომ ღირსი საბა იძულებული შეიქნა, სავანე დაეტოვებინა, წმინდა იოანე კი, რომელსაც საიმდროოდ ორმოცდაათი წელი შესრულებოდა, ექვსი წლით რუვეს უდაბნოს ერთ მღვიმეში, სრულ განმარტოებას მიეცა.

ერთხელ უდაბნოში საკვების საძიებლად გამოსულს გზა აებნა, ღრმა თხრილში ჩავარდა და გონი დაკარგა. მაშინ ღვთის ძალით სასწაულებრივად გადაინაცვლა თავის სენაკში, იმ ადგილიდან შვიდნახევარ კილომეტრში რომ მდებარეობდა.

უდაბნოში სარკინოზთა პარპაშისას, რომელნიც გზად შემხვედრ ყოველ სულდგმულს უმოწყალოდ ასალმებდნენ სიცოცხლეს, ღვთის ნებას სრულებით მინდობილი ნეტარი იოანე ამ დიდ საფრთხეს უვნებელი გადაურჩა. უფალმა დასაცავად უზარმაზარი ლომი გამოუგზავნა, რომელიც დღედაღამ დარაჯობდა მის სამყოფელს.

ღვთისგან ჭვრეტისა და ადამიანთა გულისთქმების ამოცნობის მადლით ცხებული ყველას შეეწეოდა, ვინაც კი მიაკითხავდა.

509 წელს უდაბნო დაუტევა და კვლავ მონასტერში, თავის სენაკს დაუბრუნდა, საიდანაც ერთ-ერთი მოწაფის მეშვეობით უკავშირდებოდა ხოლმე გარშემომყოფთ.

მრავალი წლის მანძილზე მისი ერთადერთი საკვები წყალწყალა წვნიანი გახლდათ, რომელშიც ფარულად ნაცარს ჩაიყრიდა ხოლმე.

ერთხელ მისმა მოწაფემ და ბიოგრაფმა შემთხვევით შე¬ნიშნა, თუ როგორ მოაფრქვია წვნიანზე ნაცარი.

ამან იოანე ძალზე დაანაღვლიანა, რამეთუ კაცთათვის ცხადქმნილ ყოველ სიქველეს ცოდვად თვლიდა და იძულებული შეიქნა, ამ ჩვევაზე უარი ეთქვა.
სხვა დროს უფალს შესთხოვა, ნიშანი მიეცა, განეღებოდა თუ არა სასუფევლის კარი, მოწაფეთა თანდასწრებით მოცხრის თესლი მზით გახურებულ, სალ კლდეზე დადო, მისი სენაკის სიახლოვეს რომ ამოზიდულიყო და ჰოი, საოცრებავ! თესლი ზედ შიშველ კლდეზე გაღვივდა, ამოიზარდა, ფოთლები გამოიტანა და სამი ნაყოფიც გამოისხა.

ცრემლმორეულმა იოანემ ადიდა უფალი, მოცხრის ნაყოფი კი მოწაფეებს გაუნაწილა.

ღირსმა მამამ სენაკი ოდენ 547 წელს დაუტევა, როდესაც ლავრის იღუმენი ორიგენეს ერთ-ერთი მიმდევარი გახდა.

მაშინ სხვა მამებთან ერთად, რომელთაც ბოლომდე უერთგულეს მართლმადიდებლობას, ზეთისხილის მთას მიაშურა და იქამდე დარჩა, სანამ ლავრის წინამძღვრად კვლავ მართლმადიდებელი არ აკურთხეს.

ამ დროიდანვე იწყო წუთისოფლიდან განსვლისათვის მზადება, 558 წელს კი, 104 წლისამ, მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საქართველოს ეკლესია სამოციქულოა. გადმოცემის მიხედვით, სულთმოფენობის შემდგომ, როცა მოციქულებმა წილი ჰყარეს და სხვადასხვა ქვეყანაში წავიდნენ საქადაგებლად, საქართველო ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს ერგო

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler