ღირსი კირილე ფილეელი (+1110) ) და მოსე აღმსარებელი - 02 (15) დეკემბერი
ღირსი კირილე ფილეელი (+1110) ) და  მოსე აღმსარებელი  - 02 (15) დეკემბერი
წმინდა კირილე აღმოსავლეთ თრაკიის (დღევანდელი თურქეთის ტერიტორია) სოფელ ფილეში 1015 წელს დაიბადა.

საღვთო საგნებისადმი ფრიად მგრძნობიარემ ადრეულ ასაკშივე იგრძნო, რომ წუთისოფლის მგზავრი და სტუმარი იყო და წმინდა წერილის ღრმად შესწავლას შეუდგა.

მოკლე ხანში ეპისკოპოსმა წიგნის მკითხველად დაადგინა, ოცი წლისას კი მღვდლად კურთხევა შესთავაზეს, თუმცა, თავი ამ პატივის ღირსად არ ჩათვალა და დაქორწინება გადაწყვიტა, რომ ამგვარად ემსახურა უფლისთვის.

კირილეს მეუღლეც არანაკლები მოშურნეობით ცდილობდა ღვთის მცნებათა აღსრულებას, პირველი შვილის გაჩენის შემდგომ კი მეუღლითურთ უმეტეს ლოცვას, მარხვას და ღვაწლს მიეცა.

წმინდა კირილემ, ეკლესიის მიერ მარხვისთვის დადგენილ დღეებს ორშაბათი, სამშაბათი და ხუთშაბათიც მიუმატა და ოდენ საღამოობით, ისიც - მცირეოდენ ხმელ ბოსტნეულს და წყალს იხმევდა, შაბათ-კვირას და დღესასწაულებზე კი - ყოველგვარ საზრდელს, მხოლოდ ზომიერად.

ძალზე უყვარდა მონაზვნები - ამქვეყნიური ანგელოზები და ძალას არ ზოგავდა, მათთვის მიებაძა. მორჩილებაში რომ განწვრთნილიყო, სამი წლის მანძილზე ხომალდზე უბრალო მატროსად გამწესდა და ყოველ ადამიანს ისე მსახურებდა, როგორც უფალს, ყოველგვარ დამცირებას, საყვედურს და უსამართლობას სიხარულით დაითმენდა და უწინდელზე აღმატებული მოშურნეობით თრგუნავდა ხორცს.

შინ რომ მობრუნდა, მეუღლეს განუცხადა, - ან შინ დავრჩები, სრულებით განვერიდები წუთისოფელს და თავს სრულებით ვუძღვნი უფალს, ან რომელიმე მონასტერში განვაგრძობ ღვაწლსო, ცოლის ცრემლიანი ვედრების შემდეგ შინ ერთი ვიწრო ფარდული აირჩია, სადაც მრავალი წელი მარხვაში, ლოცვასა და ფსალმუნთგალობაში განლია.

მოწყინების განსაქარვებლად ზოგჯერ ხელსაქმეს მიჰყოფდა ხოლმე ხელს, - მეზობლებს უანგაროდ ეხმარებოდა, სხეული რკინის მძიმე მარწუხებით შეიბორკა, რომელნიც ტანზე ღრმა, მოუშუშებელ იარებს უტოვებდა, დროდადრო კი უდაბნოს ყველაზე მიუვალ ადგილას განმარტოვდებოდა ხოლმე ღვთიურ საიდუმლოთა საჭვრეტად და უფალთან პირისპირ დასარჩენად.

უკან კი საკვირველად ნათელმოსილი და გულშემუსვრილი ბრუნდებოდა და უწინდელზე მეტი მოშურნეობით შეუდგებოდა ხოლმე მოყვასის მსახურებას: - სნეულთ მოიხილავდა, უცხოთ შეიწყნარებდა, უპოვართ რაც გააჩნდა, უწყალობებდა, ყოველ პარასკევს კი ფეხით მიდიოდა კონსტანტინოპოლს, რომ ღვთისმშობლის საფარვლისთვის (ხსენება 1 ოქტომბერს) ეცა თაყვანი და ვლაქერნის ტაძარში ღამისთევის მსახურებას დასწრებოდა.

ერთხელ იქ ორი დღე და ღამე მშიერი იმყოფებოდა, თან მრავალ დაცინვას და დამცირებას დაითმენდა, სხვა დროს კი, ერთ კონსტანტინოპოლელ მონაზონთან სტუმრობისას მის ნებას დამორჩილდა და მძიმე რკინის მარწუხები მოიცილა, თუმცა, მათ ნაცვლად, ხორცი ზომაზე მეტად რომ არ განეცხრო, თოკი შემოიხვია.

მოკლე ხანში გრძელ გზას დაადგა: - ჯერ ფრიგიას მიაშურა, სადაც მთავარანგელოზ მიქაელის ტაძარი მოილოცა ხონაში, იქიდან კი ძმასთან ერთად რომს გაემგზავრა, რის შემდეგაც ხანგრძლივი მოგზაურობით ძლიერ დაქანცული დიდხანს ავადობდა.

ძალა რომ მოიკრიბა, კვლავ მშობლიურ ფილეას მიაშურა, სადაც ამასობაში ძმას, - მიქაელს, მცირე მონასტერი დაეფუძნებინა. თუმცა, მოკლე ხანში ბარბაროსთა თავდასხმის გამო მამებმა იძულებით დატოვეს იქაურობა, ღირსი კირილე კი კვლავ უდაბნოს შეერთო.

საფრთხემ რომ ჩაიარა, საბოლოოდ დაფუძნდა მონასტერში და ბერად აღიკვეცა, შემდეგ მონასტრის სიახლოვეს მცირე სენაკი მოიწყო და მთელ დროს ლოცვასა და სინანულში განლევდა, ხან კი ძმებს სატრაპეზოში ჩააკითხავდა ხოლმე და წმინდანთა ცხოვრებას განუმარტავდა.

გავიდა სამი წელი და კირილე სრულ განმარტოებას მიეცა, ამ დროის გასვლის შემდეგ კი, კვლავ ძმებს დაუბრუნდა.

ერთხელ თავისი ფსალმუნნი ერთ ღარიბ მონაზონს აჩუქა, თავად კი, ღამეული კანონი, როგორც ახსოვდა, ზეპირად აღასრულა, თუმც კი ძლიერ წუხდა, რომ უფალს საკადრისი ვერ მიაგო.

მაშინ მის წინაშე ნათლითმოსილი კაცი წარმოდგა, რომელმაც ფსალმუნის დავიწყებული ნაწილი უჩვენა.

იმ დღის შემდგომ კირილე მთელი ფსალმუნის ზეპირად გალობის და მისი განმარტების ნიჭით შეიმოსა.

როდესაც მის ვაჟს 14 წელი შეუსრულდა, მამას მონასტერში წაყვანა სთხოვა. ახალგაზრდა მონაზონი სულიერად იმგვარად წარემატა, აღკვეციდან 18 თვეში უფალმა ამქვეყნიდან გაიყვანა.

მალე ბარბაროსთ კვლავ აეშალათ საღერღელი და ისევ დაეცნენ სავანეს, რის გამოც კირილემ კვლავ იძულებით დატოვა იქაურობა და თავი მარმარილოს ზღვასთან მდებარე ერთ მონასტერს შეაფარა.

იქაურებმა მალე შეიტყვეს წმინდა მამის ღვაწლის შესახებ და სავანეში უამრავმა ხალხმა მიაკითხა, რამაც სავანის წინამძღვრის შური და უკმაყოფილება გამოიწვია, თუმცა, ნეტარის დიდმა სიმდაბლემ და მორჩილებამ მალე შეუმუსრა გული და შეინანა.

ფილეაში დაბრუნებისთანავე კირილემ კვლავ თავის სენაკს მიაშურა, მისი ლოცვით უამრავი სასწაული აღასრულა უფალმა, ძმათა შორის უთანხმოების ჟამს თავისი ოქრონეტარი სიტყვით ჰმოძღვრიდა სულიერ შვილებს, ეშმაკის ბადეთაგან გამოიტაცებდა, თავად კი, ასაკის მოუხედავად, უწინდელზე აღმატებულ ღვაწლს მიეცემოდა ხოლმე.

ამ სიქველეთა ნაყოფად უფლისგან ცრემლთაღვრის მადლი მიიღო, რის შედეგადაც მისი ისეც შინაგანად მანათობელი სახე უფრო განსპეტაკდებოდა ხოლმე.

იმის მიუხედავად, რომ ყოველმხრივ ეკრძალვოდა ამქვეყნიურ პატივს, უფალმა, სხვათა ნუგეშად და დასამოძღვრად, მისი ღვაწლის გაცხადება ინება, - სხვა მრავალ მომლოცველთა შორის, ლოცვა-კურთხევის მისაღებად თვით იმპე¬რატორი, ალექსი კომნენოსი (1081-1118 წლები) ეახლა ოჯახითურთ.
მისი სიწმინდით და სიბრძნით მოხიბლულმა ხელმწიფემ სავანისთვის უხვად გაიღო მოწყალება, კირილემ კი შემონაწირი მთლიანად უპოვართ დაურიგა.
უნდა ითქვას, რომ საიმდროოდ სავანეს თავადაც უკიდურესად უჭირდა, თუმცა, ნეტარს მუდამ ეიმედებოდა უფლის წყალობა და ეს იმედი არც არასოდეს გასცუდებია: - გარკვეული ხნის შემდგომ მონასტერს ერთი უწარჩინებულესი მომლოცველი, - გიორგი პალეოლოღოსი ეწვია, რომელმაც უხვად შესწირა თანხა.

ეს ძღვენი ძმათა საჭიროებებსაც გასწვდა და ქველმოქმედებასაც.

დაახლოებით, 1105 წელს კირილე მძიმე სენმა მოიხილა, თუმცა, ღვაწლის შერბილება არც კი უფიქრია. გარდაცვალებამდე ორი წლით ადრე, ღვთის დაშვებით, ბოროტმა მისი გამოცდა მოინდომა, - კირილეს ერთ-ერთი მოწაფის, - იოანე სებასტის სახე მიიღო და სენაკში სხვა, სამღვდელოდ მოსილ ეშმაკებთან ერთად მიაკითხა, რომ ცრუ ლიტურგია აღესრულებინა, რომლის დროსაც ნეტარი კინაღამ "ეზიარა".

როდესაც ყოველივე განჭვრიტა, კირილეს სული ისე შეემუსრა, გონს ოდენ წმინდა ზიარების შემდგომღა მოეგო, დარჩენილი სიცოცხლე კი ცოდვათა გამო ტირილსა და სინანულში გაატარა.

ღირსი მამა 1110 წლის 2 დეკემბერს (ძვ. სტილით) მიიცვალა, მის წმინდა ნაწილთაგან შემდგომ უამრავი სასწაული აღესრულა.
........................

...................
ამავე დღეს არის ხსენება მოსე აღმსარებლისა

ამ სახელს ვხვდებით კონსტანტინოპოლურ სვინაქსარში, რომელიც მოსეს ერთ-ერთი მონასტრის იკონომოსად იხსენიებს.


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა ამბროსი მედიოლანელი 340 წელს დაიბადა იტალიის ქალაქ ტრირში, სადაც ცხოვრობდნენ მისი მშობლები.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat