წმინდა პალადი ჰელენოპოლელი (+დაახლ. 429) - 27 ნოემბერი (10 დეკემბერი)
წმინდა პალადი ჰელენოპოლელი (+დაახლ. 429) - 27 ნოემბერი (10 დეკემბერი)
იგი წარმოშობით ალექსანდრიელი იყო, დაახლოებით 363 წელს დაიბადა, განდეგილურ მოღვაწეობას კი სიჭაბუკეშივე შეუდგა. უშუალოდ მოღვაწეობის დაწყებამდე წმ. პალადი სხვა მეუდაბნოე მამათა ცხოვრებას გაეცნო. ამ მიზნით ის ჯერ ეგვიპტეში თებეს უდაბნოს ესტუმრა, შემდეგ კი ნიტრიას მიაშურა.

წმინდა პალადი მეტად დაახლოებული იყო დიდ წმინდა მამებთან: მაკარი ეგვიპტელსა და მაკარი ალექსანდრიელთან. ნიტრიის უდაბნოში ყოფნისას მასზე დიდი ზეგავლენა მოახდინა ევაგრე პონტოელმა და დაემოწაფა მას.

მოძღვრის გარდაცვალების შემდეგ წმინდა პალადიმ პალესტინას მიაშურა და საეპისკოპოსო კათედრას ჩაუდგა სათავეში. მას ინტენსიური სულიერი კავშირი ჰქონდა წმინდა იოანე ოქროპირთან. ამგვარ სიახლოვეს მოწმობს ისიც, რომ პალადიმ ამ დიდი წმინდა მამის დასაცავად დაწერა "დიალოგი იოანე ოქროპირის ცხოვრებაზე". მიიჩნევენ, რომ წერის ამგვარი ფორმა მწერალს აღებული აქვს ანტიკური ტრადიციიდან, კერძოდ, პლატონის დიალოგიდან ("ფედონი").

წმ. პალადი დაუპირისპირდა ალექსანდრიის ეპისკოპოს თეოფილეს, რომელიც წმინდა იოანე ოქროპირს ებრძოდა. ცნობილი მუხის კრების შემდეგ წმინდა იოანეს დასაცავად ის რომში გადავიდა. ამის გამო პალადიმ თავისუფლებაც დაკარგა და საეპისკოპოსო კათედრაც, თუმცა მოგვიანებით დაიბრუნა იგი. დაახლოებით 420 წელს წმინდა მამა წერს "ლავსაიკონს". იგი გარდაიცვალა 428 თუ 429 წელს.

წმ. პალადის სამწერლობო საქმიანობა უმთავრესად ორი ფაქტორით განისაზღვრა: ერთი, ეგვიპტელ მეუდაბნოეებთან მოღვაწეობით და, მეორე, წმინდა იოანე ოქროპირთან სიახლოვით. სწორედ ამ ფაქტორებმა განუკუთვნეს მას მნიშვნელოვანი ადგილი ქრისტიანული საეკლესიო ლიტერატურის ისტორიაში.

* * *
ძველი სტილით 27 ნოემბერს (10 დეკემბერს) ეკლესია აგრეთვე იხსენიებს IV საუკუნეში ინდოეთში წამებულ ჩვიდმეტ ქრისტიან მოწამეს

......

აქვე ნახეთ:

ღირსი პალადი მეუდაბნოე (VI) - 28 (10.02) იანვარი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ბერ-მონაზონთა მეორე სახარება
"კლემაქსი" ანუ "კიბე" - მიწაზე არსებული სულიერი საუნჯე, რომელშიც დაუნჯებული და თავმოყრილია საღვთო ნიჭთა მშვენიერება და სისავსე.
1კ1

istanbul evden eve nakliyat fabrika taşımacılığı eşya depolama ofis taşıma bostancı nakliyat skdar nakliyat ehirler aras nakliyat ehirler aras nakliyat cretleri ehirler aras nakliyat transfernakliyat.com.tr eya depolama sex shop

restbet restbet tv restbet giriş restbet restbet güncel restbet giriş restbet restbet giriş restizle betpas betpas giriş pasizle betpas betpas giriş pasizle iskambil oyunları rulet nasıl oynanır blackjack nasıl oynanır guvencehd.org heceder.org trke casino 30 tl deneme bonusu tahincioglunakliyat.com.tr aviator oyunu betexper Deneme bonusu veren siteler heceder.org pdf indir casino siteleri casino siteleri deneme bonusu veren siteler deneme bonusu slot siteleri pdf indir ingilizce trke eviri lyrics translate video shell alfa shell eya depolama depolama saryer evden eve nakliyat evden eve nakliyat

idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper slot siteleri