წმინდა სიმონი X საუკუნეში ცხოვრობდა. ის კალაბრიელი მონაზონი იყო და, შესაძლოა, მერკურის მთაზე მოსაგრეობდა.
სარკინოზთა ერთ-ერთი თავდასხმისას, მათ მონასტრიდან სამი მონაზონი და ვინმე ყმაწვილი გაიტაცეს და აფრიკაში წაიყვანეს. მაშინ წინამძღვარმა ტყვეების გამოსასყიდად წმინდა სიმონი გააგზავნა.
როცა აფრიკაში ჩავიდა, სიმონი ერთ-ერთ მონაზონს შეხვდა, რომელიც მოუყვა, თუ როგორ აიძულებდნენ ქრისტეს ღალატს. ვინმე ბარბაროსმა დაინახა ორი მოსაუბრე ქრისტიანი და წმინდა სიმონისკენ მახვილმომარჯვებული გაიქცა, მაგრამ მოქნეული მარჯვენა გაუშეშდა. წარმართებმა წმინდანი შეიპყრეს, მსაჯულთან მიიყვანეს და ჯადოქრობაში დასდეს ბრალი. წმინდა სიმონმა კაცს ჯვარი გადასახა და მან ხელი აამოძრავა. ყველამ აღიარა, რომ ის ჭეშმარიტად ღვთის მსახური იყო.
არაბმა მმართველმა, არა მარტო მონაზვნები, არამედ იმ ქალაქში მცხოვრები ტყვე ქრისტიანები ერთად შეკრიბა, გემზე დასვა და სიმონთან ერთად სამშობლოში დააბრუნა. მეზღვაურებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, წმინდა სიმონის მოუკლებელმა მარხვამ და ლოცვამ, ამის გარდა მან რამდენჯერმე ლოცვით ზღვის წყალი სასმელად ვარგისი გახადა, რათა დაეცხრო გემზე მყოფთა წყურვილი. სამშობლოში დაბრუნებულმა წმინდა სვიმონმა ღვთის სადიდე¬ბლად მრავალი სასწაული მოახდინა და ბოლოს მშვიდობით აღესრულა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი