წმინდა ფილარეტ მოსკოველი (+1876) და ამავე დღეს ხსენებული რუსი ახალმოწამენი - 19 (02.12) ნოემბერი
წმინდა ფილარეტ მოსკოველი (+1876) და ამავე დღეს ხსენებული რუსი ახალმოწამენი - 19 (02.12) ნოემბერი
წმინდა ფილარეტი (დროზდოვი) დაიბადა 1782 წელს ქალაქ კოლომნაში ღვთისმსახურის ოჯახში. ნათლისღებისას მას სახელად ვასილი უწოდეს. ცხრა წლისა სასწავლებლად ადგილობრივ სემინარიაში შეიყვანეს, შემდეგ სწავლა გააგრძელა წმინდა სერგის ლავრასთან არსებულ სემინარიაში. მოსკოვის მიტროპოლიტმა პლატონმა, რომელიც ხშირად ცხოვრობდა ლავრაში, შეამჩნია ყმაწვილის ნიჭიერება და თავის მფარველობის ქვეშ აიყვანა.
ვასილი ამით არ გაამაყებულა, პირიქით, იყო მუდამ თავმდაბალი და მშვიდი, ღვთისმოშიში და თავისი ხასიათით საყოველთაო პატივისცემა დაიმსახურა. მან კურსი როგორც საუკეთესო მოწაფემ დაამთავრა და იქვე დატოვეს ბერძნულის მასწავლებელად. ის მჭევრმეტყველებით გამოირჩეოდა და შეეძლო, მსმენელის გული სათნოებებისადმი სიყვარულით განემსჭვალა. ამიტომაც მალე ლავრის მქადაგებლად და რიტორიკის პედაგოგად დაადგინეს. მისი მფარველი მიტროპოლიტი პლატონი, რომელიც თვითონ გამოჩენილი ღვთისმეტყველი და კარგი ორატორი იყო, ფილარეტზე ამბობდა: "მე ვწერ ადამიანურად, ის კი ანგელოზივით". პლატონი ახალგაზრდა პროფესორს მოუწოდებდა ბერად შემდგარიყო, მართლაც 1808 წელს ვასილი ფილარეტის სახელით მონაზვნად აღიკვეცა, ხოლო რამდენიმე დღის შემდგ მას ბერდიაკვნად ხელი დაასხეს.

ერთი წლის შემდეგ ის სანქტ-პეტერბურგის სემინარიაში გადაიყვანეს, სადაც მან ფილოსოფიის პროფესორის და ინსპექტორის თანამდებობა დაიკავა. მღვდლად კურთხევის შემდეგ წმინდანი სასულიერო აკადემიაში ასწავლიდა წმინდა წერილს, კანონიკურ სამართალს და დოგმატურ ღვთისმეტყველებას. განაგრძობდა ქადაგებას, ამით მან ბევრი მიიზიდა, მათ შორის იყო პუშკინიც.

ოცდაათი წლის ასაკში არქიმანდრიტის ხარისხში აიყვანეს და მალე სასულიერო აკადემიის რექტორად და ნოვგოროდის მონასტრის ნაცვალად დაადგინეს. წმინდა ფილარეტი დაუღალავი იყო როგორც ინტელექტუალურ ღვაწლში, ისე ადმინისტრაციული მოვალეობების შესრულებაში. ჩვეულებისამებრ ის სამ-ოთხ საქმეს ერთდროულად ასრულებდა.

შეაერთებდა რა იშვიათ ერუდიციას და მხურვალე რწმენას, იგი ცდილობდა მსმენელამდე მიეტანა მართლმადიდებლობის სული. ამიტომაც სიცოცხლეშივე თვლიდნენ მას ეკლესიის მამად და ახალ ოქროპირად.

1817 წელს მან ღვთისმეტყველების დოქტორის ხარისხი მიიღო. 35 წლისა აკურთხეს ეპისკოპოსად. ჯერ სანქტ-პეტერბურგის მიტროპოლიტის ქორეპისკოპოსი იყო, მალე ის ტვერის მთავარეპისკოპოსი გახდა, შემდეგ იაროსლავის, ხოლო ხუთი წლის შემდეგ მოსკოვის და კოლომენსკის მიტროპოლიტად დაადგინეს და გარდაცვალებამდე ამ თანამდებობაზე იყო.

ის დიდი გულმოდგინებით შეუდგა თავისი დიდი ეპარქი¬ის მართვას, შემოიარა ყველა ტაძარი. გაასწორა ზნე ღვთისმსახურთა, იგი სიწმინდეს მოითხოვდა ყველასგან და მკაცრად განაკანონებდა დამნაშავეებს, ამასთან, დიდად შემწყნარებელი იყო მონანულთა მიმართ. დაუღალავად იღვწოდა, წუთიდაც არ ისვენებდა, არავინ იცოდა როდის ეძინა, რადგან მის მესენაკეს, როცა კი შეუხედავს წმინდა ფილარეტის კელიაში, დიდი მღვდელმთავარი ყოველთვის საწერ მაგიდასთან იჯდა. ის წერდა საღვთისმეტყველო თხზულებებს, სახელმძღვანელოებს, სტატიებს და ყველაზე უკეთესად თავის განუმეორებელ ქადაგებებს ამზადებდა. იგი იყო ინიციატორი ბიბლიის რუსულად გადათარგმნისა, და ბევრი წიგნი პირადად მანვე გადათარგმნა. მას შეეძლო თავმდაბლად მოესმინა თავისი თანამშრომლების კრიტიკული შენიშვნები. ხშირად უდრტვინველად დაითმენდა მათ უსამართლო საყვედურებს. მაგრამ, უდრეკი იყო, როცა საქმე რწმენის დოგმატებს და ეკლესიის ტრადიციებს შეეხებო¬და. მთელ თავის შემოსავალს ქველმოქმედებას ახმარდა. მან საკუთარი ფულით ააშენა თავშესაფარი ღვთისმსახურთა ღარიბი ოჯახიდან გამოსული ბავშვებისა და ობლებისათვის.

1819 წლიდან ის სინოდის წევრი იყო და მისგან იღებდნენ რჩევას, მაშინაც კი, როცა კრებას არ ესწრებოდა და ყველაზე ჩახლართულ შემთხვევებში მას ყოველთვის შეეძლო, საეკლესიო კანონების საფუძველზე ბრძნული და სამართლიანი გადაწყვეტილება ეპოვა.

ბუნებით მოსაგრეს წმინდა ეპისკოპოსს უყვარდა განმარტოებით მისცემოდა ლოცვას და სულიერ განსჯას. ამისთვის მან წმინდა სერგის სიახლოვეს დააარსა გეთსიმანიის სკიტი, სადაც უბრალო ბერულ კელიაში ხშირად ატარებდა რამდენიმე დღეს. ყოველთვის ცდილობდა ისე მოქცეულიყო, როგორც უქადაგებდა ხალხს, ამით მათში საყოველთაო სიყვარული მოიპოვა. ხშირად მისი ლოცვით სასწაული აღესრულებოდა. იგი ღვთის მადლით მართლაც რომ ლამპარივით ბრწყინავდა.

ერთხელ წმინდა ფილარეტმა ტაძარში სწირა და იქადაგა. წირვას ესწრებოდა ქართველთა მეფის გიორგი XII-ის ძე, მიქაელი, კაცი ფილოსოფოსი, ფრიად ნასწავლი, მამასავით დიდად მორწმუნე. წირვის შემდეგ ბატონიშვილი შევიდა ფილარეტთან. ჩაის სმისას წმინდანმა ჰკითხა: - ბატონიშვილო, მოგეწონათ ჩემი ქადაგება? მშვენიერი იყოო, - მიუგო მიქაელმა. "თქვენი კათოლიკოსებიც ეგრე უქადაგებენ ხალხს?" მიქაელმა მიუგო: "რასაც თქვენ უქადაგებთ მსმენელთ, ეგ ყოველივე წმინდად სრულდება ჩვენში, დაწყებული უბრალო ხალხიდან, ვიდრე მეფემდე. აი, ასე იყო დამწყსილი ჩვენი ეკლესია (ერი)". მაშინ ფილარეტმა შუბლზე ხელი შემოიკრა და თქვა: "ფას, ფილარეტ! ბრძნული კითხვა მიეცი, გარნა უბრძნესი პასუხი მიიღეო".

გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე მღვდელმთავარს მამა გამოეცხადა ძილში და უთხრა: "უფრთხილდი 19 რიცხვს". მას მერე წმინდა ფილარეტი ცდილობდა, ყოველი თვის 19 რიცხვში ლიტურგია დაეყენებინა. მან ასევე სწირა 1867 წლის 19 ნოემბერს, ღვთისმსახურების შემდეგ, რომელიც გულშემუსვრილმა ჩაატარა, შინ მისვლისთანავე წარდგა უფლის წინაშე. იგი მისთვის ძვირფას წმინდა სერგის ლავრაში დაკრძალეს.

..................

მღვდელმოწამე იოანე ვიშნევსკი, მღვდელი (+1920); მღვდელმოწამენი: პორფირე (გულევიჩი) სიმფეროპოლის ეპისკოპოსი, იოსებ (უდელოვი), ჩისტოპოლელი ეპისკოპოსი; სერგი მახაევი, მღვდელი, მიხეილ დმიტრევი, მღვდელი, ალექსანდრე მიშუტინი, მღვდელი, იოანე მალინოვსკი, მღვდელი; კონსტანტინე მიხაილოვსკი, მღვდელი, ალექსანდრე სერებროვი, მღვდელი; ეგნატე ტესლინი, მღვდელი, იოანე პირამიდინი, მღვდელი; სიმონ კრივოშეევი, მღვდელი, იოანე ფლოროვსკი, მღვდელი, იაკობ ბრილიანტოვი; დიმიტრი კუკლინი, იაკობ პერედერი, ღირსმოწამენი: იოსები (კრიმზინი) იღუმენი; გენადი (რებეზა), არქიმანდრიტი; პეტრე (მამონტოვი, მღვდელ-მონაზონი; გერასიმე (სუხოვი), მღვდელ-მონაზონი; მიქაელ (კვანინი), არქიმანდრიტი; მოწამენი: ვალენტინ კორნიენკო, პეტრე ანტონოვი, ლეონიდე სალკოვი, ტიმოთე კუჩეროვი (+1037)

მათ მოიხსენიებს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია.

@22@

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat