ღირსი თომა სალოსი (+დაახლ. 546-560) - 18 (01.12) ნოემბერი
ღირსი თომა სალოსი (+დაახლ. 546-560) - 18 (01.12) ნოემბერი
ღირსი თომა VI საუკუნის სირიელი ბერი გახლდათ. ის კაპადოკიის კესარიის ერთ-ერთ მონასტერში ცხოვრობდა. ერთ დღეს თომას მონასტრისთვის შემოწირულობების შეგროვება დაავალეს. სირიის ანტიოქიაში ჩასულმა ნეტარმა მამამ სალოსობის ღვაწლი იტვირთა. ღირსი ბერი ხელგაწვდილი დადიოდა და მოწყალებას ითხოვდა. ღირსი თომას ხელგაწვდილი სიარული ერთ-ერთი ეკლესიის იკომონოს ანასტასის მობეზრდა და სილა გააწნა მას. თვითმხილველები შეაძრწუნა ანასტასის საქციელმა და უსაყვედურეს კიდეც. ღირსმა თომამ დაამშვიდა ისინი და უთხრა: "ამიერიდან არაფერს მივიღებ ანასტასისაგან, ვერც ის შეძლებს ვერაფრის მოცემას". ეს სიტყვები წინასწარმეტყველური აღმოჩნდა. მეორე დღეს ანასტასი გარდაიცვალა, მონასტერში გამობრუნებული ღირსი თომა კი გზაში, ქალაქ დაფნის გარეუბანში, წმინდა ექვთიმეს ეკლესიაში აღესრულა.

ბერი უპატრონო მიცვალებულების სასაფლაოზე დაკრძალეს. გავიდა დრო და ღირსი თომას საფლავზე ქალი დამარხეს. ოთხი საათის შემდეგ მიწამ კუბო ამოაგდო. ქალი ხელმეორედ მიაბარეს მიწას. იგივე განმეორდა. გავიდა დრო და სხვა ქალი მიაბარეს მიწას სალოსი თომას საფლავზე, მაშინაც არ მიიღო მიწამ მიცვალებული. მომხდარის შესახებ აცნობეს ანტიოქიის პატრიარქ დომნას (546-560). პატრიარქმა ბრძანა, ღირსი ბერის ნაწილები ანტიოქიაში გადაესვენებინათ. ასეც მოხდა, სალოსი ბერის წმინდა ნაწილები ანტიოქიაში ისეთ საძვალეში ჩაასვენეს, სადაც მრავალი წმინდანის ნაწილები განისვენებდა.

შემდგომ იმ ადგილას ააშენეს პატარა ეკლესია. სალოსი ბერი ხშირად შეეწეოდა ანტიოქიის ქრისტიანებს. ერთხელ მისდამი აღვლენილი ლოცვებით ანტიოქიაში შეწყდა შავი ჭირის ეპიდემია. იმ დროიდან ანტიოქიელები ყოველწლიურად აღნიშნავდნენ წმინდა თომას ხსენების დღეს. ეს დღე კი ძველი სტილით 24 აპრილია.

მღვდელ-მონაზონ მაკარი სიმონპეტრელს თავის "თვენში" 18 ნოემბერს აქვს შეტანილი წმინდა თომა ემესელის ცხოვრება. რომელიც თან ხვდება ზემოთ მოთხრობილს, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ამ ვერსიით იგი სირიაში, ემესაში მოღვაწეობდა და გარდაიცვალა ანტიოქიის პატრიარქ ეფრემ I-ის (526-545) დროს.

სურათის წყარო: 

https://www.johnsanidopoulos.com

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat