წმინდა ნიკონ რადონეჟელი (+1426) - 17 (30) ნოემბერი
წმინდა ნიკონ რადონეჟელი (+1426) - 17 (30) ნოემბერი
ღირსი ნიკონი წმინდა სერგი რადონეჟელის სავანის სიახლოვეს, ქალაქ იურიევში, კეთილზნეობრივ, ღირსეულ ოჯახში იშვა და ღვთის დიდი სიყვარულით აღიზარდა. ბავშვობაშივე შეიტყო ღირსი სერგის ანგელოზებრივი ცხოვრების შესახებ და მისი ნახვის სურვილი გაუჩნდა.
და აი, მალე ოჯახი დაუტევა და ღირსი სერგისთან სავანეში მივიდა, მის წინ დაემხო და სთხოვა მასთან დაეტოვებინა და მონაზვნად აღეკვეცა.
ღირსმა მამამ, იხილა რა ჭაბუკის კეთილგონიერება და სულიერი სისპეტაკე, გულით შეიყვარა, თუმცა, რადგან მასში ქრისტეს ეკლესიის მომავალ დიდ მნათობს ჭვრეტდა, მისი გამოცდა განიზრახა და თავის მოწაფეს, სერპუხოვოს მონასტრის დამაარსებელს, ღრმადსულიერ და გამოცდილ მონაზონს, ათანასე ვისოცკის გაუგზავნა. ნიკონი დაარიგა: - განუსჯელად გასწიე და თუ ღმერთს სურს, მონაზვნობას იქ მოგანიჭებენო.
მორჩილად მიიღო ნიკონმა ბერდიდის ნება და ღვთისადმი სიყვარულით და ბერობის სურვილით ანთებული მიადგა მამა ათანასეს სამყოფელს. სენაკის კარს მოკრძალებით მიუკაკუნა და როდესაც წინამძღვარი ოდნავ გამოღებული სარკმლიდან დაეკითხა, - რა გსურს და ვის ეძიებო, ქედდადრეკილმა და მიწამდე თავდახრილმა უპასუხა: - ბერდიდმა სერგიმ გამომგზავნა, რომ მონაზვნობა შენს ხელთაგან მივიღოო!
ათანასეს არც კი შეუხედავს, ისე მიუგო:
- ბერობა ძალზე მძიმეა, შენ კი - ახალგაზრდა ხარ და ამგვარ ცხოვრებას ვერ გაუძლებ!
- მამაო, ყოველი კაცი განსხვავებულია, მიმიღე და დრო გვიჩვენებს, ძალმიძს თუ არა ამგვარი ცხოვრების ტვირთვა!
მამა ათანასე კი კვლავ აგრძელებდა: - აქ ბევრნი მოსულან, მაგრამ ბერული ცხოვრების სიმძიმეებისთვის ვერ გაუძლიათ და გაქცეულან... ჰოდა, როგორც გითხარი, ვერც შენ გაუძლებ აქაურობას, ამიტომ ადექი და სხვა ადგილი ნახეო!
ამის გამგონე ნიკონი, ღვთიური ცეცხლით რომ იწვოდა, თვალცრემლიანი დაჰპირდა ყოველგვარი მწუხარების და სირთულის დათმენას.
ათანასემ, იხილა რა ჭაბუკის ცრემლი და მხურვალე გული, სენაკში შეიყვანა და დაუყვავა:
- შვილო, ჩემს სიტყვას ნუ იწყენ, რამეთუ ბერული ღვაწლი დიდი საქმეა...
მონაზვნები - ნებაყოფლობით მოწამეებად იწოდებიან. თუ ბევრმა მოწამემ ხანმოკლე ტანჯვის შემდეგ მოიღო გვირგვინი, მონაზვნები მთელი ცხოვრების განმავლობაში ეწამებიან და, მართალია, მტრის მახვილთცემა ხშირად ასცდებათ ხოლმე, ხორციელი და ფიქრისმიერი გულისთქმებით გამოიცდებიან და ამგვარ ბრძოლასა და ტანჯვაში ჰგიებენ უკანასკნელ ამოსუნთქვამდე. ამიტომ, შვილო ჩემო, თუ უფლისთვის გარჯა განგიზრახავს, ამგვარი მსხვერპლისა და მოწამეობისათვისაც უნდა განემზადო!
ნიკონი კი მის წინ დაემხო და ძლივს ამოილუღლუღა:
- შემიწყალე, მამაო!
ხუცესმა წამოაყენა და უთხრა:
- წამოდექი, შვილო და დაე, უფალმა დაგადგინოს ჭეშმარიტ გზაზე... ხოლო ყოველივე იმად გითხარ, რომ თავად ცოდვილი კაცი ვარ, თუმცაღა, თავს საღვთო საქმე ვიდე... ამიერიდან შენი სურვილი აღსრულდება!
ამის თქმა იყო და მამა ათანასემ ლოცვა ჰყო და ნიკონს მონაზვნად დაასხა ხელი.
ეს წმინდა კაცი სულიერად განწვრთნიდა და განამტკიცებდა ახალგაზრდა ნიკონს და ამას, უმთავრესად, საკუთარი მაგალითით იქმოდა.
ახალაღკვეცილი კი ლოცვაში, მარხვაში, კეთილ საქმეებსა და გამუდმებულ მღვიძარებაში განიწვრთნებოდა და გულმოდგინედ სწავლობდა წმინდა წერილს.
ათანასე, ხედავდა რა თავისი სულიერი შვილის შრომას და თავდადებას, მამობრივად ზრუნავდა მასზე, მომავალი დიდი ღვაწლისთვის განამტკიცებდა და ოდეს სრულ ასაკს მიაღწია, მანაც და მთელმა საძმომაც მისი მღვდელ-მონაზვნად ხელდასხმა გადაწყვიტა.
ნიკონი, ღვთის შიშით და უღირსების განცდით რომ მიიღო სამღვდელო პატივი, მეტი გულმოდგინებით შეუდგა უფალს.
მცირე ხანში ნიკონი წმინდა სერგის ხილვის დაუძლეველმა სურვილმა კვლავაც აღანთო, მხურვალედ ევედრა ათანასეს, მისთვის ელოცა და სავანიდან გაეშვა. ათანასე არ შეწინააღმდეგებია, ნიკონს გამოემშვიდობა და ლოცვა-კურთხევა გაატანა.
* * *
სავანეში მისული ცხელი ცრემლით დაემხო წმინდა სერგის ფერხთით და ლოცვა-კურთხევა გამოსთხოვა. ღირსმა მამამ მისი ხილვით დიდად გაიხარა და არა მხოლოდ დალოცა, თავის სავანეშიც დატოვა.
ნიკონი მოშურნედ აღასრულებდა ყოველ მორჩილებას და ღირსი სერგი, ხედავდა რა ამ მხურვალე სულის ღვაწლსა და შრომას, იმდენად შეიყვარა, თავის სენაკში დაასახლა.
წმინდანის სამყოფელი, მასთან სიახლოვე, ყოველდღიური საუბრები და ცოცხალი მაგალითი ნიკონს იმ ემბაზად ექცა, სადაც სულიერად გარდაისახა, სრულ იქმნა და ღვთისგან სამომავლოდ მისთვის განწესებული დიდი ღვაწლისათვის უკეთ განემზადა.
ბერდიდის მეცადინეობით და ლოცვით ნიკონმა ცდუნებათაგან თავდაცვის და უძლურებებთან ბრძოლის მადლი შეიძინა.
ღირსი სერგის მოსიყვარულე გული კი იმ კარად ექცა, საიდანაც უხვად ეფინებოდა მადლმოსილი ნათელი და მშვიდობა, სულიერი შვილის ერთგული ბუნება კი მისი წმინდა წინამძღვრისათვის იმ სარკმლად განიღო, სადაც დაფარული არაფერი იყო და ნიკონი, რწმენით რომ იღებდა მოძღვრის ყოველ კურთხევას, იმ ხეს დაემსგავსა, უხვად რომ არწყულებს წყაროს წყალი და უხვ ნაყოფს გამოიღებს.
ბრძენმა წინამძღვარმა, რომელმაც ყოველივე ღვთით განჭვრიტა, თავის ნაცვლად სავანის წინამძღვრად ნიკონის დადგინება განიზრახა.
დასაწყისში თავის მოვალეობათა ნაწილი გადააბარა, რასაც ნიკონი დიდი გულისყურით და სიფხიზლით აღასრულებდა, დღემუდამ ზრუნავდა ძმებზე და თითოეულს მამობრივი სიყვარულით უვლიდა.
ღირსმა სერგიმ, რომელმაც ნიკონში თავისი საძმოს ღირსეული პატრონი დაინახა, გარდაცვალებამდე 6 თვით ადრე ყველას უხმო და ნიკონს საჯაროდ გადააბარა სავანის წინამძღვრობა.
თავად ნეტარმა ნიკონმა, თუმც კი თავს ამ დიდი პატივის ღირსად არ თვლიდა, შეწინააღმდეგება ვერ გაბედა და მორჩილად მიიღო საყვარელი მოძღვრის კურთხევა.
მოკლე ხანში ღირსმა სერგიმ მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს, რამაც ძალზე დაამწუხრა ნიკონი და მწარედ აცრემლებულმა, როგორც ცოცხალს, ისე შეჰღაღადა წმინდა წინამძღვარს:
- მამაო, შენთან ერთად ჩემს იმედებსაც ბოლო მოეღო, ვიღასთან ვპოვო, უფლის გარდა, დღეიდან ნუგეში?!
მის წმინდა ნაწილებს დაემხო და სურდა მასთან ერთად თავადაც მიწას მისცემოდა.
დიდი გლოვით და გოდებით დაკრძალა მოძღვარი, სავანის წინამძღვრობა, მისივე კურთხევით, დიდი სასოებით ჩაიბარა და წმინდა სერგის მიერ დაწესებული ტიპიკონის უცვლელად აღსრულება წესად აქცია. სავანის ყოველ მკვიდრზე კვლავინდებურად მამობრივი სიყვარულით ზრუნავდა, ვინც სულიერად წარემატა, მეტი ღვაწლისკენ განაწყობდა, უდებთ კი იმას შეახსენებდა, რისთვისაც წუთისოფელი დაუტევეს.
ჩვევად ჰქონდა, ის ადგილები შემოევლო ხოლმე, სადაც მამები შრომობდნენ, როგორც სჩვეოდა, ანუგეშებდა, დაუყვავებდა და ყოველივეს დათმენაში საკუთარი მაგალითით განსწავლიდა.
მათთან ერთად რიგითი ბერივით შრომობდა და სიბრძნით, დიდი სულიერებითა და ღვთისგან ნაბოძები უამრავი სათნოებით არა მხოლოდ საძმოს დიდი სიყვარული და პატივისცემა ხვდა წილად, არამედ მთელ რუსეთში გაითქვა სახელი.
ლოცვა-კურთხევისა და რჩევისათვის ვინ აღარ აკითხავდა, ის კი ყოველ მათგანს მამობრივი სიყვარულით ხვდებოდა და შეეწეოდა.
თუმცა, ამგვარმა ყურადღებამ და დიდებამ ნიკონის სული ძალზე დაამძიმა, რადგან მუდამ განმარტოება და ლოცვა სწყუროდა, ამიტომ ნელ-ნელა ჩამოსცილდა წინამძღვრობას და სენაკში განმარტოვდა.
ამან ძალზე დაამწუხრა ძმობა და ცრემლით ევედრნენ, არ დაეობლებინათ და უმწყემსოდ არ დაეტოვებინათ, თუმცა, ნიკონს გადაწყვეტილება არ შეუცვლია.
იხილეს რა მისი სიმტკიცე, მამებს წინამძღვარი მსგავსი სათხოვრით აღარ შეუწუხებიათ, რამეთუ უწყოდნენ, რომ ამას სხეულის მოსასვენებლად კი არა, სულიერი სრულქმნისათვის იქმოდა.
მამებმა ნიკონის კურთხევით, სავანის იღუმენად დაადგინეს ნიკონის ერთ-ერთი მოწაფეთაგანი - საბა - კაცი სრული და სათნოებებით აღვსილი.
* * *
6 წელიწადს დაჰყო მდუმარებაში ღირსმა ნიკონმა, ამ ხნის მანძილზე საბა სიყვარულით და მოშურნედ პატრონობდა და ზრუნავდა საძმოზე, მაგრამ შემდეგ აღარც მან ისურვა წინამძღვრობა.
მაშინ მამებმა, რომლებმაც 6 წელი აცალეს საყვარელ წინამძღვარს მდუმარება და განდეგილობა, კვლავ ცრემლით შესთხოვეს დაბრუნება და რადგან მისგან ძველ პასუხს ელოდნენ, უთხრეს: - ღირსო მამაო, არ ეგების, ოდენ საკუთარ სულზე ჰზრუნვიდე, არამედ სამწყსოს გადასარჩენადაც გმართებს ძალისხმევაო!
ამ სიტყვამ და მამებისადმი დიდმა სიყვარულმა ნიკონი აიძულა, მათთვის დაეთმო, სანატრელ განდეგილობაზე უარი ეთქვა და ძველი მისია კვლავაც ეკისრა, მაგრამ ერთი პირობით: - ყოველდღიურად განსამარტოებლად და ლოცვის საყოფად გარკვეული დრო დაეთმოთ.
მშვიდად და აუმღვრევლად, ლოცვასა და ღვაწლში გადიოდა დრო სავანეში, ღირსი ნიკონი ლოცვით, მღვიძარებით, წმინდა წერილისა და მამათა ნაწერთა შესწავლაში განლევდა დღეებს.
სულ მალე ხმა გავარდა, რომ რუსეთს მონღოლთა მრისხანე ურდოები უახლოვდებოდნენ, რამაც შიშის ზარი დასცა ქვეყანას...
ღირს ნიკონს, რომელიც ამ უბედურების ასარიდებლად და სავანის გადასარჩენად მხურვალედ ევედრებოდა უფალს და თავის წმინდა წინამორბედს, - სერგი რადონეჟელს, ერთხელ ლოცვით დაღლილს მიერულა და ძილისშორისში წმინდა პეტრე და წმინდა ალექსი ღირს სერგისთან ერთად იხილა, რომელმაც აუწყა: - უფალს ნებავს, უცხოტომელთა მსახვრალი ხელი ამ ადგილსაც შეეხოს, მაგრამ, შენ, შვილო ჩემო, ნუ დამწუხრდები, არამედ მხნედ იყავ და გული განიმტკიცე, რადგან განსაცდელი მალე განქარდება და სავანე არათუ დაიქცევა, არამედ გადარჩება და აღორძინდებაო, - ეს უთხრა, აკურთხა და სამივე გაუჩინარდა.
ნიკონი მყის წამოდგა, სენაკის კარს მიაშურა და ნახა, რომ ჩაკეტილი იყო... გამოაღო, გარეთ გავიდა და დაინახა, როგორ მიდიოდნენ მისი სენაკიდან ტაძრისკენ ის სამი მამა და დარწმუნდა, რომ ეს ზმანება კი არა, ჭეშმარიტი ხილვა იყო...
ღირსი სერგის წინასწარმეტყველება სულ მალე ახდა: - თათარ-მონღოლებმა ქვეყანა ააოხრეს და წმინდა სერგის სავანესაც მისწვდნენ... ღვთისაგან და მისი სათნომყოფლისგან წინდაწინ გაფრთხილებულმა ნიკონმა კი ძმებითურთ დროულად დატოვა იქაურობა და თან რამდენიმე სიწმინდე და საჭირო ნივთი წაიყოლა, სავანეში დღემდე რომ ინახება...
* * *
საფრთხემ ჩაიარა და ღირსი მამა კვლავ დაუბრუნდა სანატრელ სავანეს, რომელიც მომხვდურს ნაცარტუტად ექცია და წაებილწა, მაგრამ ნიკონი უსასოობას და ჭმუნვას როდი მიეცა, არამედ იმ კეთილშობილი მეომარივით მოიკრიბა ძალა, მარცხისას უკეთ რომ აღიჭურვება და მომავალი გამარჯვებისთვის ემზადება.
ნეტარი მშვიდად შეუდგა სავანის აღდგენას და როგორც კეთილ მწყემსს შეჰფერის, უპირველესად, გაფანტული საძმოს შემოკრება იწყო და მათ მხარდამხარ განაგრძო შრომა...
როგორც მატიანე გვაუწყებს, სავანის ფუნქციონირებისათვის ყველა საჭირო ნაგებობა სამ წელიწადზე ნაკლებ დროში მოესწრო, ერთობლივი ლოცვისათვის კი, როგორც ჩანს, იმხანად ძმობა სატრაპეზოში იკრიბებოდა, ამიტომ ნიკონი ცდილობდა, ყოვლადწმინდა სამების სახელზე ხის ტაძარი რაც შეიძლება სწრაფად აეგო, 1411 წლის 25 სე¬ქტემბერს, ღირსი სერგი რადონეჟელის განდიდების დღეს რომ იკურთხა.
მალე ხმა გავარდა, - ღირსმა ნიკონმა სავანე ფერფლიდან აღადგინაო და მისკენ უამრავი ადამიანი დაიძრა.
ნეტარი მამა, როგორც სჩვეოდა, ყოველ მათგანს მამობრივი სიყვარულით ეგებებოდა და შეეწეოდა.
მოკლე ხანში სავანე მართლაც მეორედ იშვა, გაფართოვდა და აღორძინდა.
ღირსმა ნიკონმა თავისი დიდი მოძღვრის, სერგი რადონეჟელის საფლავს ყოვლადწმინდა სამების სახელობის ქვის ტაძარი დაადგა...
სწორედ მისი საძირკვლის თხრისას მოხდა წმინდა სერგის ნაწილთა აღმოყვანება და განდიდება... ეს ნიკონმა ისე მიიღო, როგორც თავისი გარჯისა და მოთმინებისათვის მასწავლებლისაგან ნაბოძები ტკბილი ნუგეში.
ეს დიდი სიწმინდე მოწიწებით გადაასვენეს ახალ კუბოში და ქვის ტაძრის აგებამდე დროებით ხის ტაძარში დააბრძანეს.
ქვის ტაძრის აგებისას ნიკონმა გამოცდილი ხელოსნები და ქვის მთლელები მოიწვია, რომლებმაც, ღვთის შეწევნით, შენობა მალე დაასრულეს. ტაძრის კურთხევის შემდეგ კი წმინდა სერგის ნაწილები იქ გადააბრძანეს.
* * *
ნეტარი ნიკონი ტაძრის შიდა სახეზეც დიდად ზრუნავდა, - მის მოსახატად ორი სათნო ცხოვრებით ცნობილი მონაზონი მოიწვია, დანიელი და ანდრია, დახელოვნებული ხატმწერნი, რომელთა ძალისხმევითა და ხელმძღვანელობითაც გამშვენდა მისი კედლები. და როდესაც სამუშაო გაასრულეს, ნიკონმა სიხარულით შესწირა მადლობა უფალს.
საიმდროოდ ღირსი მამა უკვე მხცოვანი, თუმცა, ძველებურად მოშურნე და სულიერად მხნე გახლდათ და არც ხორციელ უძლურებას შეუსუსტებია მისი უმკაცრესი ღვაწლი.
სრულ იქმნა რა სათნოებებით, ყოველივე იმით განმდიდრდა, რითიც უფალი ადამიანს აღავსებს და განამდიდრებს.
მისი სული ღვთისთვის ცხოვრების საკვირველი და უქრობი სურვილით იწვოდა: - საზრდელად - თავშეკავება ჰქონდა, სიმდიდრედ - უპოვარება, სხეულს კი ოდენ ჯვალოს ძველი საბერო კაბა უფარავდა.
მალე მისმა ამქვეყნიდან განსვლის ჟამმა მოაწია, - ცალკერძ სიბერემ, ცალკერძ - უმკაცრესმა და ხანგრძლივმა მარხვამ, მძიმე ღვაწლმა და სნეულებებმა გამოფიტა და სხეულებრივად მოაუძლურა.
ღვთისგან რა შეიტყო მოახლოებული აღსასრულის შესახებ, ძმებს უხმო და როდესაც მისი სარეცლის გარშემო ტირილით შეიკრიბნენ, ნეტარმა მამამ თავი წამოსწია და უკანასკნელად დამოძღვრა, უანდერძა, რომ ტიპიკონი ზედ¬ მიწევნით დაეცვათ, სავანე იშვიათად დაეტოვებინათ, განსაცდელი დიდსულოვნად დაეთმინათ და შრომა და წმინდა ფსალმუნთგალობა შეეთავსებინათ, ამასთან, სიხარულით დაემარხათ მდუმარება, - დედა ყოველგვარი სათნოებისა და ბოლოს დასძინა:
- შეძლებისდაგვარად, ნურავის გაუშვებთ ხელცარიელს, რომ თქვენთან უპოვრის სახით მოვლენილი უფალი არ გააწბილოთ. ფხიზლობდეთ და განუწყვეტლივ ილოცვიდეთ, რათა უფალმა დაგიფაროთ, - ეს თქვა და დადუმდა, ხოლო გარდაცვალებამდე მცირე ხნით ადრე ის ადგილი იხილა, სადაც ღირს სერგისთან ერთად სამუდამოდ უნდა განესვენა...
რაღა თქმა უნდა, დიდი სიმდაბლის გამო არაფერი უთქვამს, თუმცა, უეცრად ეს სიტყვები წამოსცდა:
- იმ ნათელ ადგილას წამიყვანეთ, ჩემი მოძღვრის ლოცვით რომ განმეკუთვნა, აქ დარჩენა აღარ მსურს!
შემდეგ ეზიარა და ძმებს უკანასკნელად ეს უთხრა: - სხეულს ვეყრები და ქრისტესთან მივდივარო, შემდეგ ყველა აკურთხა და საკუთარ თავს მიმართა: - სულო ჩემო, იქით წარემართე, საითაც უფალი გიხმობს! პირჯვარი უკანასკნელად გამოისახა და თავისი მართალი სული ლოცვით უბოძა უფალს...
ეს ამბავი 1428 წლის 17 ნოემბერს მოხდა. მწარედ დაიტირეს წინამძღვარი მონაზვნებმა და ღირსი სერგის სიახლოვეს პატივით დაკრძალეს.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat