ერთხელ, როცა ზეთი გამოელიათ, მორჩენილი ზეთი ღირსმა გენადიმ კანდელებისთვის შეინახა და ტრაპეზარს აღარ მისცა. მაგრამ მონასტრის იღუმენმა, რომელსაც დიდი რწმენა ჰქონდა უფლის დედისა, რომლის სახელობისაცაა წმინდა სავანე, გენადის უბრძანა, მორჩენილი ზეთი ტრაპეზარისთვის მიეცა. როცა ღირსი გენადი საკუჭნაოში შევიდა, ჭურჭელი ზეთით სავსე დახვდა და იღვრებოდა. მაშინ ძმებმა ადიდეს უფლის დედა მისი ხატის წინ, რომელსაც მას მერე "ზეთმდინარე" ეწოდა და მანამდე მას "ოდიგიტრიას", "გზის მაჩვენებელს" ეძახდნენ.
ღირსი გენადი ღრმად მოხუცებული მშვიდად აღესრულა.
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი "ზეთმდინარე".