ღირსი ფილიპე დამაარსებელია მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის მონასტრისა, რომელიც ვოლოგდიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს.
მან თავისი მონაზვნური ცხოვრება ღირსი დიონისე გლუშიცელის მონასტერში დაიწყო და მისი უახლოესი მოწაფე იყო. მოძღვრის გარდაცვალების შემდეგ დატოვა გლუშიცის მონასტერი და მდინარეების - სუხონისა და რაბანგის შესართავთან დასახლდა. მაგრამ მოსაგრეს განმარტოებით მოღვაწეობა ვინ აცალა, ადგილობრივმა მოსახლეობამ შეიტყო მის შესახებ და იწყეს მასთან სიარული სულიერი რჩევებისთვის. წმინდა ფილიპემ ეს ღვთის ნიშნად ჩათვალა, გაემგზავრა როსტოვში მთავარეპისკოპოს ეფრემთან და ფერისცვალების სახელობის მონასტრისა და ტაძრის აგების ნებართვა ითხოვა (ტაძარი დასრულდა 1447 წელს). გარდამოცემით, ღირსი მამა მკაცრი იყო საკუთარი თავის მიმართ, ხოლო სხვები¬სადმი შემწყნარებელი გახლდათ.
წმინდა ფილიპე 1457 წლის 15 ნოემბერს გარდაიცვალა და თავის დაარსებულ მონასტერში დაკრძალეს.
......................
ამავე დღეს იხსენიება:
წმინდა გური შალოჩელი (XVII)
ღირსი გური დამაარსებელი და იღუმენი გახლდათ შალოჩის ღვთისმშობლის სახელობის უდაბნოსი. გარდაიცვალა XVII საუკუნის დასაწყისში.
* * *
მღვდელმოწამენი: ნიკოლოზ შჩერბაკოვი, პეტრე კონარდოვი, მღვდლები, დიაკვანი ნიკიტა ალმაზოვი, მოწამე -
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი