წმინდა ფილიპე XV-XVI საუკუნეების მიჯნაზე ცხოვრობდა ვოლოგოდჩინაში.
თორმეტი წლისა ტყეში შეხვდა ღირს კორნილე კომელსკელს (ხს.19 მაისს) და უთხრა, რომ მის მონასტერში ბერად შედგომა უნდოდა. ფილიპე დღისით მუშაობდა და ღამე ლოცულობდა, იგი ყველა სათნოებაში წარემატა, რისთვისაც უფალმა ღირსჰყო და მან ზეცაში მისთვის გამზადებული ადგილი იხილა.
ანგელოზის წინამძღოლობით ღირსი ფილიპე მდინარე ირაპის პირას ერთ უდაბურ ადგილას დასახლდა. აქ ის ლოცვაში წარემატებოდა, და თავისი დარიგებებით განანათლებდა იმ მხარის ხალხს. წმინდანი უპირველეს ყოვლისა გლახაკების მიმართ სიყვარულსა და თავმდაბლობას ასწავლიდა. წმინდა ფილიპე ხშირად იმეორებდა: "ის ვინც ძმას განიკითხავს, მას ჯერ არ დაუწყია საკუთარი თავის შეცნობა და ჯერ საკუთარ ვნებებსაც კი არ შებრძოლებიაო". თხუთმეტი წელი მას თავს ეშმაკები ესხმოდნენ და იმ ადგილის მიტოვებას აიძულებდნენ, მაგრამ წმინდანი მათ ფსალმუნთა გალობით ერკინებოდა და სხვებსაც ამასვე ასწავლიდა, ვინც მას რჩევას ეკითხებოდა. მისი მოთმინება უფალმა იმით დააჯილდოვა, რომ მოწაფედ ღირსი გერმანე გაუგზავნა. რომელიც მასწავლებელთან ერთად სულიერად იბრძოდა და მანვე დაწერა ღირსი ფილიპეს "ცხოვრება".
წმინდა ფილიპე 1537 წელს მშვიდობით აღესრულა და ამ დროს მისი სახე მზესავით გაბრწყინდა, ხოლო გარდაცვლილის გარშემო კეთილსურნელება დატრიალდა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი