წმინდა ვრისი წმინდა მარტინე ტურელმა აღზარდა.
თავიდან ის მედიდური, პატივმოყარე სამღვდელო პირი იყო და აგდებით ექცეოდა თავის გამზრდელს. მიუხედავად ასეთი დამოკიდებულებისა, წმინდა მარტინე მას მოთმინებით ეპყრობოდა. და მართლაც, დადგა დრო, ვრისიმ შეინანა თავისი საქციელი და წმინდა მარტინეს შენდობა სთხოვა.
წმინდა ვრისი, 397 წელს, წმინდა მარტინეს გარდაცვალების შემდეგ ტურის ეპისკოპოსად აირჩიეს. თუმცა ზოგიერთი წყაროს მიხედვით ძველებური ცხოვრების წესს დაუბრუნდა და თავის მოვალეობებს არ ასრულებდა. 430 წელს ის უზნეობის ბრალდებით კათედრიდან გააძევეს, მიუხედავად იმისა, რომ ბრალი ვერ დაუმტკიცეს. მის ადგილას იუსტინიანე დანიშნეს, რომელიც მალე გარდაიცვალა და მის ნაცვლად არმენციუსი დაადგინეს.
შვიდი წლის განდევნის შემდეგ წმინდა ვრისი სამართლის საძებნელად რომში ჩავიდა და სრულიად შეიცვალა ცხოვრების წესი. როცა არმენციუსი გარდაიცვალა, იგი კვლავ აირჩიეს ტურის ეპისკოპოსად და ისეთი თავმდაბლობით მართავდა, რომ მას ჯერ კიდევ სიცოცხლეშივე წმინდანს ეძახდნენ. წმინდა ვრისი ტურის მღვდელმთავარი 47 წელი იყო და მშვიდობით მიიცვალა. წმინდა ვრისმა წმინდა მარტინის საფლავზე პატარა ბაზილიკა ააგო, სადაც შემდგომში თვითონვე დაიკრძალა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი