წმინდა მახარი, აბერდინელი ეპისკოპოსი (VI) - 12 (25) ნოემბერი
წმინდა მახარი, აბერდინელი ეპისკოპოსი (VI) - 12 (25) ნოემბერი
უმეტესი ინფორმაცია, რაც ჩვენ ვიცით წმინდა მახარის (ასევე მოხუმმა) შესახებ, მოდის აბერდინის ბრევიარიდან, რომელიც შედგენილ იქნა მეთხუთმეტე საუკუნის ბოლოს - მეთექვსმეტე საუკუნის დასაწყისში. ეს წმინდანი ცხოვრობდა მეექვსე საუკუნეში. ის შესაძლოა ყოფილიყო ფიახნას, ალსტერის პრინცის შვილი ირლანდიაში, და მონათლული იქნა წმინდა კოლმანის მიერ. მოგვიანებით მახარი გახდა წმინდა კოლუმბას მოწაფე აიონაში, სადაც ისინი ერთად მოღვაწეობდნენ. თუმცა, წმინდა მახარი არ არის ჩამოთვლილი იმ თორმეტ მოწაფეს შორის, რომლებიც კოლუმბასთან ერთად ჩავიდნენ აიონაში 563 წელს. ძველი ტრადიციის თანახმად, წმინდა მახარმა შემდეგ დააარსა მრავალი ეკლესია კუნძულ მალზე აიონას მახლობლად. წმინდა მახარმა მრავალი შოტლანდიელი მოაქცია ქრისტეს რწმენაზე და აღასრულა სასწაულები, მაგალითად, მან განკურნა შვიდი კეთროვანი. ამ წმინდანზე ამბობდნენ, რომ იგი "ქადაგებდა ცენტრალურ შოტლანდიაში, მრავალი მცხოვრები მოაქცია ქრისტეს რწმენაზე, აღმოფხვრა წარმართული ღმერთების კულტები და გაანადგურა მრავალი კერპი." დროთა განმავლობაში წმინდანი მოწაფეთა ჯგუფთან ერთად გაიგზავნა შოტლანდიის ჩრდილო-აღმოსავლეთით - პიქტების გასაქრისტიანებლად იმ ტერიტორიაზე, რომელიც ახლა აბერდინშირია.

პირველი დოკუმენტირებული მისიონერი პიქტებს შორის იმ არეალში იყო წმინდა ტერნანი მეხუთე საუკუნეში, რომელიც იყო წმინდა ნინიანის მოწაფე. წმინდა მახარის მისიონერული ძალისხმევა აბერდინშირში ძალიან წარმატებული იყო. ამავდროულად, ეს უნდა ყოფილიყო ძალიან რთული, რადგან წმინდანს სჭირდებოდა კარგი თარჯიმნები პიქტებთან სამუშაოდ. სავარაუდოდ, მან მიიღო თავისი საეპისკოპოსო კათედრა იმ ადგილას, რაც ახლა აბერდინის ქალაქია. მან ააშენა მრავალი ეკლესია ამ რაიონში, მათ შორის ცნობილი კათედრალი ძველ აბერდინში დაახლოებით 580 წელს. ლეგენდის თანახმად, წმინდა კოლუმბამ უთხრა მახარს, რომ დაეფუძნებინა ეკლესია იმ ადგილას, სადაც მდინარე დონი მოხვეულია და იღებს ეპისკოპოსის კვერთხის ფორმას. ღვთის წმინდანმა იპოვა ეს ადგილი აბერდინში და ააშენა საკათედრო ტაძარი იმ ადგილზე. მოგვიანებით ეს კათედრალი მიეძღვნა წმინდა მახარს. წმინდა მახარი ასევე შესაძლოა ცხოვრობდა განდეგილად დღევანდელი სოფელ აბოინის მახლობლად აბერდინშირში, მდინარე დის ნაპირას, განმარტოებულ ადგილას. სამი ადგილი ამ არეალში დასახელდა მის საპატივცემულოდ: წმინდა მახარის წყარო, წმინდა მახარის ჯვარი და წმინდა მახარის "სკამი" (კლდე).

წმინდა მახარის თაყვანისცემის ცენტრია ქალაქი აბერდინი - საზღვაო პორტი და მნიშვნელოვანი ცენტრი ჩრდილოეთის ზღვის ნავთობის ინდუსტრიისთვის. ახალი ნორმანული კათედრალი, მიძღვნილი წმინდა მახარისადმი, აშენდა იქ 1131 წელს. შოტლანდიაში პრესბიტერიანიზმის დამკვიდრების შემდეგ ეს უზარმაზარი კათედრალი პრაქტიკაში გამოიყენებოდა როგორც სამრევლო ეკლესია. ის დღემდე მიძღვნილია ჩვენი წმინდანისადმი და იზიდავს მომლოცველებს. კათედრალი ძირითადად გრანიტისგან არის აშენებული. მის საგანძურს შორისაა: უნიკალური მეშვიდე ან მერვე საუკუნის კელტური ჯვარი, მეთორმეტე საუკუნის ჯვრის ნაწილი, ლამაზი ვიტრაჟები, შესანიშნავი ნაკვეთობები, მეფეებისა და ეპისკოპოსების მრავალრიცხოვანი გერბებით ჭერზე. ცნობილია, რომ უილიამ უოლესის (დაახლ. 1270-1305) მარცხენა მკლავი დაკრძალულია ამ კათედრალის კედლებში. უოლესი, შოტლანდიის ეროვნული გმირი, იყო მეფე ედუარდ I-ის წინააღმდეგ წინააღმდეგობის მოძრაობის ლიდერი. თუმცა, ის ჩამოახრჩვეს 1305 წელს და მისი ოთხად დაყოფილი სხეულის ნაწილები გაიგზავნა შოტლანდიის სხვადასხვა ადგილას, ამგვარად მისი მკლავი აღმოჩნდა აბერდინში.

წმინდა მახარის წმინდა წყაროს წყალი ამ კათედრალთან ახლოს ადრე გამოიყენებოდა ნათლობისთვის. აბერდინში არის პატარა რუსული მართლმადიდებლური თემი წმინდა მახარის პატივსაცემად, რომელიც მიეკუთვნება სუროჟის ეპარქიას - ის დროდადრო იკრიბება უნივერსიტეტის სამლოცველოსა და კინგს კოლეჯის სამლოცველოში. პრესბიტერიანული წმინდა მახარის კათედრალის გარდა, აბერდინს აქვს ეპისკოპალური და კათოლიკური კათედრალები. არსებობს რამდენიმე სხვა ეკლესიაც, მიძღვნილი წმინდა მახარისადმი აბერდინის გარშემო. ერთ-ერთი მათგანია ბაქსბერნში, აბერდინის გარეუბანში (ეპისკოპალური ეკლესია). კიდევ ერთი წმინდა მახარის ეკლესია არის სოფელ რანფურლიში, რენფრიუშირში, დასავლეთ ცენტრალურ დაბლობებში.

სტატიის წყარო: FOUR SAINTS OF ABERDEENSHIRE: STS. MACHAR, DROSTAN, NATHALAN AND FERGUS
.............................

ღირსმოწამე წმინდა პატერნ კუტანელი - 12 (25) ნოემბერი


ღირსი პატერნი 726 წელს აღესრულა მოწამებრივად. მას დასავლეთის ეკლესია მოიხსენიებს.

........................

ამავე დღეს იხსენიება წმინდა მღვდელმოწამენი: კონსტანტინე უსპენსკი, ვლადიმერ კრასნოვსკი, ალექსანდრე არხანგელსკი, მათე ალიონი, დიმიტრი როზანოვი (+1937); მოწამე ბორისი (+1942)

ამ წმინდა ახალმოწამეებს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია მოიხსენიებს.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat