გარკვეული ხნის შემდეგ რომი დატოვა და კონსტანტინეს ქალაქს მიაშურა, სადა ყოველი სიწმინდე მოილოცა.
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ვლაქერნის სახელგანთქმული მონასტრის მოლოცვისას იმპერატორის ნორჩ ასულს სოსიპატრას შეხვდა, რომელმაც მაშინვე იცნო მადლით განბრწყინებული ევსტოლია და დამოწაფება სთხოვა, შემდეგ ყოველგვარი ყოყმანისა და სინანულის გარეშე ანაცვალა ამქვეყნიური დიდება ანგელოზებრივ ცხოვრებას და უბრალო, სამონაზვნე კაბას, თავის კეთილმსახურ მამას მიწის ნაკვეთი გამოსთხოვა, სადაც ტაძარი და რამდენიმე სენაკი აღაშენა.
წმინდა დედებს მალე სხვა დედებიც შემოუერთდნენ. მრავალწლიანი, უმკაცრესი ღვაწლის შემდგომ ნეტარმა ევსტოლიამ სამუდამოდ მიიძინა, სავანის წინამძღვრობა კი - სოსიპატრას გადააბარა.