ეს ყოვლადსაკვირველი ხუცესი სირიაში იმპერატორ თეოდოსის (379-395 წლები) ჟამს ცხოვრობდა,
უვიწროეს სენაკში დაეყუდა და არც არავის ენახვებოდა და არც - ესაუბრებოდა, არამედ უფალთან გამუდმებული საუბრისას გამუდმებით იკრებდა გონებას გულში.
ყოველგვარ ხორციელ ნუგეშს მოკლებულს, ტანზე მძიმე ჯაჭვები აესხა, სიხარულს ოდენ უფალში პოვებდა, საზრდელად ოდენ დამბალი ოსპი ჰქონდა, რომელსაც კვირაში ერთხელ მიაწვდიდნენ ხოლმე სენაკის უვიწროეს სარკმელში, რომლიდანაც ბერის დანახვა შეუძლებელი გახლდათ, ხოლო როდესაც ღამღამობით მახლობელი ნაკადულიდან წყლის შესაგროვებლად გამოვიდოდა, ღამის სიჩუმეში მისი ჯაჭვების ხმაურს გაიგონებდით.
როდესაც ღვთისგან საკუთარი გარდაცვალების ჟამი ეუწყა, ყველას, ვისაც მისგან კურთხევის მიღება სურდა, სენაკის კარი განუხვნა და მოსიყვარულე მამასავით მიიღო, ხოლო როდესაც მასთან მისულმა იქაურმა ეპისკოპოსმა დაჟინებით სთხოვა, სამღვდელმთავრო პატივი მიეღო, ოდენ იმ მიზეზით დათანხმდა, რომ უწყოდა, რამდენიმე დღეში უნდა გარდაცვლილიყო.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი